საკითხავიუცნაური

10 საინტერესო ფაქტი პელიკანების შესახებ


10 საინტერესო ფაქტი პელიკანების შესახებ.

პელიკანი ეს არის გიგანტური ფრინველი, რომლის ფრთების ზომაც არის ხუთ მეტრზე მეტი, ამის წყალობით მათ შეუძლიათ 3000 მეტრზე აფრენა.

პელიკანები ყველა კონტინენტზე ცხოვრობენ ანტარქტიდის გარდა.

არსებობს პელიკანების რვა სახეობა, მათი უმეტესობა ცხოვრობს თბილ რეგიონებში – ძირითადად თბილ სანაპიროებზე.

პელიკანები იკვებებიან თევზებით, თავკომბალებით, კიბოსნაირებით და ზოგჯერ კუებითაც კი.

მსხვერპლის დაჭერისას ის აქცევს მას თავის ტომარაში, გაყოფს წყალს, უშვებს საკვებს ყელში და ყლაპავს.

პელიკანებს შეუძლიათ ინადირონ ჯგუფურად. ზოგჯერ მათი პირი ეხმარება მათ, რომ დიდი თევზი ააგდონ ჰაერში და შემდეგ გადაყლაპოს ჰაერშივე.

სხვა ფრინველებთან შედარებით პელიკანებს აქვთ დიდი მოცულობის მქონე ნისკარტი, რომელსაც შეუძლია დაიტიოს 3 ვედრო თევზი.

პელიკანები ითვლებიან ყველაზე მძიმეებად მფრინავ ფრინველებს შორის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათი ჩონჩხი შეადგენს მათი სხეულის წონის 1/10-ს.

დამატებით ცურვის უნარს პელიკანებს აძლევს საჰაერო ტომრები, რომლებიც განთავსებულნი არიან ძვლებს შორის, გულმკერდზე, ყელის კანის ქვეშ და ფრთებს ქვემოთ. ამ ტომრებით ისინი უკეთესათ დაფრინავენ და იუმჯობესებენ ფრენის აეროდინამიკას.

პელიკანებს არ აქვთ ნესტოები, ისინი სუნთქავენ ნისკარტით.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close