გასართობისაკითხავისასარგებლო

21 თანამედროვე საკულტო სერიალი


21 თანამედროვე საკულტო სერიალი.

სამეფო კარის თამაშები

განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავს დახმარებისთვის ბავშვობის მეგობარ ედარდ სტარკს მიმართოს. ამასობაში, შორეული ჩრდილოეთის ლეგენდებიდან ბოროტება იღვიძებს და მხოლოდ აღმართული კედელიღა იცავს მისგან ცოცხლებს. ჯორჯ მარტინის რომანების სერიის “ყინულისა და ცეცხლის გალობის” ეკრანიზაცია…

მეგობრები

ყველაფერი მარტივია – ერთმანეთთან მეგობრობს 6 ადამიანი, მათ არასოდეს არ აქვთ ფული, ისინი კამათობენ, ხვდებიან ერთმანეთს, სცილდებიან, ეძებენ სამუშაოს და საკუთარ თავებს ამ მსოფლიოში, მაგრამ სერიალის 10 წლიანი არსებობის განმავლობაში სერიალმა “მეგობრებიმ” მოაგროვა ფანების მთელი არმია მსოფლიოში, “ემმის” 33 ნომინაცია და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები, ხოლო მისი გმირები გახდნენ ახლო მეგობრები ბევრი მაყურებლისთვის.

საიდუმლო მასალები

ამ სერიალს შეიძლება ვუწოდოთ საკულტო და საქმე სიუჟეტში არ არის – აგენტები მალდერი და სკალი იძიებენ სახელმწიფო გადატრიალებას, იჭერენ უცხოპლანეტელებს, მონსტრებს და მანიაკებს. საქმე იმაშია, თუ როგორ აკეთებენ ისინი ამას. მთავარი გმირების ურთიერთობას დაძაბულობაში ყავს მაყურებლები ბოლო სერიამდე, ხოლო ამას უკვე ეწოდება ოსტატობა.

ექიმი ჰაუსი

სერიალი “ექიმი ჰაუსი” არის შექმნილია სარკაზმის მოყვარულებისთვის და თვითონ ქარიზმატული ჰაუსიც არავის არ ტოვებს იმედგაცრუებულს: ვიღაცა ვერ იტანს მას მისი პირდაპირობის და უინტერესობის გამო გარშემო მყოფების მიმართ, ხოლო ვიღაცას ძლიერ მოსწონს გმირის შთამბეჭდავი სიჭკვიანე. ერთი სიტყვით, ამ სერიალის შესახებ წერა ბევრი შეიძლება, მაგრამ ჯობია უყუროთ.

დექსტერი

დექსტერი არის ნამდვილი სატელევიზიო სიგიჟე, იმიტომ, რომ მან აიძულა მილიონობით მაყურებელს მთელი მსოფლიოდან ეყურებინა დექტსერ მორგანისთვის – სერიული მკვლელისთვის მაიამიდან და როგორც ნებისმიერ სიგიჟე დექსტერიც გენიალურია, რადგან ის არ ყოფს მსოფლიოს ბოროტათ და კეთიალდ, კარგებათ და ცუდებათ. ყველაფერს არჩევანი წყვეტს.

სასწრაფო დახმარება

რა შეიძლება აჩვენო ექიმის ცხოვრებიდან – ავადმყოფების განკურნება, ბაცილები და ინფექციები. “სასწრაფო დახმარება” ეს არის ისტორია პროფესიონალური ვალის და ექიმის მოვალეობების შესახებ, რომელიც გაწელილია 15 სეზონი, მაგრამ ეს გააკეთეს ხარისხიანად – სერიალი გამოვიდა სერიოზული, რეალისტური და საინტერესო. ექიმის ეთიკის თემა, სხვისი სიცოცხლეები გადარჩენა და საკუთარი ცხოვრების დალაგება – ეს ყვეალფერი არის “სასწრაფო დახმარებაში” და ამ სერიალით შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს მოუნდეს გახდეს ექიმი.

სექსი დიდ ქალაქში

ეს სერიალი უნდა გიყვარდეს, თუნდაც იმის გამო, რომ სცენარისტებმა და მსახიობებმა აჩვენეს, თუ როგორი ინტრიგები ტრიალებს ქალური მსოფლიოში, წვრილმანები და ნიუანსები, რომლის შესახებაც არცერთმა კაცმა არ იცის, ეს ყველაფერი კი ხდება ნიუ-იორკში.

