გამოგონებასაკითხავისამხედრო

10 ყველაზე მომაკვდინებელი საწამლავი


10 ყველაზე მომაკვდინებელი საწამლავი.

10. კალიუმის ციანიდი

საკმაოდ პოპულარული ციანიდი არის მომაკვდინებელი საწამლავი, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გულზე. სისხლში მოხვედრილ პატარა დოზამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის მნიშნველოვანი ორგანოებისთვის ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტა, რის შედეგადაც ადამიანისთვის რამდენიმე წუთში დგება სიკვდილი. არსებობს ციანიდის სხვადასხვა ფორმები, მაგალითად, წყალბადის ციანიდი, რომელიც არის ყველაზე ძლიერი. ეს გაზი ადამიანს კლავს დაახლოებით 10 წუთში. გაზს იყენებდნენ პირველ მსოფლიო ომში, როგორც ქიმიურ იარაღს და მოგვიანებით ჟენევის კონვენციამ აკრძალა. დღეს ციანიდი მაინც გამოიყენება როგორც მკვლელობის ან თვითმკვლელობის საშუალება.

9.ჯილეხი

ეს არის 2011 წლის სექტემბრის მოვლენების მთავარი გმირი, როდესაც შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ადამიანებმა კონვერტებით მიიღეს ჯილეხის სპორები ვრცელდებოდა ახალ ამბებში ფაქტიურად ყოველდღე. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 17 კი დაშავდა ზემოქმედების შედეგად, რამაც გამოიწვია აშშ-ს მოსახლეობაში პანიკა. ეს პანიკა გასაგებია, რადგან ჯილეხის სპორები მარტივად გადაეცემა სხვა ადამიანს ჰაერით. ინფიცირების შემდეგ ადამიანის სასუნთქი ორგანოები წყვეტენ მუშაობას და ადამიანი იგუდება. 10 ადამიანიდან 9 კვდება ინფიცირების შემდეგ.

8.ზარინი

ზარინს განიხილავენ როგორც მასიური განადგურების საშუალებას, რომელიც ასფიქსიის წყალობით იწვევს სიკვდილს 60 წამში. საშინელი წამების წუთი და ადამიანი მკვდარია. 1993 წლიდან ამ ნივთიერების წარმოება აკრძალულია, მაგრამ 1995 წელს იაპონიაში მოხდა ტერორისტული აქტი მეტროში, ასევე ერაყში და სირიაში, რის შედეგადაც გარდაიცვალა 330-დან 1800-მდე ადამიანი.

7.ამატოქსინი

ამატოქსინი არის ნივთიერება, რომელიც აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ სოკოებში. როდესაც ის ხვდება სისხლში, ის ანადგურებს ღვიძლის და თირკმელების უჯრედებს, შედეგად ორგანოები რამდენიმე დღეში უარს ამბობენ მუშაობაზე. ამატოქსინი ასევე ანადგურებს გულს. თუკი არ შეიყვანთ პენიცილინის დიდ დოზას ორგანიზმში, მაშინ ადამიანი ჩავარდება კომაში და მოკვდება თირკმლის ან გულის უკმარისობით.

6.სტრიქნინი

სტრიქნინს იყენებდნენ როგორც პესტიციდს, რომ მოეკლათ მავნებლები, მაგრამ მას ასევე შეუძლია მოკლას ადამიანიც. ის აღმოაჩინეს აზიაში, სტრიქნინს მიაგნეს ხეების განსაკუთრებულ სორტებში, მაგრამ მისი მიღება ლაბორატორიაშიც არის შესაძლებელი(მან, ვინც ამის გაკეთება მოახერხა, მიიღო ნობელის პრემია). სტრიქნინი ორგანიზმში ხვდება სხვადასხვა გზებით: ნემსით, შესუნთქვით და კვების დროს. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ადამიანს ეწყება კუნთოვანი კონვულსიები და სპაზმები, რაც იწვევს ასფიქსიას; რაც შეეხება ნემსის გაკეთებას, ნემსის გაკეთების შემდეგ ადამიანი კვდება ნახევარ საათში.

