არქივი

ადამიანების მოკვლის ყველაზე საშინელი შესაძლებლობები ცხოეველების მიერ

f74c6fff92a8
ადამიანების მოკვლის ყველაზე საშინელი შესაძლებლობები ცხოეველების მიერ.

სიკვდილი ელექტრონული დარტყმისგან. ელექტრონული გველთევზა
f74c6fff92a8
ესენი არიან გრძელი თევზები, რომლებიც ბინადრობენ ამაზონიის და ორინოკოს მდინარეებში. ეს არის სამხრეთ ამერიკის მდინარეების ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბინადარი. დენის წარმოსაქმნელად მათ აქვთ არა ერთი, არამედ სამი ორგანო. ამბობენ, რომ ადამიანების გაუჩინარების ბევრი აუხსნელი მოვლენა უკავშირდება სწორედ, რომ ამ თევზებს. ელექტრონული გველთევზა იკვებება თევზებით, კიბოსნაირებით და ა.შ.

მოხრჩობა/შეკუმშვა, პითონი
461ff8ef6183
პითონები არ არიან შხამიანები, მაგრამ მათ აქვთ ძალიან დიდი კბილები, ეს გველი კლავს მსხვერპლს შეკუმშვით. ყოველჯერზე როდესაც მსხვერპლი ცდილობს ამოისუნთქუს, ის უფრო უჭერს მას. ის იმდენად მაგარია, რომ სისხლი წყვეტს მოძრაობას ძარღვებში. ხშირ შემთხვევაში სიკვდილი მოდის გულის გაჩერებით და არა მოგუდვით.

დახრჩობა და დანაწევრება, ნიანგები
2a530d20b8df
ნიანგები ყოველ წელს უფრო მეტ ადამიანს კლავენ. იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ მსხვერპლს, ნიანგები იყენებენ იყენებენ კბილებს, ისინი კბილებს ჩაავლებენ მსხვერპლს, მიათრევენ წყალში და იწყებენ მის გარშემო სიარულს და გლეჯენ მსხვერპლს ნაწილებად. ყველაზე საშინელი არის ის, რომ ნიანგებს არ აინტერესებთ ცოცხალია თუ მკვდარი მსხვერპლი, როდესაც ისინი ჭამას იწყებენ.

ნაკბენი თავში, იაგუარი
078a66f0dc06
დიდი კატები უმეტეს შემთხვევაში კლავენ მსხვერპლს მოგუდვით, მაგრამ იაგუარი ეს ცალკეული შემთხვევაა. ეს ცნობილი ცხოველი ცხოვრობს მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. იაგუარი იშვიათად გუდავს თავის მსხვერპლს, მაგრამ ხშირად ის იშველიებს უფრო სწრაფ მეთოდს. მტაცებელი უბრალოდ კბენს თავისქალაქს და აღწევს ტვინამდე და ადამიანი მალევე კვდება, ამისათვის კატას აქვს ძალიან გრძელი ეშვები და მძლავრი ყბები.

გიგანტური ფრინველის შეტევა, კაზუირი
473c675a95e2
ამ სიაში კაზუიერები ერთადერთი ფრინველები არიან. ბუებსაც შეუძლიათ, რომ თვალები ამოჩიჩქნონ მიზანს, მაგრამ ეს ფრინველები უფრო მშვიდობიანები არიან, სანამ თქვენ არ გააკეთებთ რაიმე სულელურს. კაზუირები ერიდებიან კონფლიქტებს, მაგრამ მამლები არიან განწყობილნი მეომრულად და აგრესიულად. მათ აქვთ უზარმაზარი ხანჯლის მსგავსი ბრჭყალები ორივე ფეხზე. კაზუირი ახტება მსხვერპლს ჰაერში და აყენებს სერიოზულ ჭრილობებს.