თვინ ფიქსი

უნდა ითქვას, რომ დევიდ ლინჩის სერიალს სხვანაირად ვერ გადაიღებდა. მისი თვინ ფიქსი გაშინებს და გხიბლავს ერთდროულად. იქ გინდებათ წასვლა და გასაუბრება ყოველ მოქალაქესთან, გინდებათ დალიოთ მაგარი ყავა ადგილობრივ კაფეში, მოინახულოთ ღირსშესანიშნავი ადგილები, ჩაიწეროთ თქვენი აზრები რეკორდერში, როგორც ამას აკეთებდა აგენტი კუპერი.

დაკარგულები

სწორედ, რომ სერიალს Lost-იდან დაიწყო გიგანტურ ბიუჯეტიანი სერიალების ეპოქა ტელევიზიებში, მაგრამ მგზავრების ისტორიები, რომლებიც დაიკარგნენ უგზოუკვლოდ ავიალაინერის კატასტროფის შემდეგ გახდა საკულტო, რადგან ჩვენ არ ვიცოდით ზუსტად არაფერი, რა შეიძლება მომხდარიყო მომდევნო წუთზე ეკრანში: ვინ წავა, ან ვის მისცემენ “გადარჩენის უფლებას”. რათქმაუნდა ჰქონდა სერიალს ჩავარდნები, მაგრამ ეს ჩავარდნები არაფერია იმ გამაოგნებელ და განუმეორებელ მსოფლიოსთან შედარებით, რომელიც მან ჩვენ გვაჩუქა.

მძიმე დანაშაული

სერიალი “მძიმე დანაშაული” ითვლება ამერიკული ტელევიზიის ყველაზე დიდ მიღწევად, მაგრამ მისი მასშტაბების და სამსახიობო თამაშის გამო, რთულია უწოდო მას სერიალი. ბევრი სერიალი მიდის დასასრულთან. მძიმე დანაშაულის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა. პირველი ორი სეზონი სერიალი იყო შავი კომედია, ხოლო მესამე სეზონში სერიალი კვეთს იმ საშიშ ხაზს, რომელსაც იშვიათად თუ კვეთენ. ასე გამოვიდა ის ისტორია, რომელიც უნდა ნახოთ და რომელსაც უნდა მოუსმინოთ.

როგორ შევხვდი მე დედათქვენს

როგორ შევხვდი მე დედათქვენს წარმოგვიდგენს ხუთ მეგობარს, რომლებიც შეგიყვარდებათ პირველი დანახვისთანავე. სერიალი გვიყვება იმაზე, რაც მნიშნველოვანია ყოველი ჩვენთაგანისთვის: მეგობრობაზე, ოჯახისთვის, ურთიერთობებზე და რაც მთავარია – ნამდვილი სიყვარულის ძიებაზე. ამ სახალისო, ოფტიმისტურ და გულისამაჩუყებელ სითკომს შეგვიძლია ვუწუდოთ “ლეგენ… მოიცა, მოიცა… დარული!”.

დიდი აფეთქების თეორია

პიველი ნახვის შემდეგ, თქვენ ინანებთ, რომ არ იცოდით ამ სერიალის შესახებ მანამდე. კომედიური საგა ფიზიკოსებზე – სუპერწარმატებულებზე მეცნიერებაში, მაგრამ უიღბლოებზე ცხოვრებაში. სერიალი თავისი 7 წლიანი არსებობის განმავლობაში გახდა საკულტო მთელ მსოფლიოში და უკვე შემოდგომაზე გამოდის 8 სეზონი.

ალფი

ალბათ ყველას გსმენიათ სერიალ და მისი მთავარი გმირის ალფის შესახებ, ამ სასაცილო უცხოპლანეტელის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ის არის ღორმუცელა, ქურდი და უხეში, ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მისი აზრები სუფთაა, სული ღიაა, ხოლო გული მგრძნობიარეა.

კალიფორნიის ქრონიკები

სერიალი “Californication”-ში ცხოვრება ნაჩვენებია ცენზურის გარეშე, მაგრამ ის საყურებლად საინტერესოა მისი შესანიშნავი დიალოგების და საუბრების გამო, სერიალში კომიკური სიტუაციების დიდი რიცხვით და იდეალური სამსაიობო შესრულების გამო.

