გასართობისაკითხავი

სიყვარული და კიდევ… სისულელე


გოგო, რომელიც ყოველ დილით, კოკა-კოლის ბოთლით ხელში, კეპით, წითელი ჟაკეტით, მუქი ჯინსებით და თეთრი ბატინკებით, The beatles-ის მუსიკით ყურებში, შენს ფანჯრებთან დაღმართზე ჩარბის..
გოგო, რომელიც ყოველ დილით, სითბოთი გულში, ღიმილით თვალებში,Hello goodbye- ს ფონზე კოკა-კოლას ცარიელ ბოთლს სანაგვეში აგდებს და წიგნების მაღაზიაში შედის.
გოგო,რომელიც უღიმის ადამიანებს შენი ფანჯრიდან შენს ფანჯრამდე და მოწყენილია, როდესაც წვიმს შენს აივანზე..
გოგო, რომელსაც უყვარს შენი სახლის უკნიდან ამომავალი მზე და ბედნიერია როდესაც ხედავს მას, რადგან შეუძლია ხმამაღლა იყვიროს : Here comes the sun..
გოგო, რომელსაც შენი ქუჩის შემდეგ ერევა ყველა სხვა ქუჩა (რადგან ორიენტაციის უნარი არ აქვს..)
გოგო, რომელსაც ამჩნევენ სხვები და უღიმიან მაშინ, როდესაც მას ყურში ესმის: All we need is love ..
გოგო, რომელიც ყოველ დილით, ცრემლით თვალზე ხურდას აწვდის მოხუც ქალს,რომელიც შენი აივნის პირდაპირ,ბაღის შესასვლელთან დგას..
გოგო, რომელიც ყოველ დილით იხრება შენს აივანთან და გახსნილ თასმას იკრავს..
გოგო, რომელიც ყოველ დილით იხდის კეპს, იხსნის ყურსასმენებს და აპაუზებს mp3-ს სიტყვებზე : Help me if you can I’m feeling down.
გოგო,რომელსაც ყოველ დილით უყურებ ფარდის სიღრმიდან და უღიმი ისე, რომ ვერც გხედავს.
გოგო, რომელიც თითქოს არაფრით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ყველაზე სხვანაირია შენთვის..
და გოგო, რომელიც ახლაც, როგორც ყოველ დილით შენს ფანჯრებთან დგას ქუჩის კუთხეში ნაყიდი გვირილებით, თეთრ ბატინკზე შეხსნილი თასმით და უბოროტო, ლაღი ღიმილით – მე ვარ ..
ჩამო, კოკა-კოლა დავლიოთ … : )

ეს ისე, განწყობისთვის.. : )
………………………………………….
მამაკაცების საყურადღებოდ:
.
ქალს ნუ აატირებ!
იმიტომ რომ ღმერთი ითვლის მის ცრემლებს..
ქალი წარმოიქმნა კაცის ნეკნისგან,
არა ფეხებისგან, რომ დამცირებული ყოფილიყო..
არც თავისგან, რომ აღემატებოდეს მას,
არამედ – გვერდისგან, რომ იყოს შენს გვერდით და შენი თანასწორი.
ხელის ქვევიდან – რომ იყოს დაცული და
გულის მხრიდან – რომ იყოს საყვარელი.
…………………………………………………….

სიყვარული ალბათ ბევრს გამოუცდია, მაგრამ არ შეუგრძვნია თუ რა არის სიყვარულის სიგიჟე. საყვარელ ადამიანთან ყოველთვის მხიარულად მოყვები რაიმე სისულელეს, თუნდაც ერთხელ მაინც სიამოვნებით ამოხსნი კვადრატულ განტოლებას, მერე თითებსაც დაატოლებთ, ისე.. უბრალოდ, მიზიდულობის კანონის გახსენებას მოჰყვა. ერთხელ მაინც შეივლით ზოოპარკში მიზეზით : წინაპრები ხომ არ მოვინახულოთ? : ) ერთხელ მაინც წახვალთ კინოში და ფილმის შინაარსს საერთოდ ვერ გაიგებთ, არადა სხვა მაყურებლებთან ერთად აღფრთოვანებული დატოვებთ დარბაზს. სხვები? სხვები ფილმმა აღაფრთოვანა, შენ? შენ კი გვერდძე მჯდომმა არსებამ აგაფორიაქა.
რა იქნებოდა სიყვარული რომ არა რომანტიკა. ბევრი ქართველი მამაკაცისთვის რომანტიკა იწყება ორი ღერი ყვავილით და აქვე სამარდება, თუმცა უკვე ისე გახდა საქმე, შეყვარებული გოგონა ამაზეც ცას ეწევა სიხარულით. მერედა სად არის აქ ის სიგიჟე, ვნება და აღტყინება, რომელიც თან უნდა ახლდეს დიდ გრძნობას?! ეს ყველაფერი დაკარგულია სადღაც უსასრულო ბანალურობაში. სერიალებისა და რომანტიკული მელოდრამების გადამკიდე ქალები კი მამაკაცებისგან უფრო მეტად განიცდიან უყურადღებობას, ისინი ელიან ასეთი ბედნიერი სცენების საკუთარ ცხოვრებაში განმეორებას. მერედა რა არის ამაში ასეთი ძნელი? .. ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი.
აბა ვის რა სიგიჟე ჩაგიდენიათ შეყვარებულობის დროს და რა ოცნებები გაქვთ? : ))


Music Playlist at MixPod.com

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close