საკითხავისასარგებლოუცნაური

საინტერესო ფაქტები მარიხუანას შესახებ


საინტერესო ფაქტები მარიხუანას შესახებ.

მარიხუანა არის ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი რელაქსანტური ნივთიერება ალკოჰოლის შემდეგ. ამჟამად დაახლოებით 162 მილიონი დედამიწელი ეწევა მარიხუანას წელიწადში მინიმუმ ერთხელ.

მარიხუანა ნაწილობრივ ან სრულად დასაშვები გახადეს ჰოლანდიის, ჩეხეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ავსტრალიის, კანადის მთავრობებმა. ამათ გარდა მარიხუანა ლეგალიზებულია კოლუმბიაში და ამერიკის შეერთებული შტატების 16 შტატში.

დიდ ბრიტანეთში კანაბისის შენახვა და მოხმარება ფორმალურად აკრძალულია, მაგრამ თუკი ადამიანმა იყიდა მარიხუანის მცირე რაოდენობა პირადი მოხმარებისთვის, პოლიცია ახდენს მხოლოდ ნივთიერების კონფისკაციას.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც ცნობილია თავისი აბსურდულათ სასტიკი კანონებით, მარიხუანის მოყვანა და მოწევა მთავრობის მიერ არის დაშვებული.

ჰოლანდიაში მარიხუანა აბსოლუტურად ლეგალიზებულია, მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს მარიხუანის მოხმარების რიცხვი ჰოლანდიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში, ისევე ნარკოტიკების ზედმეტი დოზის მიღების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვიც.

ამერიკელი სკოლის მოსწავლეების 40%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევია მარიხუანა. დღეს სკოლის ყოველი მეხუთე მოსწავლე ამერიკაში ეწევა მარიხუანას რეგულარულათ.

მარიხუანა სლენგურ სახელწოდებებში ჩემპიონი, რომელთა რიცხვი შეადგენს ორასზე მეტს. ყველაზე პოპულარული მათ შორის არის “ბალახი”, “განჯა”, “კანაბისი” და “ჰეში”.

თვითონ სიტყვა “მარიხუანაც” არის სლენგური. ის წარმოიშვა მექსიკელი ჯარისკაცების ჟარგონის შემდეგ და ჩამოყალიბდა ორი სახელის მიხედვით: მარია და ხუანა. ამ სახელებს XIX საუკუნის 80-იან წლებში მექსიკელი ჯარისკაცები ეძახდნენ პროსტიტუტებს საჯარო სახლებიდან, მათთან შეიძლებოდა არამხოლოდ სექსის “ყიდვაც”, არამედ კანაბისისაც.

მარიხუანის 80% მსოფლიოში მოყავთ ხელვნურ სინათლეზე. ამიტომაც ნარკოპოლიციელები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ იმ სახლებს, სადაც ძალიან დიდია ელექტროენერგიის მოხმარების რიცხვი.

1850-1942 წლებში მარიხუანა იყიდებოდა ამერიკის აფთიაქებში, როგორც გულისრევის საწინააღმდეგო საშუალება, რევმატიზმის საწინააღმდეგო საშუალება და ტკივილგამაყუჩებელი და ეს არცაა გასაკვირი: დაახლოებით ამ პერიოდში ამერიკელი ფარმაცევტები ვაჭრობდნენ ისეთი “წამლებით” როგორებიცაა ოპიუმი, კოკაინი და ჰეროინი.

ინდუისტურ მითოლოგიაში ღმერთი შივა ითვლება მარიხუანის მოწევის დიდ მოყვარულათ. ამიტომაც “სადჰუები” – ინდუიზმის წმინდა ასკეტებიც დიდი სიამაყით არიან დაკავებული ამ საქმიანობით, რომ შეიცნონ შივას ღვთიური არსი.

მსოფლიოში არ დაფიქსირებულა არცერთი სიკვდილი მარიხუანის ზედმეტი დოზის მოწევისგან. არცაა გასაკვირი, რადგან სასიკვდილო დოზა 40 000-ჯერ უნდა აჭარბებდეს ჩვეულებრივს და თუ ვინმე მაინც მოინდომებს, რომ მოკვდეს მარიხუანის ზედმეტი დოზის მოწევისგან, მას ეს არ გამოუვა, რადგან მას მანამდე მოკლავს კვამლი და გაზი.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close