გართობაუცნაური

ყველაზე უჩვეულო და უადგილო ძეგლები

image

საკუთარ ქალაქსა თუ მოგზაურობის დროს ცხადია, რომ ხშირად ვხვდებით ამა თუ იმ ძეგლს, რომელიც მოედანზე ან ცენტრალურ ქუჩაზეა აღმართული და ღრმა ისტორიულ მნიშვნელობას ინიჭებს. ყველაზე ხშირად კი ვხვდებით ცხენოსან მეომრებს, სამხედრო გენერლებს, რაიმეს მომავლის იმედის ამსახველს და სხვადასხვაგვარ, თანამედროვე შადრევნებს. დროდადრო კი ხუროთმოძღვრების საკითხიც გასცდა თავისი წარმოსახვით შესაძლებლობებს და სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აკონილი იმ ძეგლების სია, რომლებიც უადგილო და უჩვეულო ხასიათს ატარებენ. აი ისინიც:

 

1. ბავშვების მჭამელი შადრევანი. (Kindlifresserbrunnen)

ძეგლზე ასახულია კაცი, რომელსაც ტომარაში თუ მხარზე ჰყავს ასხმული ბავშვები, ხოლო ერთ-ერთ მათგან პატარას კი ჭამს. არავინ არაა დარწმუნებული, რომ მონუმენტი რაიმე რეალურ ხასიათს ატარებს, თუმცა მისი მნიშვნელობის სამი მოსაზრება არსებობს: უმეტესობას სჯერა, რომ ეს არის კრამპუსი, რომელიც სჯის საშობაოდ ცუდ ბავშვებს; ნაწილი მიიჩნევს, რომ ძეგლზე ასახულია ებრაელი; ხოლო განსაზღვრული ნაწილი კი თვლის რომ ეს ლუდოედოა ომის დროს, რომელმაც შთანთქა შვეიცარელი ბავშვები. ეს მხოლოდ და მხოლოდ პლურალიზმული თეორიებია, თუმცა ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ ძეგლი საშიში ხასიათისაა.

image



2. შეშლილი ცხენის მემორიალი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ძეგლის ვიზუალში არაფერია უჩვეულო გარდა ზომისა, ძალზედ უცნაური ამბის მატარებელია. “შეშლილი ცხენი” (ასე უწოდეს პირს) იყო სამხედრო ლიდერი ლაკოტაში, რომელიც ებრძოდა ხელისუფლებას ა.შ.შ.-ში საკუთარი მიწისა და ცხოვრების წესის დასაცავად და გაიმარჯვა კიდეც მასზე, თუმცა ისმევა კითხვა- “მაშ რატომ დაუდგეს მას ერთ-ერთი დიდი ძეგლი ამერიკაში”?, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, თუმცა 66 წელიწადია იქმნება და დასრულების შემთხვევაში სიგრძემ 195 მეტრი უნდა შეადგინოს, ხოლო სიგანემ კი 180 მეტრი.

image





3. ვაცლავა მკვდარ ცხენზე. (პრაღა)

ვაცლავა იყო მფარველი წმინდანი ბოჰემაში, სწორედ მისი ისტორიული ძეგლები ამშვენებს პრაღას ცენტრს სხვადასხვა წმინდანთა გამოსახულებებთან ერთად, თუმცა შორიახლოს ამ ძეგლთან, დგას ვაცლავას მეტად უჩვეულო და უშინაარსო ძეგლი, სადაც იგი მკვდარ, თავდაყირა მდგომარეობაში მყოფ ცხენს მუცელზე აზის და დღემდე არავინ იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა.

image






4. ცხვირგრძელა, უზარმაზარი სათესლე ჯირკვლით.

ეს ძალზედ უცნაური მონუმენტი ალაბამაში მიუძღვნეს გრძელცხვირა მწერს, რომელიც მათ ქვეყანაში გამოჩნდა 1915 წელს და მხოლოდ 3 წელიწადში გაანადგურა მთელი ბამბის კულტურა. იმის მაგივრად, რომ ხალხის რისხვა გამოეწვია ამ მწერს, რომელმაც ფერმერების საქმიანობა გაანადგურა, პირიქით, მათ ძეგლი დაუდგეს მას, ვინაიდან ბამბის ბიზნესის გარეშე დარჩენილებმა თხილის ბიზნესი ააღორძინეს და მალევე დაიფარა მათი ყველა დანაკარაგი, ხოლო ქალაქი კი ფინანსურად აღორძინდა. სწორედ ბიზნეს-რაიონის ცენტრში დგას ეს ზალზედ უჩვეულო ცხვირგრძელას ძეგლი, სადაც უზარმაზარი სათესლე ჯირკვლები აქვს, ამ ფერმერების, შეჭმული კულტურული ბამბის გამო.

image






5. კარხენჯი.

