9 უცნაური ტყე
9 უცნაური ტყე.
ტყე ჩრდილოეთ სენტინელის კუნძულზე
ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული არის ერთ-ერთი ამანდანის კუნძულთაგან და მდებარეობს ბენგალის ყურეში. მისი ფართობი შეადგენს 72 კვადრატულ კილომეტრს და თითქმის სრულიად დაფარულია საუკუნოვანი ხეებით. ჩრდილოეთ სენტინელის კუნძული არის სენტინელების სამშობლო, აბორიგენები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და მათი რაოდენობა შეადგენს 350-დან 400-მდე ადამიანს. ისინი ერიდებიან კონტაქტს სხვა ადამიანებთან და ურთიერთობენ მხოლოდ თავიანთი ცივილიზაციის წარმომადგენლებთან.
ჟღალი ტყე
ჟღალი ტყე ეს არის დაახლოებით 10 კვადრატული კილომეტრი ხეები, რომლებიც მდებარეობდნენ ჩერნობილის ატომურ სადგურთან ძალიან ახლოს და მიიღეს რადიოაქტიური დასხივება რეაქტორის აფეთქებისას 1986 წელს. რადიაციის დიდმა დოზამ გამოიწვია ხეების სიკვდილი და მათი წითელ ფერად შეღებვა. ამის გარდა ღამით ჩანდა მკვდარი ხეების ნათება. დეზაქტივაციის სამუშაოების დროს ტყე გაანადგურეს ბულდოზერებით და დამარხეს. დღეს წითელი ტყე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ რაიონათ. რადიაციის 90% კონცენტრირებულია ნიადაგში.
ჩესტნათ ჰილსი
წაბლის ხის ლპობა არის გამანადგურებელი დაავადება, რომელმაც მოიცვა ამერიკული წაბლი და გამოიწვია ტყეების მასიური განადგურება. წაბლის ტყეების ყველაზე დიდი რაოდენობა რაც კი დარჩა ამერიკაში მდებარეობს ვესტ სალემთან ახლოს. აქ იზრდება დაახლოებით 25 000 წაბლი. ტყის ფართობი შეადგენს დაახლოებით 2,4 ჰას. 1987 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს პარაზიტი-სოკოები, რომლებიც იწვევენ ლპობას. დღეს სპეციალისტები ცდილობენ ტყის გადარჩენას.
ხეების ზღვა
აოკიგაჰარა – ტყე მთა ფუძისთან იაპონურ კუნძულზე ჰონსიუ. საერთო ფართობი შეადგენს 35 კვადრატულ კილომეტრს. ტყის რელიები მოიცავს ბევრ კლდოვან გამოქვაბულებს, ხოლო ტყის და ბარის სიმჭიდროვე ახდენს გარშემო ყველაფრის სრულ ჩახშობას და წარმოიქმნება სიწყნარე. ეს ადგილი ცნობილია ორი მიზეზის გამო: ლამაზი ხედის და თვითმკვლელობების გამო. სუიციდების სტატისტიკა არ იწერება, მაგრამ 2004 წლისთვის აქ უკვე ნაპოვნი იყო 108 გვამი. ახალი სუიციდებისგან თავის ასარიდებლად გაკეთებულია განცხადებები და დაყენებულია ვიდეოკამერები.
ტრილემარკ-როლაგსფიელის ტყე
ტრილემარკ-როლაგსფიელის ნაკრძალი ნორვეგიაში. ის შეიქმნა 2002 წლის 13 დეკემბერს. ტრილემარკ-როლაგსფიელში დაცულია ნორვეგიის გარეული სამყარო. აქ არის 93 სახეობა, რომლებსაც ემუქრებათ გაქრობა.
მუქი ტყე
ერთ დროს აქ მდებარეობდა პატარა დასახლება დადლითაუნი. დღეს მისი სახელია ქალაქი-მოჩვენება. აქ დიდიხანია აღარავინ ცხოვროს და ამბობენ, რომ ეს ადგილი დაწყევლილია. ამ ადგილას მცხოვრებებმა ნახეს ბევრი ხილვა, აუხსნელი მკვლელობები და მასიური სუიციდები. ხშირად იკარგებოდა შინაური ცხოველი. დღეს მუქ ტყეს და დადლითაუნის ნანგრევებს იცავენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც პატრულირებენ და აპატიმრებენ ნებისმიერს, ვინც კი გაბედავს და ახლო-მახლო გაივლის.
არდენი
არდენი, ან არდენის მთები – მთოვანი სისტემა საფრანგეთში, ბელგიაში და ლუქსემბურგში. არდენი მდებარეობს მდინარეებ მაასის, მოზელის და სამბრას ხეობებს შორის. არდენი დაფარულია არყის, ნაძვის და მუხის ტყეებით. არდენის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობის გამო ამ რაიონში ხშირად მიმდინარეობდა ბრძოლები პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს. დღეს მთების სილამაზემ და აქტიური დასვენების შესაძლებლობებმა აქცია არდენი პოპულარულ ტურისტულ ცენტრად.
ჰოია-ბაჩიუ
ეს ტყე მდებარეობს ქალაქ კლუჟ-ნაპოკასთან ახლოს, რუმინეთში. ადგილობრივების თქმით ეს არის რუმინული ბერმუდის სამკუთხედი. თვით ტყეს ასეთი სახელწოდება ეწოდა მწყემსის გამო, რომელიც დაიკარგა ტყეში 200 ცხვართან ერთად. ადგილობრივ მოსახლეობას აქ სიარულის ეშინია, ხოლო ვინც კი გაბედავს ამბობს, რომ გრძნობს ფიზიკურ ტკივილებს, თავბრუსხვევას, გულისრევას, დამწვრობებს, ნაკაწრებს და სხვა უცნაურ გრძნობებს, ასევე ტყის შიგნით შეიძლება ნახოთ იდუმალი მანათობელი წრეები, რომლებიც სითბოს არ ასხივებენ. ზოგიერთ ადამიანს ვინც კი შედის ტყეში ახსენდებათ ძველი გასეირნებები ტყეში, მაგრამ როდესაც გამოდიან მაშინვე ივიწყებენ.
ვუდის უძველესი ტყე
2012 წლის თებერვალში მეცნიერებმა ჩრდილოეთ ჩინეთიდან განაცხადეს, რომ დაასრულეს უძველესი ტყის რესტავრაცია, რომელიც დაფარული იყო ვულკანის ნაცრით ვუდიში. მეცნიერებმა აღადგინეს 3048 კვადრატული მეტრი ტყე. მათ აღმოაჩინეს ბევრი მცენარის თესლი, რომლებიც ადრე მიიჩნეოდნენ გამქრალებად, მაგრამ ცხოველების ვერანაირი ნიშანი ვერ იქნა ნაპოვნი.