5.ვერცხლისწყალი

ალბათ ბავშვობაში მშობლებს უთქვიათ თქვენთვის, რომ ფრთხილად მოეპყრათ თერმომეტრს, რადგან მასში არის ვერცხლისწყალი. ეს არის ტოქსიკური მეტალი, რომელიც ხვდება ადამიანის ორგანიზმში შესუნთქვით, ან კანის შეხებით. კანზე შეხების შემთხვევაში ის იწვევს დამწვრობას და კანი შეიძლება აგძვრეთ კიდევაც. ვერცხლისწყალმა შეიძლება გამოიწვიოს გონების ან მხედველობის დაკარგვა, ასევე თირკმლის უკმარისობა და ტვინის უჯრედების განადგურება. შედეგად დგება სიკვდილი.

4.თეთროდოტოქსინი

ესეც საკმაოდ პოპულარული საწამლავი, რომელიც არის თევზ ფუგუში, ეს თევზი პოპულარულია სუშის მოყვარულებში და ბევრი ადამიანი მზადაა გადაიხადოს საკმაოდ დიდი თანხა, რომ დარწმუნებული იყოს თევზის სწორ მომზადებაში. პირველი სიმპტომები ჩნდება ჭამიდან 30 წუთში. თავდაპირველად ადამიანი გრძნობს თუ როგორც ხდება მისი პირის პარალიზირება, რთულდება საკვების ჩაყლაპვა. მალევე შეინიშნება მოძრაობის და საუბრის კორდინაციების დარღვევა. იწყება კრუნჩხვები, კონვულსიები, რის შედეგადაც ადამაინი ვარდება კომაში და კვდება. სიკვდილი დგება დაახლოებით 6 საათში, მაგრამ ცნობილია შემთხვევებიც როდესაც სიკვდილი დგება 17 წუთში. ეს საწამლავი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი.

3.რიცინი

რიცინი ეს არი კიდევ ერთი საწავმლავი, რომელიც გახდა ცნობილი როგორც ჯილეხი, ის დაიგზავნა ფოსტით. რიცინი არის მომაკვდინებელი საწამლავი, ის აკავშირებს ცილებს ორგანიზმში, რაც იწვევს ფატალურ შედეგს. რიცინს განიხილავდნენ, როგორც ქიმიური იარაღს აშშ-ს სამხედროები და ალ-ქაიდის წევრები.

2.ვი-ექს

პლანეტაზე ყველაზე სახიფათო ნერვულპარალიტიკური გაზი, გახდა კარგი იარაღი სამხედროებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მასიური განადგურების იარაღის გამოყენება აკრძალულია. გაზს სხვა არანაირი დანიშნულება არ აქვს, გარდა ომის დროს. გაზი იმდენად მომწამლავია, რომ მისი ერთი წვეთიც კი, რომელიც ხვდება ადამიანის კანზე კლავს მას. შესუნთქვის შემთხვევაში პირველი სიმპტომები გავს გრიპს, შემდეგ ხდება სასუნთქი ორგანოების პარალიზაცია, რაც იწვევს ფატალურ შედეგს.

1.ბოტულიზმის ტოქსინი

ეს არის მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი საწამლავი. ტოქსინის ერთ ფინჯანს შეუძლია 100-ათასობით ადამიანის მოკვლა, ის იწვევს დაავადება ბოტულიზმს, რომელიც გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. გასაოცარია, მაგრამ ამ საწამლავს აქვს მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულება – ბოტოქსის ნემსებიდან დაწყებული მიგრენის განკურნებით დამთავრებული. ცნობილია, რომ ბოტულოტოქსინის მიღების შემდეგ ზოგიერთი პაციენტი კვდებოდა. იმის გამო, რომ ბოტულოტოქსინი ბუნებაში მარტივი მოსაპოვებელია ის ითვლება მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ საწამლავად.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close