არქივი

15 უცნაური გეოგრაფიული ფაქტი

78a109ddf116
15 უცნაური გეოგრაფიული ფაქტი.

1-5
მეორე ყველაზე გრძელი გეოგრაფიული სახელწოდება მსოფლიოში არის – 1.Taumatawhakatangihangak oauauotamateaturipukaka pikimaungahoronukupokaiwhe nua kitanatahu (85 ასო), რომელიც ქვია გორაკს ახალ ზელანდიაში და მაორის ენაზე ნიშნავს “ადგილი სადაც ტამატეია, კაცი დიდი მუხლებით, რომელიც დაგორდა, წამოდგა და შთანთქა მთები, შემდეგ ცნობილი გახდა როგორც მთების მშთანთქმელი, ის უკრავდა ფლეიტაზე თავისი სიყვარულისთვის”. 2.ლესოტო, ვატიკანი და სან-მარინო ერთადერთი ქვეყნებია, რომლებიც სრულიად შემოსაზღვრულები არიან სხვა ერთი ქვეყნის მიერ. ლესოტო მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ხოლო ვატიკანი და სან-მარინო იტალიაში. 3.Llanfairpwllgwyngyllgogerychwyrndrobwyll llantysiliogogogoch – სოფლიოს ყველაზე გრძელი დასახელება, ეს სოფელი მდებარეობს უელსში. 4.ადგილმდებარეობის ყველაზე პატარა სახელწოდება არის Å, სოფელი შვედეთში და ნორვეგიაში. სკანდინავიურ ენაზე Å ნიშნავს მდინარეს. 5. ვატიკანი არის მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყანა, მისი ფართობი შეადგენს 40ჰას. ეს საშუალო ზომის ქალაქზე პატარაა.

6-10
ყველაზე დიდი ფართობის ქალაქი არის ჰულუნ-ბუირი შიდა მონღოლეთის რაიონში – ჩინეთში, რომელიც იკავებს 263 953 კვადრატულ კილომეტრს. 7. ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა ლიბიაში – 57,7 გრადუსი ცელსიუსით, ხოლო ყველაზე დაბალი -89,2 გრადუსი ცელსიუსით ანტარქტიდაზე სადგურ ვოსტოკზე. 8. სან-მარინო ითლვება მსოფლიოში ყველაზე ძველ კონსტიტუციონალურ რესპუბლიკად, ის დაარსდა 301 წელს, როდესაც მშენებელი გაექცა იმპერატორ დიოკლეტიანეს, ხოლო სან-მარინოს კონსტიტუცია მიღებულია 1600 წელს და ითვლება ყველაზე ძველად. 9. ევერესტი შეიძლება არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი, მაგრამ მთვარესთან ყველაზე ახლოს არის ჩილეს მთა. 10. ამერიკის ყველაზე ჩრდილოეთში, აღმოსავლეთში და დასავლეთში მდებარე შტატი არის ალიასკა. ეს ერთადერთია შტატია, რომელიც შედის აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, რაც ხდის მას ერთდროულად აღმოსავლეთ და დასავლეთ შტატად.

11-15
11. შუა-ატლანტიკური ქედი არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი მთოვანი ჯაჭვი(40 000კმ). ის მდებარეობს ატლანტის ოკეანის შუაში. ისლანდია არის ამ ქედის ერთადერთი შემადგენელი ნაწილი, ქედი მდებარეობს წყლის ქვეშ. ანდები ქმნიან ყველაზე გრძელ მთოვან ჯაჭვს(7000კმ), მაგრამ მხოლოდ მიწაზე. 12. მთა ჩირჩეო მდებარეობს იტალიის დასავლეთ სანაპიროზე, მას ერთდროს ეწოდებოდა Aeaea. მითოლოგიის თანახმად ეს იყო კირკეს ეშმაკების სახლი. 13. მყინვარები შეადგენენ პლანეტის მტკნარი წყლების 70-80%. 14. 1811-1812 წლებში სამმა მიწისძვრამ აიძულა მდინარე მისისიპი შეეცვალა დინების მიმართულება. 15. ყველაზე ღრმა ხელოვნური ჭაბურღილი მდებარეობს რუსეთში, მისი სიღრმე შეადგენს 12 261 მეტრს. ეს ჭაბურღილი გაკეთდა სამეცნიერო კვლევებისთვის და აღმოჩენილი იქნა რამდენიმე მოულოდნელი სიურპრიზი.

მსგავსი ამბები

Back to top button