საკითხავისამხედრო

10 ქვეყანა ტანკების ყველაზე დიდი რიცხვით


10 ქვეყანა ტანკების ყველაზე დიდი შეიარაღებით.

თურქეთი: 3763 ძირითადი საბრძოლო ტანკით

თურქეთს უკავია ღირსეული ადგილი შეიარაღებული ძალების მხრივ მსოფლიოში. ქვეყნის შეიარაღებაში არის ბევრი ამერიკული და გერმანული წარმოების ტანკი, მაგალითად М48 Patton და Leopard 2A4. ძირითადი Leopard ტანკები ითვლებიან მსოფლიოში საუკეთესოებათ, ხოლო მოდიფიკაცია 2A4-ით შესაძლებელია ბრძოლის წარმოება ქალაქში. თურქეთი დაინტერესებულია ტანკისტებით, რადგან შეეძლოს წინააღმდეგობის გაწევა მილიტარიზირებული მეზობელი ქვეყნებისათვის – ირანი და სირილია.

უკრაინა: 3 784 ძირითადი საბრძოლო ტანკით

დღეს უკრაინაში არის ძალიან ცუდი სიტუაცია, რაც დაკავშირებულია შეიარაღებულ კონფლიქტთან, არაა გასაკვირი, რომ ქვეყანას სურს გაზარდოს ტანკისტების რიცხვი. ტანკების უმეტესობას შეადგენენ T-64-ის ტიპის ტანკები, რომლებიც დარჩნენ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

პაკისტანი: 4 000 ძირითადი საბრძოლო ტანკი

პაკისტანი ეს ის ერთი ქვეყანაა, სადაც ტანკების ციფრების რიცხვი ძლიერ თამაშობს, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის შეიარაღებაში არიან ტანკები. პაკისტანმა ტანკების უმეტესობა იყიდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ჩინეთისგან. პაკისტანური ტანკი Al-Zarrar შექმნილია ჩინური Type 59-ის მიხედვით, ამის გარდა ქვეყნის შეიარაღებაში არის Type 85-ის ტიპის ტანკებიც.

ეგვიპტე: 4145 ძირითადი საბრძოლო ტანკები

ეგვიპტური ტანკების უმეტესობა ამერიკული წარმოშობისაა, მაგალითად М60-2000 და М1 Abrams. სამწუხაროა, რომ ისინი აქტიურად გამოიყენეს კაიროს და სხვა ქალაქების ქუჩებში. ქვეყანა ასევე იყენებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტანკებს, მათ შორის ტანკ Ramses II-ს, რომელიც შექმნილია საბჭოთა T-54-ის მიხედვით.

სირია: 4750 ძირითადი საბრძოლო ტანკი

არაა გასაკვირი, რომ სირიის შეიარაღებაში შედის ტანკების დიდი რაოდენობა. ქვეყანა მუდმივად კონფლიქტების ზღვარზეა, ხოლო ამჟამინდელი სიტუაციის გამო მძიმე ტექნიკას სირიელები თავიანთი ხალხის – სირიელების წინააღმდეგ იყენებენ. სირიამ ტანკების უმეტესობა მიიღო რუსეთისგან, მათ შორის T-55. ტანკები T-54/55 ითვლება ყველაზე მრავალრიცხოვნად, საბჭოთა კავშირმა გამოუშვა ამ მოდელის 100 000 ეგზემპლარი 1981 წლამდე.

ჩრდილოეთ კორეა: 5 500 ძირითადი საბრძოლო ტანკი

ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ციფრებს არ უნდა დავუჯეროთ, რადგან ქვეყანა ხშირად იტყუება და იზრდის სტატისტიკას, რომ უზრუნველყოს სიძლიერე თავის მუდმივ მტერზე – სამხრეთ კორეაზე. ჩინეთი და სსრკ ამარაგებდნენ ჩრდილოეთ კორეას ტანკებით, ამასობაში კი ქვეყანამ თვითონ დაიწყო ტანკების წარმოება – Chonma-ho და P’okpoong-ho.

ინდოეთი: 5 978 ძირითადი საბრძოლო ტანკი

ყოველმა ისტორიკოსმა იცის, რომ არასოდეს არ უნდა ჩაება ომში აზიის წინააღმდეგ, მაგრამ თუკი ქვეყანა ვალდებულია ჩაებას ომში ამ უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე, მაშინ უნდა ქონდეს ტანკების დიდი მარაგი. ტანკების უმეტესობა, რომლებიც შედიან ინდოეთის შეიარაღებაში ეს არის T-72, რომელსაც აქვს გამანადგურებელი ეფექტი.

ჩინეთი: 9 000 საბრძოლო ტანკი

სტატისტიკის მიხედვით ჩინეთი არის მეორე ან მესამე ადგილზე ტანკების რაოდენობის მხრივ. შეიარაღებაში შედის Type 59, Type 96 ტიპის ტანკები და Type 99-ის ტანკების დიდი რაოდენობა. ტანკის ჯავშანი აღჭურვილია დაცვის ლაზერული სისტემებით, ხოლო თვითონ ტანკს შეუძლია განავითაროს 80კმ/სთ სიჩქარე.

აშშ: 9 125 საბრძოლო ტანკი

აშშ-ს მეზობელი ქვეყნებია კანადა და მექსიკა და ქვეყანას არ სჭირდება ტანკების რიცხვის გაზრდა, რადგან მას არავინ შემოეჭრება ხმელეთიდან. ქვეყანა ცდილობს განავითაროს სამხედრო-საზღვაო ფლოტი და საჰაერო ძალები. აშშ-ს შეიარაღებაში შედის ათასი M1 Abrams და მისი მოდიფიკაციები. აშშ-ს სატანკო მომავალი დამოკიდებულია М1А3 Abrams, რომელიც კონკურირებს სამხრეთ კორეის მაღალ დონეზე მოდერნიზებულ К2 Black Panther-თან.

რუსეთი: 22 710 ძირითადი საბრძოლო ტანკი

არაა გასაკვირი, რომ რუსეთი პირველ ადგილზე. ამხელა რიცხვი გამოწვეულია ქვეყნის საზღვრის გამო, რომლის კონტროლირებაც და დაცვაც არის საჭირო, მაგრამ საინტერესოა რისგან? ტანკების უმეტესობა დგანან დაკონსერვებულ მდგომარეობაში – T-54, T-64, ხოლო თანამედროვე T-90 მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაშია. მომავალში რუსეთი გეგმავს, რომ შექმნას დისტანციურად მართვადი ტანკები, ანუ ტანკები გადაადგილდებიან ეკიპაჟის გარეშე და მათ გააკონტროლებენ ადამიანები მოშორებით.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close