არქივი

უცნაური და სასტიკი სამედიცინო პროცედურები, რომლებიც ძველად სასარგებლოდ მიაჩნდათ

image

ტექნიკურ პროგრესთან ერთად მედიცინაც არ დგას ერთ ადგილზე და მუდმივად ვითარდება. რა თქმა უნდა, ბევრი რამე ჯერ კიდეც სრულყოფილებას და დახვეწას მოითხოვს, მაგრამ უამრავი სამედიცინო პროცედურა დღეს შეიძლება აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და იოლად ჩატარდეს.

სამედიცინო პროცედურები და მკურნალობის ხერხები, რომლებსაც არცთუ შორეულ წარსულში იყენებდნენ ჩვენი წინაპრები, თანამედროვე სამედიცინო მიღწევების ფონზე სასაცილოდ, აბსურდულად, სულელურად და სასტიკადაც კი მოგეჩვენებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი საკმაოდ პოპულარული იყო საუკუნეების განმავლობაში. ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ სისხლი ტვინს აციებს, ხოლო ადამიანის ინტელექტსა და აზროვნებას გული წარმართავს. თავად ჰიპოკრატეც კი სვამდა ხოლმე ძალიან უცნაურ და აბსურდულ დიაგნოზებს, მაგალითად, ის დარწმუნებული იყო, რომ ქალის სხეულში საშვილოსნოს შეეძლო გადაადგილება. მოდით, თვალი გადავავლოთ, თუ როგორ მკურნალობდნენ ჩვენს წინაპრებს.

 

image

 

1. ვერცხლისწყლის პროცედურები

 

image

 

ლეგენდის თანახმად ჩინეთის პირველი იმპერატორი ცინ შიხუანგი დაასაფლავეს სამარხში, რომელიც გარშემორტყმული იყო ვერცხლისწყლის მდინარეებით. სწორედ ვერცხლისწყლის წყალობოთ სურდა მას უკვდავების მოპოვება და მის გამო დაიღუპა კიდეც, ვერ მიაღწია რა 40 წლის ასაკსაც კი. იმ დროს ვერცხლისწყალი გამოიყენებოდა, როგორც ანტისეპტიკური და კანის დაავადებების სამკურნალო საშუალება, ასევე მის მარილხსნარს ამატებდნენ კოსმეტიკურ საშუალება უმარულში. ფართოდ გამოიყენებოდა ვერცხლისწყალი სიფილისის სამკურნალოდაც. ერთადერთი შედეგი, რასაც ამ მომწამლავი ნივთიერებით მკურნალობა იწვევდა, იყო ნელი სიკვდილი.



2. ოყნა თამბაქოს კვამლით

 

imageimage

რეანიმატოლოგების სამკურნალო კომპლექტში მე-16 – მე- 17 საუკუნებში შედიოდა პიკანტური თამბაქოს ბოლის ოყნა, რომლისთვისაც შემუშავებული იყო იმ დროისათვის ინოვაციური მოწყობილობები: რეზინის რექტალური მილები. ექიმები თვლიდნენ, რომ თამბაქოს ბოლის ოყნას შეეძლო გაეთბო მკვდარი სხეულიც კი და აღედგინა სუნთქვა. თავდაპირველად ამ პროცედურას გამოიყენებდნენ წყალში დამხრჩვალი ადამიანების გრძნობაზე მოსაყვანად, შემდეგ კი დაიწყეს ამ მოდური პროცედურით თითქმის ყველა დაავადების მკურნალობა: გაციების, თავის ტკივილის, თიაქარის, მუცლის ტიფისა და ქოლერისაც კი. 1811 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს თამბაქოს ბოლის მავნე ზემოქმედება გულზე და ამის შემდეგ თამბაქოს ოყნა ამოღებული იქნა სამკურნალო პროცედურების სიიდან.

