ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები ვირუს ებოლას შესახებ


საინტერესო ფაქტები ვირუს ებოლას შესახებ.

1. სახელწოდება
თავისი სახელწოდება ვირუსმა მიიღო ადგილისგან, სადაც ის პირველად აღმოაჩინეს. მდინარე ებოლა მდებარეობს ძალიან ახლოს იმ წერტილთან, სადაც დარეგისტრირდა დაავადების პირველი შემთხვევა, უფრო ზუსტად კი – იამბუკუ, რომელიც არის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

2. სად არის ვირუსი?
მოცემულ მომენტში ის ლოკალიზებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში. სწორედ აქ მდებარეობს ცხოველების ბინადრობის ძირითადი წერტილები, იმ ცხოველების რომლებსაც ვირუსი გადააქვთ. ჯერ-ჯერობით ვირუსი მოცემულ რაიონში, მაგრამ არის საფრთხე, რომ ის შეიძლება გავრცელდეს. ორი ამერიკელი დაინფიცირდა, როდესაც უვლიდნენ ლიბერიაში დაავადებულებს, ისინი გადმოიყვანეს ატლანტას საავადმყოფოში, როგორც ცნობილია ისინი გამოჯანმრთელების გზაზე არიან.

3. ვაქცინა
მოცემულ მომენტში ტარდება ვაქცინის კლინიკური გამოცდების. “რადგანაც ეს არის ექსტრენული შემთხვევა, ჩვენ უნდა მივიღოთ ვაქცინა რაც შეიძლება სწრაფად… 2015 წლისკენ”, – იტყობინება მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის იმუნოლოგიის და ვაქცინაციის განყოფილების უფროსი. ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია დაიწყებს გამოცდებს მომდევნო თვეში.

4. ყველაფერი დაიწყო ცხოველებით
რათქმაუნდა 100% დარწმუნებული არ არიან, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომ აფრიკაში მოცემული ეპიდემია გაავრცელეს ცხოველებმა. ადამიანებმა ჭამეს იმ ცხოველების ცუდად შემწვარი ხორცი, რომლებსაც გადაჰქონდათ ვირუსი და დაინფიცირდნენ ამ ვირუსით. ებოლა არ არის ერთადერთი დაავადება, რომლითაც შეიძლება დაავადდეთ ცხოველების ცუდად შემწვარი ხორცის გამო, მაგრამ არის ყველაზე საშინელი დაავადება.

5. ეპიდემიის პირველი უეცარი აფეთქება
ეპიდემიის პირველი უეცარი აფეთქება მოხდა 1975 წელს ზაირში(ამჟამად – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). დაფიქსირდა დაავადების 318 შემთხვევა და მათგან 280 დასრულდა ფატალური შედეგით, ამგვარად სიკვდილიანობის დონემ შეადგინა 88%. დაავადება გადავიდა სუდანში იმავე წელს და დააინფიცირა 284 და მოკლა 151 ადამიანი.

6. სიკვდილიანობის ძალიან მაღალი რიცხვი
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც თქვენ უნდა იცოდეთ არის ის, რომ ებოლას ახასიათებს სიკვდილიანობის ძალიან მაღალი რიცხვი – 50-დან 90%-მდე. ისინი ვინც მას გადაურჩა ძალიან მალევე გამოჯანმრთელდა. რაც უფრო ადრე აღმოაჩენენ ექიმები ვირუსს, ძალიან დიდი აქვს პაციენტს იმის შანსი, რომ გამოჯანმრთელდება.

7. დაავადების ინფექციური სტადია
დაინფიცირებულ ადამიანებს შეუძლიათ გადასცენ ვირუსი სხვას, თუკი ვირუსი არის მათ სისხლში. ჩვეულებრივ როდესაც დაავადების სიმპტომები გაივლიან, მიდის ვირუსიც, მაგრამ ვირუსის გადატანა მამაკაცებს შეუძლიათ დაავადებიდან 60 დღის განმავლობაში.

8. სტატისტიკა
ვირუს ებოლას გავრცელების დონე ამჟამად არის ისტორიაში უმსხვილესი. შემთხვევების და სიკვდილიანობის რიცხვები კვლავადაც იზრდებიან, მაგრამ არ შეიმჩნევა ეპიდემიის შესუსტების ნიშნები. 2014 წლის 6 აგვისტოს დაფიქსირდა ვირუსით დაავადების 1776 შემთხვევა, 961 ადამიანი გარდაიცვალა.

9. ნიშნები და სიმპტომები
ებოლათი დაავადებულ ადამიანს ახასიათებს კუნთოვანი და თავის ტკივილები, ასევე ყელის ტკივილი და სიცხე. ამგვარად დაავადების საწყისი ეტაპები ძალიან წააგავს გაციებას ან გრიპს. შემდეგ იწყება გულისრევა, თირკმელების და ღვიძლის დაზიანება, ზოგიერთ შემთხვევაში შიდა და გარე სისხლდენა.

10. ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა ან წამალი არ არსებობს!
მოცემულ მომენტში ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა ან წამალი არ არსებობს. ზოგიერთმა ქვეყანამ სცადა წამლის ან ვაქცინის შექმნა, მაგრამ ამას დასჭირდება თვეები, წლები თუ არა. დღემდე მსოფლიო უბრალოდ არ იყო დაინტერესებული მოცემული დაავადებით, რადგან ის არ აინფიცირებდა ძალიან ბევრ ადამიანს და მუდმივად რჩებოდა თავის “ტერიტორიაზე”. შესაძლებელია სწორედ ამის გამო არ დაინტერესებულა არავინ ვაქცინის ან წამლის შექმნით.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close