კულტურა

მეცნიერებმა მკვდარი მატერია გააცოცხლეს

dnm

ნამდვილი სენსაციის გამომწვევი გახდა მსოფლიო მეცნიერებაში ინგლისის ქალაქ მანჩესტერის მკვლვარების ჯგუფის წარმატება.

მეცნიერებმა შესძლეს, ჩვეულებრივი დედამიწის პირობებში, უმარტივესი, დედამიწაზე დიდი რაოდენობით არსებული ქიმიური ელემენტებისგან რნმ–ის (რიბონუკლეინის მჟავა _ აუცილებელი შემადგენელი ელემენტი ყველა ცოცხალ ორგანიზმში) მოლეკულის სინთეზირება. რნმ რიგი ფუნქციებით წააგავს დნმ–ს (დეზოქსირიბონუკლეინის მჯავა), თუმცა ბევრად მარტივ მოლეკულას წარმოადგენს. ამით, როგორც პოპულარული მეცნიერული ჟურნალი Nature აღნიშნავს, მეცნიერებმა პიველად შესძლეს ლაბორატორიაში არაცოცხალი მატერიისგან ცოცხალი მატერიის მიღება და გაიმეორეს მისი ბუნებრივი გაჩენა დედამიწაზე რომელიც დაახლოვებით 2.5 მლრდ წლის წინ მოხდა.

ჯერ კიდევ 1871 წელს უდიდესმა ინგლისელმა მეცნერმა ჩარლზ დარვინმა ივარაუდა, რომ დედამიწაზე ბიოლოგიური ცხოვრება ჩაჩნდა ე.წ. “ბულიონისგან”, როდესაც მომენტალური უძლიერესი ენერგიის გამოთავისუფლების რეზულტატში _ მეხის გავარდნით _ დაბალწყლიან და სხვადასხვა ქიმიური ელემენტებით, მათ შორის ფოსფატებით და აზოტშემცველებით დამთვერილ წყალსაცავებში წარმოიქმნა ბიოლოგიური სიცოცხლე. თუმცა 50 წლის განმავლობაში მეცნიერები ფერაფრით ახერხებდნენ დედამიწის კლასიკურ პირობებში სიცოცხლის საფუძვლის _ დნმ–ს “შექმნას”, აღნიშნავს Nature.

სიცოცხლის ხელოვნურ შექმნას, მანჩესტერელ მეცნიერებზე ადრე, მაქსიმალურად მიუახლოვდა ამერიკელი ბიოლოგი კრეიგ ვენტერი, რომელმაც განაცხადა, რომ მან წარმატებით შექმნა სინთეთიკური ქრომოსომა. თუმცა ის ერთ პრობლემას წააწყდა. კონსერვატიული მეცნიერების ჯგუფმა, რომლებიც სამეცნიერო ეთიკას იცავდნენ, მოწოდება გაავრცელეს ვენტერის კვლევებზე მორატორიუმის დაწესების მოთხოვნით.

წყარო:  zorbeg.wordpress.com

თუ შეიძლება რელიგიას და მეცნიერებას ერთმანეთს ნუ დაუპირისპირებთ

მსგავსი ამბები

Back to top button