TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

მსოფლიოს ყველაზე ღრმა, თერმული, უსასრულობის მქონე, 40 მეტრიანი ლურჯი აუზი

image

კარგად მოგეხსენებათ, რომ არქიტექტურამ ფართო გზა ჰპოვა განვითარების საფეხურზე თავისი უჩვეულო და საინტერესო ნახაზებით. მასთან შერწყმულმა დიზაინერთა იდეებმა კი ბიზნესმენთა საქმიანობა მეტად გააფართოვა და განავითარა, რაც ასევე შემოსავლების გაზრდას უწყობს ხელს. ისიც ცხადია, რომ სასტუმროს მეპატრონეები ყველა გზას თუ ხერხს ადგანან და იყენებენ იმისათვის, რომ მოიპოვონ პოპულარობა და ამავდროულად იყოს ხელმისაწვდომი მათი შემოთავაზება, თუმცა ეს ყველას როდი გამოსდის. დღევანდელ “პოსტში” მინდა წარმოგიდგინოთ იტალიაში მდებარე სასტუმრო Terme Millepini, რომელმაც უჩვეულო, თამამი სტრატეგიების, გვირაბის ფორმის, ღრმა- 40 მეტრიანი აუზით გაითქვა სახელი.

 

image



ღრმა, ვერტიკალური გვირაბის ფორმის აუზი, ეს მართლაც უჩვეულო, კუპის სერიის მქონე- მოთავსებულია შუალედურ დონეზე და ქმნის ძალიან მიმზიდველ შეხედულებას მყვინთავებისთვის. სიღრმე, როგორც ავღნიშნე 40 მეტრია და ძალზედ საოცარია, როდესაც ლურჯი, უსასრულობის უფსკრულისკენ მიემართებით.

imageimage

 

ყველაზე საინტერესო ასპექტი ღრმა აუზისა არის ის, რომ ივსება ყოველ დღე ახალი, თერმული წყლით, რომლის ტემპერატურა 33 გრადუსია. თუმცა რა არის აქ საინტერესო მათთვის, ვინც ცურვა არ იცის? ნურას უკაცრავად, სპეციალურად გახადა სასტუმრომ იმ დამსვენებელი პერსონალისთვის ამ აუზის დათვალიერება ხელმისაწვდომი საფეხმავლო, გამჭვირვალე მინის ბილიკით, რომელიც გაძლევთ საშუალებას იმოგზაუროთ ამ უსასრულობაში, რომელთაც ცურვა არ იციან.

image

imageimageimage

უფრო დეტალურად კი, სასტუმრო მდებარეობს იტალიაში, რომელიც დააპროექტა Emanuele Boaretto-მ და ატარებს სახელწოდებას Terme Millepini. სასტუმრო ძალზედ კომფორტული, მწვანე ხედებითა და ლამაზი გარემოთი გამოირჩევა, ამას პლიუს ეს თერმული უჩვეულო და უსასრულო აუზი; აქვს ოთხი ვარსკვლავის სტატუსი და ტარიფები იწყება 145 $-დან სულზე ერთი ღამით, რაც ასეთი კლასის სასტუმროებისთვის ძალზედ იაფია. სწორედ ფინანსურად ხელმისაწვდომი და სრული კრიტერიმუების ქონის გამო ადგილების დეფიციტს ხშირად განიცდის, დამსვენებლებს წინასწარ უხდებათ ნომრების დაჯავშნა. ხოლო ისინი, ვინც მხოლოდ აუზით ინტერესდებიან და არ სურთ სასტუმროში დაბანაკება, მხოლოდ 25 $-ის ფასად შეძლებენ ეზიარონ ამ ლურჯი, ღრმა აუზის უსასრულობას.

 

image

წყარო : intermedia.ge

Back to top button