გასართობისაკითხავისასარგებლო

4 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ ესპანეთში

უამრავი შესანიშნავი და საინტერესო ქვეყანაა, რომლებსაც უნდა ესტუმრო და რომლებიც უნდა დაათვალიერო. ესპანეთსაც აქვს რაღაც ძალიან უნიკალური, რომლის შემოთავაზებაც შეუძლია ტურისტებისათვის და სწორედ ამიტომ ის ბევრი მნახველის ფავორიტია. სამზარეულო, კულტურა, უმშვენიერესი ხედები – ესპანეთი ნამდვილად დამაკმაყოფილებელია. კიდევ არ ხართ დარწმუნებული? მაშინ გთავაზობთ 4 მიზეზს, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ ესპანეთში.

1. სამზარეულო!: ესპანური საჭმელი მსოფლიოში ძალიან ცნობილია. ესპანეთის თითოეულ რეგიონს კულინარიული განსაკუთრებულებები აქვს. ან­და­ლუ­ზი­ა­ში იხ­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო ზე­ი­თუ­ნის ზე­თი, ლა-მან­ჩის მხა­რე­ში სუფ­რის აუცი­ლე­ბელ ატ­რი­ბუ­ტად ით­ვ­ლე­ბა ყვე­ლი, ტო­ლე­დო­ში მზად­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო მარ­ცი­პა­ნი მავ­რი­ტა­ნუ­ლი რე­ცეპ­ტით.
თევ­ზი­სა და სა­ერ­თოდ ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის მხრივ ეს­პა­ნე­თი იაპო­ნი­ის შემ­დეგ მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა მსოფ­ლი­ო­ში. პო­პუ­ლა­რუ­ლი ეს­პა­ნუ­რი კერ­ძია სარ­სუ­ე­ლა, მო­შუ­შუ­ლი თევ­ზი­სა და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის ასორ­ტი სქე­ლი სო­უ­სით.
ეს­პა­ნე­ლებს ძა­ლი­ან უყ­ვართ ტკბი­ლე­უ­ლიც.ეს­პა­ნუ­რი ტკბი­ლე­უ­ლის სა­უ­კე­თე­სო ნი­მუ­შე­ბია, მა­გა­ლი­თად, კა­ტა­ლო­ნუ­რი კრე­მი – კრემ კა­ტა­ლა­ნა. ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი კი ტუ­რო­ნია – ნუ­გა ნუ­შით, რო­მე­ლიც ად­რე სა­შო­ბა­ოდ მზად­დე­ბო­და. ეს­პა­ნე­ლებ­მა მი­სი მომ­ზა­დე­ბა ის­წავ­ლეს არა­ბე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც იბე­რი­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე ათა­სი წლის წინ ცხოვ­რობ­დ­ნენ.


“პაელა”


“ტორტილა” – ესპანური ომლეტი


“ტაპასი”

2. ღირშესანიშნაობები: ესპანეთში ნახავთ გრანდიოზულ და შთამბეჭდავ ღირშესანიშნაობებს,რომლებიც თითქმის ყველა ქალაქშია. მადრიდში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ესპანეთის სამეფო ოჯახის რეზიდენცია.

ბარსელონაში კი ვერ გამოტოვებთ საგადა ფამილიას ტაძარს, რომელიც ჯერ კიდევ აუშენებელია.

აუცილებლად უნდა ნახოთ გაუდის კიდევ ერთი ქმნილება – გუელის პარკი, რომელიც XX საუკუნეში ააგო. ამ პარკს დღესაც ,,საოცრებათა ქვეყანას” უწოდებენ.

3. ფესტივალები: ადამიანების უმეტესობა როცა ფიქრობს ესპანეთზე, ფიქრობს გართობასა და ზეიმზე, და არცაა გასაკვირი, რატომ. ესპანეთი ისეთი ფესტვალების სამშობლოა, რომლების გამოტოვებაც არ შეიძლება.
ესპანეთში ყოველწლიურად ტარდება უჩვეულო, მაგრამ ძალიან სახალისო ფესტივალი “ლა ტომატინა”, ანუ პომიდვრებით ომი. ბრძოლა დაახლოებით 2-3 სამი საათი გრძელდება. რის შემდეგად ხალხი უკვე ერთგვარ საწებელში ცურავს.

მსგავსი ფესტივალია “ფქვილით ომი”, რომელსაც დაახლოებით იგივე წესები გააჩნია. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ აქ პომიდვრის ნაცვლად ფქვილი ხდება საბრძოლო მასალა.

ეს ორი ფესტივალი ყველაზე ცნობილია, თუმცა აქ ყოველწლიურად კიდევ უამრავი სხვადასხვა სახის ფესტივალი იმართება და თქვენ წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხვდეთ რომელიმე მათგანზე.

4. კეთილგანწყობილი ხალხი: ესპანელი ხალხი ძალიან მეგობრულია, ისინი ყოველთვის უპასუხებენ თქვენს კითხვებს და დაგეხმარებიან. ზოგიერთ ქვეყანაში ტურისტები თავს გარიყულად გრძნობენ, ესპანეთში კი ამას არასდროს გაგრძნობინებენ. მათ უხარიათ ტურისტებთან საუბარი, იმ შემტხვევაშიც კი თუ უცხოელმაარ იცის კარგად ესპანური. სწორედ ამიტომ, ეს ქვეყანა საუკეთესო ადგილია ესპანური ენის პრაქტიკაში გამოყენებისათვის.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close