 

3. მბრუნავი სკამი

 

image

 

ინგლისელი ნევროპათოლოგის ჯოზეფ კოქსის გამოგონების არსი მდგომარეობდა იმაში, რომ სულით ავადმყოფებს ატრიალებდნენ საკუთარი ღერძის გარშემო. კოქსის აპარატში ავადმყოფი იჯდა სავარძელში და მას გარკვეული დროის განმავლობაში ატრიალებდნენ წრიულად. ეს პაციენტში თავბრუსხვევას, გულისრევას და ღებინებას იწვევდა. პროცედურის ერთ-ერთი ეფექტი იმაში მდგომარეობდა, რომ პაციენტებს საშინლად ეშინოდათ მისი განმეორების და ცდილობდნენ მისთვის თავი აერიდებინათ.
საქანელას სულით ავადმყოფები უნდა გაეხადა კონტროლირებადი, ან პირიქით, გახსნილები დიალოგის დროს. სწორედ აქეთ იყო მიმართული XIX საუკუნის ნევროლოგიის სამკურნალო მეთოდები, რომლებიც ადამიანს იმის შეგრძნებას აძლევდა, თითქოსდა ის იგუდებოდა ან იხრჩობოდა.



4. რადიოაქტიური წყალი

 

image

 

1900-იანი წლების დასაწყისში მედიცინაში საოცრად პოპულარული იყო რადიოაქტიური წყალი, რომელსაც იყენებდნენ ფსიქიკური მოშლილობის სანკურნალოდ და სიბერის შესაჩერებლად. მას გამოიყენებდნენ დიარეის და მალარიისი სამკურნალოდაც კი. რადიუმს უმატებდნენ არამარტო წყალში, არამედ კანფეტებში, კონტრაცეპტივებში და კბილის პასტაშიც კი. სპა – პროცედურების მოყვარულებმა დაიწყეს რადიუმიანი პლაჟების მოანახულება. დღეს უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ რადიოაქტიურობა სასიკვდილოდ საშიშია და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმს შესწევს უნარი გაფილტროს ტოქსინების 80%, დარჩენილი 20% დამანგრეველ ზემოქმედებას ახდებს ადამიანის ძვლებზე, სისხლზე და ქსოვილებზე.



5. ვიბრატორები ქალების ისტერიკის წინააღმდეგ

 

image

 

ოდესღაც ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქალები ორგაზმს არ განიცდიან, თუმცა ითვლებოდა, რომ ქალები მიდრეკილნი არიან ისტერიკისადმი, ამიტომ მათთვის საჭირო იყო სპეციალური თერაპია “ისტერიული პაროქსიზმის” მისაღწევად, რომელიც სხვა არაფერი იყო, თუ არა ქალის ორგაზმი. უნდა აღინიშნოს, რომ ქვედა ტანის მასაჟები პოპულარული იყო საუკუნეების მანძილზე (მოყოლებული ძველი საბერძნეთიდან) “მოსიარულე საშვილოსნოს” სამკურნალოდ . ეს გრძელდებოდა 1920 წლამდე. თქვენმ წარმოიდგინეთ, პირველი ელექტრონული ვიბრატორი უფრო ადრე გამოიგონეს, ვიდრე მტვერსასრუტი. რა თქმა უნდა, მას მხოლოდ სამკურნალო მიზნებისათვის იყენებდნენ.



6. წურბელები და სისხლის გამოშვება

 

image

 

უძველეს დროში ადამიანები პარიკმახერთან მხოლოდ თმების გასაკრეჭად კი არ დადიოდნენ, არამედ კბილის ამოსაღებად, მოტეხილი ხელის ფიქსაციისა და სისხლის გამოშვებისთვისაც. მაშინდელი მედიცინა თვლიდა, რომ ადამიანის ორგანიზმში უნდა იყოს ოთხი სითხის ბალანსი: ნერწყვის, შავი და ყვითელი სითხის და სისხლისა, ხოლოს სისხლის გამოშვება ამ ბალანსის შენარჩუნების ერთადერთი გზა იყო. შემდეგ ამ მიზნით დაიწყეს უკვე წურბელების გამოყენება ლანცეტების მაგივრად, რომლითაც ვენებს უხსნიდნენ ადამიანებს. ჰირუდოთერაპია დღესაც გამოიყენება, თუმცა უკვე სრულიად გათანამედროვებული სახით.

 

7. მორფი და ოპიუმი სამკურნალო მიზნებისათვის

 

image

 

ოდესღაც მორფი აფთიაქში ძირითად წამლად ითვლებოდა. თანამედროვე მედიცინაში ისევ ხდება მისი გამოყენება, როგორც გაუტკივარების საშუალებისა, ხოლო ძველად ის გამოიყენებოდა გაციების, უძილობისა და მენსტრუალური ტკივილების სამკურნალოდ. ოპიუმზე დამზადებულ სიროფებს ბავშვებსაც კი ასმევდნენ კბილების ამოსვლის დროს ტკივილის გასაყუჩებლად. 1900 წლამდე აფთიაქში თავისუფლად შეიძლებოდა ყიდვა კოკაინის, ჰეროინის, მორფინის და ოპუუმის საფუძველზე დამზადებული წამლებისა.

