საკითხავისურათები

ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან ( ნაწ.3 )

და აი ისიც , მესამე ნაწილი.
რამოდენიმე თვეა , რაც სოც. ქსელ Facebook -ში გამოჩნდა : განსხვავებული , საინტერესო და მრავალფეროვანი ქართულ გვერდი. რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ადამიანების : გრძნობებს , ემოციებს , ისტორიებს და უბრალოდ დადებით ამბებს აზიარებს. გააგრძელეთ პოსტის კითხვა და წაიკითხეთ სხვადასხვა ქვეყნებში როგორ ცხოვრობს ხალხი , რაზე ფიქრობენ და რას საქმიანობენ , გაიზიარეთ მათი : მწუხარება , სიხარული , პოზიტივი …

1.

” მე ვეუბნები მათ : არ იფიქროთ ფულზე . იფიქრეთ სწავლაზე ”

ქალაქი – ნიუ-იორკი

2. 

” სანამ არ გეყოლებათ საკუთარი შვილი , მანამდე ვერ გაიგებთ თუ როგორ უყვარხართ თქვენს მშობლებს ”

ქალაქი – სიეტლი

3. 

” გინდ დაიჯერეთ გინდ არა , 3-ვე მორცხვები არიან ”

ქვეყანა – შოტლანდია

4. 

” რა იყო თქვენს ბავშვობაში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ? ”
” მომენტი როცა , ჩემს მამინაცვალს “მამა” დავუძახე”

შტატი – ტეხასი

5. 

– ” ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვარს ? ”
– ” მათემატიკის ”
– ” მაინ რომელი უფრო მოგწონს ? მიმატება ? გამოკლემა ?
– ” კუბები და ფესვები ”

შტატი – მიჩიგანი

6. 

” საიდან ხართ? ”
” იამაიკიდან ”
” რა იყოს ის რაც პირველად შეამჩნიე ვენაში? ”
” თოვლი ( იღიმის )

ქალაქი – ვენა

7. 

” ლოცულობს სეირნობის დროს, ცხოვრება ძალიან მოკლეა ”

ქალაქი – იერუსალიმი

8. 

” ეს არის ჩემი სიმბა, კარგი ხასიათი აქვს ”

ქალაქი – რომი

9.

– ” ჩემი საუკეთესო მეგობარია ”
– ” რატომ? ”
– ” მინდა რომ ცოლად მოვიყვანო ”

ქვეყანა – ინდოეთი

10. 

– ” რომ გავიზრდები მინდა გამოვიდე ტექნიკოსი ”
– ” ეს ცოტა უცნაურია, არ ოცნებობ რომ გამოხვიდე მეცნიერი ან ასტრონავტი ?
– ” მე რეალისტი ვარ ”

ქალაქი – დელი

იმედი მაქვს მოგეწონათ პოსტი , შემდეგ ნაწილებში კიდე შემოგთავაზებთ …

პირველი ნაწილი ——► დააჭირეთ აქ
მეორე ნაწილი ——► დააჭირეთ აქ 2

წყარო : facebook.com/adamianebimsofliosqalaqebidan

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close