გართობაუცნაური

იენ აშერის ისტორია, ანუ როგორ შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება

585f42f39b55
იენ აშერის ისტორია, ანუ როგორ შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება.

ალბათ თქვენ გგონიათ უარის თქმა ძველ ცხოვრებაზე და ახლის სუფთა ფურცლიდან დაწყება ხდება მხოლოდ ფილმებში, მაგრამ ბრიტანელი იენ აშერის ნაბიჯი შეგაცვლევინებთ აზრს. იმას ვისაც დიდი აქვს სურვილი და რწმენა, შეძლეებს აისრულოს თავისი ყველა ოცნება.

5e8831604696

იენ აშერი დაიბადა დარლინგტონში, დიდი ბრიტანეთი. ბრიტანელის ცხოვრება გადიოდა თავისი მშობლიური სახლიდან ძალიან შორს – ქალაქ პერტში, დასავლეთ ავსტრალია. ის იქ ცხოვრობდა თავის ცოლთან – ლორასთან ერთად, მუშაობდა ხალიჩების გამყიდველად პატარა მაღაზიაში. თავისი ცხოვრების არასრულ 50 წელში იენი ძლიერ უკმაყოფილო იყო საკუთარი ცხოვრებით და ოცნებობდა თავგადასავლებზე და მოგზაურობაზე. ცოტახანში იენის ექვს წლიანი ქორწინებაც ლორასთან დასრულდა, ლორამ მიატოვა იენი, რამაც ძლიერ გაუტეხა გული იენს, მაგრამ სწორედ, რომ ამ დარტყმამ მისცა მოტივაცია იენს, რომ შეეცვალა ცხოვრება და აი 2008 წელს სასოწარკვეთილმა კაცმა ნახა საკმაოდ უცნაური გამოსავალი სიტუაციიდან – მან გადაწყვიტა გაეყიდა თავისი წარუმატებელი ცხოვრება ინტერნეტ-აუქციონ eBay-ზე.

cb3b5dd09f53

ძალიან მალე ონლაინ-აუქციონზე მართლაც გაჩნდა ლოტი, რომელსაც ეწოდებოდა “იენ აშერის ცხოვრება” და ის გულისხმობდა სახლს ქალაქ პერტში მთელი თავისი ტექნიკითა და ავეჯით, ავტომობილ Mazda-ს, ჰიდროციკლს, მოტოციკლეტს, პარაშუტის მოწყობილობას, სამუშაო ადგილს მაღაზიაში და ნაცნობობას მეგობრებთან და კოლეგებთან. მოცემული ლოტის აღწერა სრულდებოდა პატარა ფრაზით: “მე მეყო ჩემი ცხოვრება, მე ის აღარ მჭირდება”. იენმა თავისთვის დაიტოვა მხოლოდ საფულე, პასპორტი და რამდენიმე ზურგჩანთა პირადი ნივთებით. იენს სურდა მოეშორებინა თავიდან ის ყველაფერი რაც მოაგონებდა მას წარსულ წარუმატებლობას. ლოტის საწყისი ფასი შეადგენდა 1 დოლარს. რამდენიმე კვირის შემდეგ ბრიტანელის განკარგულებაში იყო 305 ათასი დოლარი, რომელიც გამოიმუშავა მან თავისი ცხოვრების გაყიდვით.

65a54ca320d6

იენ აშერის სიტყვებით, როდესაც მისი ცხოვრების გაყიდვა შედგა, მან ვერ გაიგო რა უნდა ეკეთებინა, მაგრამ მას ყოველთვის ჰქონდა ოცნება, რომ ემოგზაურა მთელი მსოფლიოს გარშემო. მაშინ იენმა შეადგინა 100 ექსტრემალური მიზნის სია, რომელთა შესრულებასაც ის გეგმავდა 100 კვირაში.

f0ce23c4ed32

სიის შედგენიდან მალევე იენმა შეიძინა ბილეთი დუბაისკენ და გაემგზავრა თავისი პირველი ოცნების ასასრულებლად. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ის უწყვეტად იყო დაკავებული თავისი მიზნების ასრულებით. ერთ-ერთ ყველაზე საშიშ თავგადასავლად იენი თვლის სირბილს ხარებთან ერთად ესპანურ დღესასწაულზე პამპლონში. როგორც ბრიტანელი ყვება, მან ჯერ კიდევ ბავშვობაში ნახა ფილმი ამ ფესტივალის შესახებ და შეჰპირდა საკუთარ თავს, რომ მოხვდებოდა ამ დღესასწაულზე. სწორედ ამიტომ გახდა ეს მის ერთ-ერთი მთავარ სურვილად, მაგრამ საკმაოდ სახიფათოც ყოფილა. ყველაზე აღმაფრთოვანებელ მოვლენას აშერი უწოდებს ჩაყვინთვას ოკინავის ნაპირებთან, იაპონიაში, სადაც მან შეძლო ცურვა ვეშაპებთან ძლიერ ახლოს. იენმა იცურავა თეთრ ზვიგენებთანაც აფრიკაში, ისწავლა თვითმფრინავის ფრენაც, გადმოხტა პარაშუტით შუაღამეს, დატკბა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ჩანჩქერების დათვალიერებით და აიყვანა საკუთარი შინაური ცხოველი – რვაფეხა. ჰოლივუდში იენმა დაარწმუნა პროდიუსერები, რომ მიეცათ პატარა როლი ფილმში.

7a30dbdf9bd7

აშერის მიერ შედგენილი დროის დასრულების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ ორ წელიწადში შეასრულა სურვილების 94 პუნქტი. დარჩენილი მიზნები იყო აღნიშნული შემდეგნაირად – “პროცესშია”. აუსრულებელ ოცნებებში შედიან: ჩაძირული ტიტანიკის ნახვა, ავტომობილით გადახტომა წყალში ტრამპლინიდან, შეხვედრა ხუთ იენ აშერთან, შესაძლებლობის სწავლა, რომ ნახო მკაფიო სიზმრები, 50 ათასი დოლარის ჩადება კიბოს გამოკვლევებში და საკუთარი შვილის დაბადებისას საავადმყოფოში ყოფნა. აშერი დარწმუნებულია, რომ მისი ყველა ოცნება ახდება, უბრალოდ ეს ყველაფერი დროის საკითხია.

c28c0666322f

სულიერ ჭრილობების მოშუშებაში იენს დაეხმარა საყვარელი ქალი – მო(მაურინ ბოქსა), 38 წლის კანადელი, რომელმაც იენის შესახებ შეიტყო ახალი ამბებიდან. წერილში ის მას სთავაზობდა სურვილების სიაში დაემატებინა შესაბმელი ძაღლების შეჯიბრება. იენმა მიიღო წინადადება, მაგრამ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მო გახდებოდა მისი მთელი ცხოვრების სიყვარული.

68e24c4216a9

ასეთი უცნაური ისტორია არ დარჩა ჰოლივუდელი კინემატოგრაფების ინტერესს მიღმა. უფლება იენ აშერის ცხოვრების ეკრანიზაციაზე იყიდა კომპანია Disney-მ 356 ათას დოლარათ. იენი იმედოვნებს, რომ ფილმის შექმნის პროცესში ის იქნება არამხოლოდ კონსულტანტი, არამედ ითამაშებს მცირე როლსაც.

f5b89e12901c

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button