უცნაური

10 ყველაზე შთამბეჭდავი კატაკომბი

ebf6c7e49362
10 ყველაზე შთამბეჭდავი კატაკომბი.

კატაკომბი Znojmo, ჩეხეთი
f625b713d1c6
მთელ მსოფლიოში ხელით ნაკეთ მიწისქვეშა ოთახებს უწოდებენ კატაკომბებს, მიუხედავად იმისა არის თუ არა იქ ადამიანების ნარჩენები. კატაკომბები ჩეხეთში ამტკიცებენ მოცემულ ნათქვამს. მათ ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ისინი ააშენეს შუა საუკუნეებში, როგორც თავშესაფარი შემოსევების დროს და ისინი გამოიყენებოდა როგორც საკვების შესანახი ადგილი “შავი დღისთვის”. ჭები და პროდუქტების შესანახი შესაბამისი ადგილები მიანიშნებდნენ იმაზე, რომ ქალაქი შეძლებდა ავტონომიურად არსებობას ალყის დროს.

ლონდონის კატაკომბები
ad6a10814cd9
ლონდონური კატაკომბების უმეტესობა თარიღდება დედოფალ ვიქტორიას მართველობის ეპოქის დროს, როდესაც ლონდონში თავისუფლად დადიოდა მფატრავი ჯეკი და დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი. პირველი კატაკომბები გაკეთდა სასაფლოებ ვესტ ნორვუდსა და კენსალ გრინთან ახლოს. ეს მიწისქვეშა ნაგებობები განსხვავდებოდა გოთიკური და ვიქტორიანული არქიტექტურული სტილით და დიდი ისტორიული მნიშვნელობით. კიდევ ერთი კატაკომბი იქცევს ასევე მეცნიერების ყურადღებას – კამდენის კატაკომბები, რომლებიც გაკეთებულნი არიან კამდენის ბაზრის ქვემოთ.

პარიზის საქალაქო კატაკომბები
8e92671e8d7c
პარიზს ყოველთვის აქვს პასუხი ყველაფერზე რასაც აკეთებს ლონდონი. ეს ეხება კატაკომბებსაც. იმ დროს როდესაც გააკეთეს ლონდონში კატაკომბები, პარიზში ააშენეს მიწისქვეშა ოთახები მიცვალებულების დასაფლავებლად. 6 მილიონზე მეტი ადამიანი არის მიწისქვეშ დასაფლავებული. ძველი სასაფლაოების დასათვალიერებლად კარი ღიაა ტურისტებისთვის, თუკი მათი ნახვის მიზეზი არ არის ვანდალიზმი, როგორც ეს იყო 2009 წელს. როგორც ლონდონის კატაკომბებში აქაც არის ბევრი სხვადასხვანაირი გამოქვაბული – მთელი “მიწისქვეშა პარიზი”.

წმინდა ფრანცისკის მონასტერი, ლიმა
afe0662dd2c9
წმინდა ფრანცისკის ეკლესიის და მონასტრის კომპლექსის მშენებლობა დასრულდა 1774 წელს. მან გაუძლო დროის გამოცდას და მხოლოდ მცირედით დაზიანდა მიწისძვრის შედეგად 1970 წელს. მოცემული კომპლექსის კატაკომბები გამოიყენებოდა ლიმას გარდაცვლილების დასაკრძალებლად 1803 წლამდე. დღეს ეს ადგილი არის ტურისტული ობიექტი, ნებისმიერს შეუძლია იაროს გამოქვაბულებში და უყურონ ჩონჩხებს. კატაკომბებში არის 70 000 ძვალი. მეორე მსოფლიო ომის დროს კატაკომბები დაიკარგა, მაგრამ 1943 წელს გათხრების შედეგად კვლავ აღმოაჩინეს.

ქალაქ რაბათი კატაკომბები, მალტა
94c7589471c5
იტალიის შორეულ სამხრეთში, ხმელთაშუაზღვის ცენტრში მდებარეობს კუნძული სახელწოდებით მალტა. მასზე მდებარეობს ქალაქი რაბათი, რომელიც ცნობილია თავისი მიწისქვეშა ლაბირინთებით და გამოქვაბულებით. ამ პატარა ქალაქში ცხოვრობს 7 000 ადამიანი, ოდესღაც ეს ტერიტორია ეკუთვნოდა რომის იმპერიას, რომლის გავლენამაც იქონია არქიტექტურულ სტილზეც. ტურისტების დიდ ინტერეს იპყრობს წმინდა პავლეს და აგატეს კატაკომბები.