სირცუის თეორია

“სიცრუის თეორია” – ზუსტად ის სერიალი, რომელსაც ვყავართ დაძაბულობაში სერიის ბოლომდე. ეს უმეტეს წილად არის ტიმ როტის და მისი გმირის დამსახურება, მაგრამ იდეაც საკმაოდ მიმზიდველია – ვის არ მოუნდება “სახის მიხედვით წაკითხვა”, მაგრამ მთავარია სხვა, ალბათ ყველამ იკითხეთ: “10 წუთში ერთხელ უფრო ხშირად არ ვიტყუები და ეს ასე აუცილებელია?”.

შერლოკი

არტურ კონან დოელის მთავარი გმირების გადმოტანა 21 საუკუნეში მარტივი, მაგრამ სერიალის შემქმნელებმა თანამედროვე შერლოკ ჰოლმს იდეალურათ გაართვეს თავი. გამომძიებელი მობილური ტელეფონით და ინტერნეტით – რატომაც არა. ამ ისტორიის ვარიაციაში ჰოლმსის შესახებ ის არ არის ჯენტლმენი, ის არის ცინიკოსი და სასტიკი, მაგრამ სერიალის ყურებისას დაივიწყეთ ჯენტლმენობა და ეტიკეტი და თქვენთვითონ ყურადღებათ უყურეთ სერიალს.

ნამდვილი დეტექტივი

“ნამდვილი დეტექტივი” – მომდევნო დეტექტივის შესახებ ახალ სერიალზე უფრო მეტია, რადგან მას აქვს მხატვრული სურათის ყველა ნიშანი და მოცილებული აქვს ის რაც თითქმის ყველა სერიალს მოყვება დეტექტივების და პოლიციელების შესახებ. ერთი დეტალი მიანიშნებს მეორეზე, ამატებს, ანვითარებს, ქმნის ქსელს, რომელიც აინტრიგებს მაყურებელს, ხოლო მაკკონაჰის და ჰარელსონის სამსახიობო თამაშს რთულია მოწყდე. სერიალი ახალი დაწყვებულია.

კლინიკა

კლინიკა იდეალური სერიალია. თავისი 10 წლიანი არსებობის განმავლობაში, მან გვაჩვენა საავადმყოფოს თანამშრომლების ცხოვრება ახლებურად, უცნაურად და სასაცილოდ. ადამიანებმაც კი, რომლებიც შორს არიან ექიმის თემისგან, დიდი ინტერესით უყურებდნენ ყოველ სერიას და იცინოდნენ ხუმრობებზე.

სოპრანოს კლანი

სერიალი “სოპრანოს კლანი” გამოვიდა განსაკუთრებული სერიალი. ის გამოვიდა ნამდვილი. აქ არ არიან დადებითი და უარყოფითი გმირები, მაგრამ თქვენ ნახავთ შესანიშნავ მომქედებებს საინტერესო სიუჟეტით, სტილით, მსახიობების იდეალური თამაშით, დაძაბულობით, დინამიკით და მუსიკით.

ვარსკვლავური გზა: მომდევნო თაობა

სერიალმა, რომლის გადაღებაც დაიწყეს გასული საუკუნის ნახევარში, არაერთხელ მიიღო გაგრძელება, მაგრამ ყველაზე ღირსეული გახდა სწორედ ეს ნაწილი. მან მოახერხა ყველანაირი რეიტინგის დამხობა და ნომინირებული იქნა ემმის პრემიაზე. აზრი იგივეა – მამაცურად დაადგა ნაბიჯი იქ, სადაც ადამიანს ფეხი არ დაუგია, მაგრამ ბევრი რაც შეიცვალა – კაპიტანი, გუნდი და თვით ხომალდი “ენტერპრაიზი”.

დოქტორი ვინ

დროის მბრძანებელ “ექიმ ვინ”-ს იღებენ 1963 წლიდან და ეს სერიალი გახდა დიდი ბრიტანეთის ნაციონალური ღირებულება. ამ სერიალს გააჩნია განსაკუთრებული შარმი, განსაკუთრებული ენერგეტიკა და უკვდავი სული. სერიალში არის თავგადასავლები, ბრძოლები, ლამაზი და კარგად მოფიქრებული პერსონაჟები, წარმოუდგენელი ისტორიები, გმირები და არის დოქტორი, რომლისთვისაც გამომშვიდობება თანამგზავრებთან და მეგობრებთან ნებისმიერ სიშორეზე უფრო საშიშია, ეს ორი მას აგონებს სრულ სიმარტოვეზე.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close