ნებრასკის მაღალ ვაკეზე მდებარეობს ე.წ. კარხენჯის სკულპტურები. შორიდან ერთი შეხედვით სტოუნჰენჯს მოგაგონებთ, თუმცა თუ დააკვირდებით, მიხვდებით რომ ეს 38 ავტომობილია, რომლებიც შეღებილია ნაცრისფრად და ჩართხმულია მიწაში სწორედ სტოუნჰენჯის სახით. ჩანაფიქრის მიხედვით მისი შექმნა 1987 წელს განახორციელა Jim Reinders-მა და დღეს ეს ადგილი ტურისტების საყვარელ ველად ითვლება ინგლისში.

image





6. ოყნის ძეგლი რუსეთში.

რუსეთის ქალაქ ჟელეზნოვოდსკში შეხვდებით ოყნის ძეგლს. უცნაურს, რასაც ამ ძეგლზე ნახავთ, ესენი არიან ქერუბიმები. ძეგლის შემოქმედიაСветлана Авакина, რომლის შთაგონების წყაროც შეექმნა ასეთი ძეგლი, ეპოქის მხატვარი Sandro Botticelli გამხდარა. როდესაც შეიცნობთ ქალაქ ჟელეზნოვოდსკის ისტორიას, მაშინვე გაგიქრებათ ძეგლზე უცნაური წარმოდგენა, ვინაიდან ქალაქი განთმული ყოფილა სამკურნალო საშუალებებით და მინერალურ წყლებს ყველა გამოიყენებდა ოყნით.

image






7. გიგანტური რობოტი Gundam-ი.

კუნძულ Odaiba-ს შუა, სარეკრეაციო ტერიტორიაზე Tokyo Bay-ს დამსვენებლებისთვის არის სამოთხე, Gundam-ის რობოტები მათი გულშემატკივრებისთვის, საოცარი ატრაქციონები და უამრავი გასართობი საშუალებები, თუმცა ამ ყველასთან გამორჩეული მაინც რობოტი Gundam RX-78-2-ით წოდებულის 13 მეტრიანი ძეგლია, რომელსაც ამშვენებს შესაბამისი განათება და ხმის ეფექტები.

image






8. ზვიგენის ძეგლი.

ერთი შეხედვით ძეგლი, სადაც ზვიგენის ციდან ჩამოვარდნა და სახლის სახურავზე დაცემაა წარმოდგენილი, ძალზედ სახალისო და იუმორისტულ ხასიათს ატარებს, სინამდვილეში კი მას ღრმა, ტრაგიკული მნიშვნელობა გააჩნია. ასეთი სახის ძეგლის შექმნის იდეა გამხდარა ჩერნობილსა და Nagasak-აში ატომური დაბომბვა და სწორედ 41 წლისთავს მიეძღვნა მხატვარი John Buckley-ს თაოსნობით.

image





9. წყალქვეშა სკულპტურა Molinero-ში.

ამ უჩვეულო ძეგლს დედამიწაზე თქვენ ვერ ნახავთ, რადგან ის მდებარეობს ოკეანის სიღრმეში გრენადას დასავლეთ სანაპიროსთან, წარმოადგენს ცემენტისგან შექმნილ სკულპტურას და ასახავს ადგილობრივი ხალხის ცხოვრებას, რომლის შექმნის იდეაც მხატვარJason Taylor-ს მოსვლია. დრომ კი ეს უჩვეულო ქანდაკებები ხავსით დაფარა.

image






10. შადრევანი ბრიუსელში, სადაც ბიჭუნა ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს.

ყველაზე უჩვეულო ძეგლების სიაში შევიდა ეს ბიჭუნაც, რომელიც შადრევანის სახითაა წარმოდგენილი და იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებას. ერთი შეხედვით გაოცებას და გაღიმებას იწვევს ქანდაკება, რომელიც მხოლოდ 61 სმ-ია, თუმცა მისი დაარსების 2 ვერსიაა ცნობილი, რომელთაგან პირველის თანახმად მიეძღვნა ბიჭუნას, რომელიც სახლიდან დაიკარგა და მშობლების ხანგრძლივი ძებნის შემდეგ მიაგნეს ქუჩის ერთ კუთხეში, სადაც ის იკმაყოფილებდა ბუნებრივ მოთხოვნილებას და მეორე ვერსი, რომლის თანახმად ასეთი სახით პატარა ბიჭუნას სურდა შენობაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა.

image

წყარო : intermedia.ge

Back to top button