სახის გაძრობა, ტუჩა დათვი
ceb9f6956a01
ტუჩა დათვი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებადცნობილი დათვების სახეობაა. ისინი ბინადრობენ ინდოეთში და შრი-ლანკაში, სადაც ადგილობრივებს მათი უფრო მეტად ეშინიათ ვიდრე გველების და ვეფხვების. მონაცემების მიხედვით ინდოეთში ეს დათვები კლავენ კვირაში ერთ ადამიანს და ხშირად ამას აკეთებენ ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე. დათვები იკვებებიან ჭიანჭველებით და იშვიათად ჭამენ ხორცს, მაგრამ ალბათ ადამიანები არ მოსწონთ. თავიანთი კბილებით და ბრჭყალებით ისინი სახეს აძრობენ მსხვერპლს, ხოლო ისინი ვინც გაურბიან მათ რჩებიან ძლიერ დასახიჩრებულები.

Dorylus(ლათ.)
e6ceb3281508
ჭიანჭველების ეს აფრიკული სახეობა ერთადერთი ცნობილი მწერია, რომელიც ესხმის თავს ადამიანს და ჭამს. ეს ჭიანჭველები ძლიერ ნელები არიან და თან ამავდროულად ვერც ხედავენ. ჩვეულებრივსამებრ იკვებებიან პატარა ცხოველებით, მაგრამ ხშირად ესხმიან თავს მძინარე ადამიანს და ბავშვს, ასევე მიბმულ თხას ღამით. შეტეის დროს ჭიანჭველები ცდილობენ შეძვრნენ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ხვრელში, მათ შორის ცხვირში და პირში, ხოლო მსხვერპლი კი კვდება მოგუდვისგან.

ინფექცია, ჩვეულებრივი ვანდელია
1592f467780d
ეს არის თევზი რომელიც დაცურავს ამაზონიის მდინარეებში და ითვლება ადგილობრივებს შორის ყველაზე საშიშ თევზად. თევზი არის 15სმ-ის სიგრძეში და არის თითქმის გამჭვირვალე. ხშირად გვხვდება ასანთის ღერის ზომის ეგზემპლარები. ადგილობრივებს ეშინიათ ამ თევზის იმიტომ, რომ მას შეუძლია შეძვრეს ანალურ ხვრელში, ვაგინაში, ხოლო პატარა ეგზემპლარებს კი შეუძვრიათ შეძვრნენ ტიტველი ადამიანის პენისში. ის იკვებება სისხლით და გარშემომყოფი ქსოვილებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილები. სამედიცინო დახმარების გარეშე ვანდელიამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილები. ის კვდება რადგან არ შეუძლია ადამიანის სხეულიდან გამოსვლა, იმიტომ, რომ ადამიანი არ არის ვანდელიის ტიპიური პატრონი.

ცოცხლად შეჭმა, მგლები, გიენები
fb949644e4ca
დიდი კატები პირველ რიგში დარწმუნდებიან, რომ მსხვერპლი მკვდარია, სანამ მას შეჭამენ, მაგრამ მათი პატარა ნათესავები მომთმენები არ არიან. მგლებს და გიენებს არ აქვთ ეფექტური იარაღი მსხვილი მსხვერპლის წინააღმდეგ, ამიტომაც რა მსხვერპლიც არ უნდა შეხვდეთ ჭამენ ცოცხლად.

შიმშილი, თასმისებური ჭიები
4a0265590fd8
ეს ჭიები გრძელები და მსხვილები არიან, მათით შეიძლება დაავადდეთ ცუდად შემწვარი ან უმი ხორცის ჭამის შედეგად. ორგანიზმში მოხვედრისას, ეს პარაზიტი ეწებება ადამიანის ნაწლავების კედლებზე და იწოვს ნუტრიენებს. შედეგად ადამიანმა შეიძლება შეჭამოს დიდი რაოდენობით საჭმელი და მაინც მშიერი იყოს. თუკი დროზე არ განიკურნებით შეიძლება დაიღუპოთ შიმშილისგან.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button