გართობაუცნაური

5 უძველესი ქალაქი მსოფლიოში

Jerusalem Ancient Historical City

ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქალაქებს შეუძლიათ შემოგთავაზოთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ შესანიშნავი არქიტექტურა და უნიკალური არტეფაქტები. ისინი გიჩვენებენ ადამიანის განვითარების დადებით და უარყოფით მხარეებს. ეს ქალაქები სავსეა საინტერესო, გასაოცარი ისტორიებითა და ლეგენდებით, რომლებიც ძალიან მიმზიდველია მკვლევრებისათვის.
გთავაზობთ 5 ქალაქს, რომლებიც უძველესია მსოფლიოში

d7bfe4caee70

1.დამასკო, სირია

327c1ed2ee53

დამასკო ერთდროულადაა დედაქალაქიც და ყველაზე დიდი ქალაქი სირიაში. მოსახლეობა 4.5 მილიონია. ქალაქის ისტორია ძველი წელთაღრიცხვით XVI საუკუნეში იწყება, თუმცა ზუსტი თარიღი კვლავ საკამათოა.
დამასკო მდებარეობს აზიისა და აფრიკის კონტინენტებს შორის. მას ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს. უხსოვარი დროიდან დამასკო კულტურული, ფინანსური და ადმინისტრაციული ცენტრია. ძველი ქალაქი გაგაოცებთ თავისი არქიტექტურით,მწვანე მინდვრებით და თეთრი სახლებით.

2.ათენი, საბერძნეთი

0637c86ef9b3

ათენი საბერძნეთის დედაქალაქია. მისი მოსახლეობა თითქმის 3 მილიონია. ეს ქალაქი უკვე 7 ათასი წელია დასახლებუალია. მასზე ზეგავლენა იქონია ისეთმა უძველესმა ცივილიზაციებმა, როგორებიცაა ბიზანტიისა და რომის იმპერია. ათენი უამრავი ცნობილი ფილოსოფოსის, მწერლისა და პოეტის სამშობლო და დაბადების ადგილია.
თანამედროვე ათენი პოლიფუნქციური ქალაქია. ის კულტურის, მედიის, განათლებისა და პოლიტიკის ცენტრია საბერძნეთში. ქალაქის ისტორიული ცენტრი აკროპოლისია. აქ შეგიძლიათ ნახოთ ის, რაც ძველი ქალაქისაგან დარჩა. აკროპოლისი გორაკზეა და მას შესანიშნავი ხედები აქვს.

7693696ff094

44f9ab9e9a03

 

3.ბიბლოსი, ლიბანი

2a2ddbcc28b9

ბიბლოსიც ათენის მსგავსად უძველესი ცივილიზაციების აკვანია. 5 ათასი წლის განმავლობაში ეს ქალაქი მუდამ დასახლებული იყო. საინტერესო ფაქტია, რომ ინგლისური სიტყვა “ბიბლია” წარმოიქმნა ქალაქის სახელწოდებიდან. ბიბლოსი იყო მნიშვნელოვანი პორტი, რომლის გავლითაც პაპიროსი იგზავნებოდა სხვაადასხვა ქვეყნებში.

4. იერუსალიმი, ისრაელი

f977432d0ed9

ყოველწლიურად ისრაელს უამრავი ტურისტი სტუმრობს. ის მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრია. იერუსალიმი წმინდა ქალაქია ებრაელებისათვის, ქრისტიანებისა და მუსულმანებისათვის. ბიბლიის მიხეხდვით, ეს ქალაქი მეფე დავითმა გაერთიანებული ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა ძვ.წ. 1002 წელს.
დღესდღეობით იერუსალიმში 800,000 მცხოვრებია.

გოდებისკედელი, იერუსალიმი

429ca3e3dd54

5. ვარანასი, ინდოეთი.

14705fd0e7e1

ინდოეთი ბევრი ცნობილი უძველესი ცივილიზაციის სამშობლოა. აქ ასევე უძველესი ქალაქებიცაა. ინდოეთის წმინდა ქალაქი ვარანასი მდებარეობს მდინარე განგის ნაპირებზე და მიინევა ერთ-ერთ უძვეელესს ქალქად. ჰინდუსების რწმენით, ქალაქი დააარსა ღმერთმა შივამ.

ვარანასი, ასევე ცნობილია, როგორც ბენარესი. ცნობილ მწერალს, მარკ ტვენს ამ ქალაქზე უთქვამს: “Benares is older than history, older than tradition, older even than legend, and looks twice as old as all of them put together.”
ვარანასი უამრავი მწერლის, ხელოვანისა და მუსიკოსის სამშობლოა.

2dcf0b2039b6

მსგავსი ამბები

Back to top button