კატაკომბები ქალაქ ჰუდა იამაში, სლოვენია
c59be05d899d
მეოცე საუკუნე ცნობილია მასიური მკვლელობებით აღმოსავლეთ ევროპაში როგორც ფაშისტების მხრიდან, ასევე კომუნისტების მხრიდანაც, ამიტომაც ნაპოვნი იქნა ბევრი სამარხი, მათ შორის კატაკომბები ქალაქ ჰუდა იამაში. ქალაქი ძლიერ დაშავდა მეორე მსოფლიო ომის დროს. დღემდე შემორჩა მაღაროები, სადაც იმალებოდნენ იუგოსლავიელი პარტიზანები, ანტიფაშისტური მოძრაობის მოწინააღმდეგეები. ომის დასრულების შემდეგ ნაპოვნი იქნა მასიური სამარხი 700 მოკლულით სახელად Barbara Pit. სამარხის გულდასმითი გამოკვლევა დაიწყო 2009 წელს და გაირკვა, რომ მიცვალებულები ხაფანგში მოაქციეს და შემდეგ მოწამლეს. მოცემულ კატაკომბებს ტურიზმთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

საკრამენტოს სააბატო, ესპანეთი
f51427e23bba
საკრამენტოს სააბატო აშენებულია 1600 წელს და მდებარეობს პატარა ქალაქის გორაკზე. მისი კატაკომბების ისტორია სრულიად არ არის შესწავლილი, მაგრამ დადის ლეგენდა, რომ კატაკომბში იმპერატორ ნერონის მმართველობის დროს ცოცხლად დაწვეს წმინდა ცეცილია.

შტეფანსდომი, ავსტრია
d97590030a97
ავსტრია ეს არის ადგილი სადაც ტურისტები მიდიან ლუდის დასალევად და გერმანული კულტურის შეცნობისთვის. როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში ავსტრიაშიც არის რომაული იმპერიის დროს აშენებული ნაგებობები. ერთ-ერთი მათგანი არის შტეფანსდომი, რომელიც აშენდა 14-ე საუკუნეში და ტაძარში, ისევე როგორც კატაკომბებში დასაფლავებულნი არიან ცნობილი და ჩვეულებრივი ადამიანები. დასაფლავებულებს შორის შეიძლება გამოვყოთ ფრედერიც მშვიდობისმოყვარე, რომელიც მართავდა გერმანიას და რომელიც აკურთხა რომის საღვთო იმპერიამ 1492 წელ. რამდენჯერმე ტაძარი მოყვა სროლის ეპიცენტრში მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ ტაძარი კვლავაც აღადგინეს და ეხლა უკვე ვენის დათვალიერებისას შეგიძლიათ დაათვალიეროთ ეს სილამაზე.

კომ-აშ-შუკაფის კატაკომბები, ეგვიპტე
1506c6f05a3c
შეცდომა იქნება თუკი ეგვიპტეს გამოვტოვებ, ქვეყანას სადაც ტურისტები მიდიან, რომ დაათვალიერონ პირამიდები, ნამარხები, სფინქსი და ბევრი სხვა. კომ-აშ-შუკაფი ცნობილია უნიკალური ნეკროპოლებით, უძველესი ნამარხებით, ლაბირინთებით და გამოქვაბულებით. მოგზაურობისას კატაკომბებში შეიძლება მიიღოთ ფასეული ცონდა კულტურის განვითარებაზე, დაწყებული უძველესი საბერძნეთიდან, ელინებიდან და ალექსანდრ მაკედონელიდან დამთავრებული რომის იმპერიის პერიოდით. ყველაზე ცნობილი ისტორია, რომელიც დაკავშირებულია ამ ადგილთან არის კარაკალის დარბაზებზე. ადამიანების ძვლები, რომლებიც იქ აღმოაჩინეს მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი ეკუთვნოდათ ქრისტიანებს, რომლებიც დახოცე იმპერატორ კარაკალის მართველობის დრო ძვ.წ. 200 წელს.

რომის კატაკომბები
c4eacd764cca
იტალიურ კატაკომბებზე საუბრისას, იქნება ეს პროფესიონალური თუ სამოყვარულო თვალსაზრისით გონებაში მაშინვე მოდის ნეაპოლი და რომი. უკანასკნელი სრულიად არის განთავსებული კატაკომბების, მიწისქვეშეთების და გამოქვაბულების ზემოთ. ებრაული კატაკომბებიდან ქრისტიანების გამოქვაბულებამდე ბევრი მიწისქვეშა ნაგებობა შენდებოდა იესო ქრისტეს გამოჩენამდე მიწაზე და გამოჩენის შემდეგაც. რომაული მაგალითები ამტკიცებენ იმ პერიოდს. ისინი ააშენეს ქრისტიანებმა, როგორც ადგილი სადაც თავს დაიცავდნენ რომაელების დევნისგან. კატაკომბების უმეტესობა ვერ გადარჩა, ხოლო უმეტესობა ჯერაც შესასწავლია. კამოდილას რაიონის ერთ-ერთ კატაკომბში არის იესო ქრისტეს უძველესი ფრესკა წვერით.

მსგავსი ამბები

Back to top button