 

8. თავის ქალის ტრეპანაცია

 

image

 

საინტერესოა, რის მიღწევას ცდილობდნენ, ექიმები, როცა ადამიანის თავის ქალაში ხვრელს ბურღავდნენ ხოლმე (თან ამას აკეთებდენ ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე) : ამატებდნენ თავში რამეს თუ პირიქით, იღებდნენ. ფაქტია, რომ ამ გაბურღვას რაღაც მიზანი ჰქონდა. არქეოლოგებმა ევროპის ტერიტორიაზე 450-ზე მეტი უძველესი ადამიანის თავის ქალა იპოვეს, რომლებსაც ნახვრეტები ჰქონდათ გაკეთებული. როგორც ჩანს, თავის ქალის გაბურღვა მაშინდელი იარაღებით დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. უმეტეს შემთხვევაში ოპერაცია წარმატებით სრულდებოდა და პაციენტი ცოცხალი რჩებოდა. თუმცა ის, თუ რისთვის ატარებდნენ ამ ოპერაციებს, უცნობია: შესაძლებელია ამ გზით მკურნალობდნენ თავის ტკივილს ან ტვინის დაზიანებას. შესაძლებელია, ტრეპანაცია ერთ-ერთ რელიგიურ რიტუალს წარმოადგენდა: მეცნიერებს ამაზე ზუსტი პასუხი არ გააჩნიათ.

 

9. მასტურბაციის საწინააღმდეგო საშუალებები

 

image

 

იმისათვის, რათა შეხება გქონოდა საეჭვო სამედიცინო თეორიებთან ან არასაიმედო თერაპიულ პრაქტიკასთან, XVIII საუკუნეში ავად გახდომა სულაც არ იყო საჭირო. იმდროინდელმა მედიცინამ ნამდვილი ისტერია მოაწყო ფართოდ გარცელებული თვითდაკმაყოფილების წინააღმდეგ. აღზრდის მკაცრი მეთოდები – დამატებითი ლოცვები და უარის თქმა ვიწრო ტანსაცმელზე, საჭირო მიზანს ხშირად ვერ აღწევდა, ამ მიზეზის გამო ბევრი მშობელი საგულდაგულოდ აცმევდა თავის შვილებს მასტურბაციის საწინააღმდეგო კორსეტებს, რათა მათ არ ჰქონოდათ საკუთარ გენიტალიებთან შეხების საშუალება. ეს გაცილებით უფრო ეკონომიური და ეფექტური იყო, ვიდრე ხელების დაბმა ღამით გოგონას ან ვაჟისათვის.

 

10. კანიბალიზმი

 

image

 

თანამედროვე მედიცინა საკმაოდ ხშირად იყენებს ერთი ადამიანის სხეულს მეორის სამკურნალოდ: ორგანოების ინპლანტაცია და სისხლის გადასხმა ამის ნათელი მაგალითია, მაგრამ ჩვენს წინაპრებს “გვამური მედიცინის” მთელი მიმდინარეობა ჰქონდათ: თავის ტკივილის საწინააღმდეგოდ ძველი ეგვიპტელი მკურნალები ავადმყოფს მუმიის დანაყილ ფხვნილს აძლევდნენ, კუნთების და ხერხემლის ტკივილის წინააღმდეგ ურჩევდნენ მტკივნეულ ადგილზე ადამიანის ქონი წაესვათ, ხოლო ძველი რომაელები ეპილეპსიით დაავადებულებს გლადიატორების სისხლს ასმევდნენ, თვლიდნენ რა, რომ ეს უებარი საშუალება იყო განსაკურნავად. ადამიანის ორგანოები, ცხიმი, სისხლი, ძვლები და მუმიფიცირებული ნარჩენები მაგიურად ითვლებოდა და სამკურნალოდ გამოიყენებოდა მე-18 საუკუნის ბოლომდეც კი.

წყარო : intermedia.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button