გამოგონებასაკითხავისასარგებლო

კაცობრიობის 10 აღმოჩენა

კაცობრიობის 10 აღმოჩენა.

ანესთეზია, 1842
ძველ დროში ადამიანს უკვე ქონდა ნივთიერებები რომლებიც აყუჩებდნენ ტკივილს, მაგრამ ქირურგიაში მათი გამოყენება დაიწყეს მხოლოდ მე-19 საუკუნეში. მანამდე ოპერაციებს ატარებდნენ ყასაბები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ყველაფერი მოემთავრებინათ სწრაფად, ხოლო პაციენტი კი ამ დროს იყო გონებაზე. პაციენტი ყვიროდა და ხშირად კვდებოდა სისხლის დაკარგვისგან. ტრადიციულად რამდენიმე ადამიანი აკავებდა პაციენტს, როდესაც ქირურგი აჭრიდა დაზიანებულ კიდურს. საბოლოოდ ოპერაცია მთავრდებოდა სიკვდილით. ანესთეზიის ხმარებამ უფლება მისცა ექიმებს უფრო უკეთესად გაეკეთებინათ თავიანთი საქმე და გაეგოთ თუ როგორ გაეჩერებინათ სისხლის დენა ფრთხილად, ასევე დაიწყეს უფრო რთული და დელიკატური ოპერაციების გაკეთება.

პენიცილინი, 1928
1928 წელს ალექსანდრ ფლემინგმა აჩვენა, რომ სოკო Penicillium notatum შეიძლება გაზარდო განსაკუთრებულად, ისე, რომ მან გამოყოს ნივთიერება სახელწოდებით პენცილინი. ამ ნივთიერებას შეეძლო მოეკლა ბევრი ცუდი ბაქტერია, განსაკუთრებით სიფილისი. ფაქტიურად მანამდე ადამიანებმა დაიწყეს მსგავსი სოკოების გამოყენება დაავადებების განკურნებისთვი, მაგრამ არასოდეს არ მიდგომიან ამ საკითხს სისტემატიურად, სამეცნიერო თვალსაზრისით. განუკურნებელი სენების დამარცხება შესაძლებელი გახდა. დღეს ჩვენ ვიყენებთ ანტიბიოტიკებს, რომლებიც შორეული აღმოჩენების შთამომავლები არიან.

მწვანე რევოლუცია, 1940-იანები 1970-იანები
1940-იან წლებში შიმშილი გახდა ჩვეულებრივი მოვლენა. მწვანე რევოლუციის მამამ დოქტორმა ნორმან ბორლოუგმა, შეისწავლა მცენარეების გენეტიკა და გამოიყვანა ხორბლის ბევრი მაღალეფექტოვანი ასორტები. შემდეგ გააუმჯობესეს ბრინჯი და ბევრი საკვები პროდუქტი. წარმოება აფრიკაში და ინდოეთში გაორმაგდა, ხოლო შიმშილი აღარ იყო ადამიანების ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ექიმ ბორლოუგის წყალობით დღეს დედამიწაზე შეიძლება გამოკვებო მილიარდობით ადამიანი. შეიძლება ბორლოუგმა ყველაზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა დედამიწაზე.

ორთქლის მანქანა, 1750
ორთქლის მანქანას აქვს რამდენიმე ათასწლოვანი ისტორია, ის არ გამოიყენებოდა ფართოდ ინდუსტრიულ რევოლუციამდე. ასე დაიწყო პროდუქტების მასიური წარმოება და მათი გადატანა ძრავის გავრცელების წყალობით. ეს პირველი ძრავაა, რომელსაც იყენებდნენ თითქმის მთელ მსოფლიოში და ის დღესაც ითვლება ენერგიის მთავარ წყაროდ დედამიწაზე: ელექტროენერგიის 90% იღებენ ორთქლისგან. ორთქლის ძრავის შემდეგ წარმოიშვა კაპიტალიზმიც. ელექტრონული სინათლე, ხომალდებით გადაადგილება, ტექსტილი, ქიმიკატები და მინების წარმოება გადავიდა ახალ დონეზე. დღეს ვინც ცხოვრობს ელექტროენერგიის გარეშე იყენებს პროდუქტებს, რომლებიც გაკეთებული ძრავისგან.

