გამოგონებასაკითხავისამხედრო

10 აეროკოსმოსური მეგა პროექტი


10 აეროკოსმოსური მეგა პროექტი.

Rockwell B-1 Lancer

Rockwell B-1 Lancer – ეს არის ოთხძრავიანი, ზეხმოვანი, რეაქტიული ბომბდამშენი, რომელსაც იყენებენ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებში. პირველად ის წარადგინეს 1960-იან წლებში, როგორც ზეხმოვანი თვითმფრინავი М 2 ფრენის სიჩქარით და რომელიც გამოიგონეს Boeng В-52 “Stratofortress”-ის შესაცვლელად. მოგვიანებით თვითმფრინავი მოდერნიზდა და შეიქმნა მოდელი В-1В M 1,25 სიჩქარით და ფრენის დიდი მანძილის შესაძლებლობით. ის ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ექსპლუატაციაში ჩაეშვა 1986 წელს, როგორც ბირთვული ბომბის გადამზიდი.

Saab JAS 39 Gripen

თვითმფრინავი Saab JAS 39 Gripen – ეს არის სუპერმსუბუქი ერთმოტორიანი მრავალფუნქციონალური გამანადგურებელი, რომელიც გამოუშვა შვედურმა აეროკოსმოსურმა კომპანია Saab-მა 1978 წელს. პროექტი დაჯდა 19 მილიარდი დოლარი.

Eurofighter Typhoon

Eurofighter Typhoon ეს არის მრავალმიზნოვანი გამანადგურებელი ორკონტურიანი ძრავით და სამკუთხა ფრთით. ის შეიქმნა და გამოიშვა სამი სხვადასხვა კომპანიის – Alenia Aeronautica, BAE Systems და EADS კონსორციუმის შედეგად, რომლებმაც 1986 წელს დაარსეს ჰოლდინგი სახელწოდებით Eurofighter GmbH.

Туполев Ту-144

Ту-144 – ეს არის პირველი სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც გამოუშვა რუსულმა მწარმოებელმა კომპანია “Туполев”-მა. თვითმფრინავის პროტოტიპი პირველად ჰაერში გაფრინდა 1968 წლის დეკემბერში, თვითმფრინავ Concorde-ს გაფრენამდე ორი თვით ადრე და ექსპლუატაციაში ჩაეშვა 1970 წელს. თვითმფრინავი Ty-144 იყო ერთ-ერთი პირველი კომერციული თვითმფრინავი სამუხრუჭე პარაშუტით.

Concorde

Concorde – ეს არის ანგლო-ფრანგული ზეხმოვანი სამგაზვრო თვითმფრინავი, რომელიც გამოუშვეს ფრანგულმა კომპანია Aerospatiale-მ და ინგლისურმა კორპორაციამ Aircraft Corporation. პირველად ის გაფრინდა 1969 წელს, ხოლო ექსპლუატაციაში მიიღეს 1976 წელს და ასრულებდა კომერციულ რეისებს 27 წლის მანძილზე.

Lockheed Martin F-22 Raptor

F-22 ეს არის ერთადგილიანი, მეხუთე თაობის, ორკონტურუიანი ძრავის მქონე გამანადგურებელი, რომელიც გამოუშვა კომპანია Lockheed Martin-მა, ის იყენებდა ტექნოლოგია სტელსს. თვითმფრინავი შექმნილია როგორც გამანადგურებელი ჰაერის დაპყრობისთვის, მაგრამ მას აქვს დამატებითი შესაძლებლობები, რომლებიც გულისხმობენ შეტევას მიწაზე – ბრძოლის წარმოების რადიოელექტრონული სტილი და გარჩევადობის სისტემა.

Boeing B-52 Stratofortress

Boeng B-52 Stratofortress – ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო თვითმფრინავი მსოფლიოში. ბომბდამშენი B-52 შექმნა კომპანია Boeing-მა და ექსპლუატაციაში მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებმა 1950-იან წლებში. მას შეუძლია გადაიტანოს 32 ტონამდე ტყვიაწამალი. პირველად თვითმფრინავი ჰაერში გაფრინდა 1952 წელს და მის ექსპლუტირებას გეგმავენ 2040 წლამდე – თითქმის 90 წელი.

Northrop Grumman B-2 Spirit

Northrop Grumman B-2 Spirit არის უნიკალური ორადგილიანი, მძლავრი, სტელს თვითმფრინავი და განკუთვნილია ანტისაჰაერო თავდაცვის განადგურებისათვის. თვითმფრინავი აღჭურვილია ერთდროულად ატომური და ჩვეულებრივი ტყვიაწამლით და შეუძლია ჰაერში აიტანოს 230 კილოგრამიანი თვითდამიზნებადი JDAM GPS-ის კლასის ბომბი ან 1 100 კილოგრამი B83 კლასის ბირთვული ბომბი. B-2-ის მოდელი არის ერთადერთი თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ჰაერი-მიწის კლასის მძიმე შეიარაღება სტელს კონფიგურაციაში.

Airbus A380

Airbus A380 შთაბეჭდილებას ახდენ თავისი ზომები გამო და ისმის კითხვა, შეუძლია თუ არა მას ჰაერში ფრენა? ეს არის ყველაზე დიდი რეაქტიული თვითმფრინავი, იმდენად დიდი, რომ აუცილებელია აეროპორტების რეკონტრუქცია ის, რომ მიიღონ. მას შეუძლია ბორტზე მიიღოს მგზავრების და ტვირთის ყველაზე დიდი რაოდენობა, თან ითხოვს ნაკლებ საწვავს და უფრო ნაკლებად ხმაურიანია. მოდელმა A-380-მა თავისი პირველი გაფრენა შეასრულა 2005 წლის აპრილში, ხოლო 2007 წლის ოქტომბერში ექსპლუატაციაში მიიღეს სინგაპურის ავიახაზებმა.

Антонов Ан-225 “Мрия”

Антонов Ан-225 “Мрия” არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძიმე თვითმფრინავი, მას შეუძლია 640 ტონამდე ტვირთის ატანა ჰაერში. თვითმფრინავი აღჭურვილია ექვსტურბინიანი ძრავით. ის შეიქმნა რუსული კოსმოსური შათლის “ბურანის” გადასატანად კიევში 1980 წელს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close