ამოთხრადი საწვავი, 5000 წლის წინ
ამოთხრად საწვავს იყენებდნენ უძველესი ცივილიზაციები სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგრამ არასოდეს ჰქონია ფართო მასშტაბები. შუა საუკუნეებში მჭდლებმა დაიწყეს ქვანახშირის გაძლიერებული მოპოვება, რომელიც ძლიერ გამოიყენებოდა ინდუსტრიული რევოლუციის დროს. ამოთხრადი საწვავი ძლიერ იყო დაკავშირებული ორთქლის მანქანასთან და ითვლებოდა ენერგიის ძლიერ წყაროდ. ქვანახშირი ეს არის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საწვავი, თუმცა გამოიყენება სხვა სახეობებიც, მაგალითად ნავთობი და გაზი.

ავტომობილი, 1885
ორთქლის ენერგიის გამოყენებამ და დიდი სატრანსპორტო საშუალებების გავრცელებამ ბიძგი მისცა უფრო დელიკატური მანქანაების გამოყენებას. გადაადგილების პირადი საშუალება გახდა ბევრის ოცნება. გაჩნდა ზოგიერთი პროტოტიპი, მაგრამ სხვადასხვა პრობლემების გამო ისინი ვერ გავრცელდნენ. როდესაც გამოიგონეს შიდა წვის ძრავა, ის გამოიყენეს ავტომობილებისთვისაც. ტექნოლოგიები ვერ განვითარდა დიდი წარმატებით, სანამ 1885 წელს კარლ ბენცმა არ შექმნა პირველი თანამედროვე ავტომობილი. ეტაპობრივად ცნობილი გახდა ამ მანქანებისგან სარგებელი და მათი წარმოება გაიზარდა. დღეს გზებზე დადის მილიარდზე მეტი ავტომობილი.

თვითმფრინავები, 1903
როდესაც ადამიანი უყურებდა ფრინველებს ჰაერში, ის იდგა მიწაზე. იქმნებოდა საჰაერო პლანერები, მაგრამ ისინი ვერ უძლებდნენ ადამიანის წონა. პირველი პლანერი რომელსაც ეს შეეძლო გამოიგონეს 1853 წელს. ამის შემდეგ თვითმფრინავების დიზაინი ძლიერ შეიძლება, მაგრამ ძრავა და ფორმა შეუცვლელია.

ტელეკომუნიკაციები, 1839
ინტერკონტინენტალური მოგზაურობის გამოჩენის შემდეგ ურთიერთობა შორეულ მანძილზე ჩვეულებრივი საქმე გახდა. ელექტროობის აღმოჩენის შემდეგ ხელმისაწვდომი გახდა ტელეგრაფი მორზეს ანბანით. შემდეგ ტელეგრაფი გადაიქცა ტელეფონათ და ხალხს შეეძლო ესაუბრა ერთმანეთთან დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან. კომუნიკაციამ დააჩქარა ბიზნების განვითარება და შეიცვალა ომის წარმოების შესაძლებლობები, ხოლო შეიცვალა ჩვენი ცხოვრების სტანდარტები.

გენეტიკური მოდიფიკაცია, 1973
აი ამან მისცა ექიმ ბორლოუგს შესაძლებლობა შეექმნა ხორბლის ახალი ასორტები. იმის გაგებამ, რომ მემკვიდრეობითი ნიშნები ყოველთვის ყველაფერს მოყვება. ბავშვები გვანან მშობლებს. გენებით პირდაპირი მანიპულაციები დაიწყო 1973 წელს. ზოგიერთ წამალს და სხვა ნივთიერებებს, რომლებსაც იყენებენ დღეს ღებულობენ ბაქტერიების გარდაქმნით. ინსულინი, ვაქცინები, მუტლივიტამინები და ყველა სახეობის ანტიბიოტიკი მიიღება პირდაპირ გენეტიკური მანიპულაციის შედეგად.

კომპიუტერები, 1936
წარსულში მათემატიკური დათვლებისთვის იყენებდნენ ათასგვარ ინსტრუმენტებს. პირველი მანქანა, რომელსაც შეეძლო ინფორმაციის შენახვა და 4 საბაზო არითმეტიკული ოპერაციების გაკეთება გამოიგონა ჩარლზ ბებეჟდმა და იყო მექანიკური. მომდევნო გარღვევა გააკეთა ჯოზეფ ჯევორდმა. აზრობრივად თანამედროვე ელექტრონული კომპიუტერი გამოიგონა ალან ტორინგმა და გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების კოდების გაშიფრისთვის. ესენი იყვნენ უზარმაზარი, ოთახის ზომის მანქანები, მაგრამ ეტაპობრივად შემცირდა მათი ზომა. დღეს კომპიუტერს იყენებენ საათებში, მანქანებში, ტელევიზორებში, ტელეფონებში და თითქმის ყველაფერში.

მსგავსი ამბები

Close
Close