ახალი ამბებისაკითხავისამხედრო

14 წლის მუსტაფა ჰუსეინი: 21-ე საუკუნის ყველაზე მამაცი და უშიშარი ბავშვი

2003 წლის მარტში დაიწყო ომი, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლური კოალიცია დაუპირისპირდა სადამ ჰუსეინის დიქტატორულ მმართველობას.

ბრძოლა ხანგრძლივი გამოდგა და დიდი მსხვერპლის ფასად, მეცხვარის ოჯახში დაბადებული, შემდეგში კი ერაყის დიქტატორად შემდგარი – სადამ ჰუსეინ აბდ ალ-მეჯიდ ალ-ტიკრიტი იქნა ჩამოშრებული ხელისუფლებას.

ეს ისტორია თითქოსდა ნაცნობია და დიდ სიახლეს არ შეიცავს, თუმცა ცოტა თქვენთაგანმა თუ იცის, რომ ჰუსეინს ჰყავდა 14 წლის შვილიშვილი, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცებთან შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა.

დიახ, 14 წლის მუსტაფა სადამ ჰუსეინი, გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც, სასწაულებრივ, ეულად ამერიკის შეერთებული შტატების 400-მდე მებრძოლს გაუწია მედგარი წინააღმდეგობა და რამდენიმე საათიანი შერკინების შედეგან იქნა მოკლული.

2003 წლის ივლისში, ამერიკელმა მეომრებმა შტურმით აიღეს ერაყის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი მოსული. ამ ქალაქში მდებარეობდა სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი თანამებრძოლისა და სახელმწიფო მოხელის შეიხ ნავაფა ზეიდანის რეზიდენცია, სადაც თავს აფარებდნენ სადამ ჰუსეინის შვილები ქუსეი და უდეა, ასევე მისი შვილიშვილი მუსტაფა.

14 წლის ყმაწვილი იყო უკანასკნელი სულიერი არსება, რომელიც გაებრძოლა ამერიკელ მეომრებს, შეიხ ზეიდანის სასახლის აღების დროს. რადგან პირველივე შტურმის შედეგად დაიღუპა ყველა სასახლეში მყოფი ადამიანი. მუსტაფამ იარაღით ხელში, იმ ოთახს შეაფარა თავი, სადაც მისი მამის, ბიძიის და მათი პირადი დაცვის უფროსის გვამები იყო და მოსახერხებელი პოზიცია დაიკავა მტრის საწინააღმდეგოდ თავის დასაცავად.

ამერიკელ ჯარისკაცთა მტკიცებით, როცა ისინი სახლში ‘გასაწმენდად’ შევიდნენ მათ ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკება 6 საათი გაგრძელდა და 14 ამერიკელი ჯარსკაცის დაღუპვის და ორი ათეული მებრძოლის დაჭრის შემდეგ, ამერიკელებმა მტერი გაანადგურეს.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ჩვენ წინაშე რამდენიმე კარგად გაწრთვნილი მეომარი იბრძოდა, რადგან რამდენიმე საათი პოზიციის შეცვლას ვერ ვახერხებდით. მაგრამ ბოლოს, როცა შევედით და დავათვალიერეთ მეტოქის დისლოკაციის ადგილი, აღმოჩნდა, რომ ჩვენ 6 საათიან ბრძოლას, 14 წლის ნამდვილ გმირ ბიჭუნასთან ვაწარმოებდით. ჩვენ თავიდან არ დავიჯერეთ, თუმცა ყველა ფაქტი ამაზე მიუთითებდა. ის მედგრად იცავდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ მან თვალწინ იხილა მშობლის და ახლობლების სიკვდილი, ის ამით ბავშვურ პანიკაში არ ჩავარდნილა, არამედ ნამდვილი ვაჟკაცის დარად იარაღით დაიცვა სახელი და სიცოცხლე“ – განაცხადა ამერიკელმა ჯარისკაცმა, რომელიც პირადად ესწრებოდა ზეიდანის სასახლის შტურმით აღებას.

მართლაც დაუჯერებელი რამ ჩაიდინა მცირეწლოვანმა მუსტაფა ჰუსეინმა, მან გმირულად გაიბრძოლა და მისი ეს გმირული საქციელი მტრის თვალშიაც საქები და მოსაწონი აღმოჩნდა.

ბავშვმა სნაიპერული შაშხანით ხელში რამდენიმე საათიანი ბრძოლა გაუჩაღა ოთხ ასეულ ამერიკელ მეომარს, რომლებიც კბილებამდე შეიარაღებულნი და ასევე რამდენიმე წლიანი სამხედრო გამოცდილების მქონენი იყვნენ და ამ გამორჩეული ქმედებით 14 წლის ბავშვმა სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა, არამხოლოდ ერაყის არამედ მსოფლიო ისტორიაში.

რამდნეიმე დღის წინ მუსტაფა ჰუსეინი New York Times-მა „21 საუკუნის ყველაზე მამაც და უშიშარ ბავშვად“ დაასახელა.

ამ გიგანტმა გამომცემლობამ მუსტაფას მიუძღვნა მთელი ვრცელი სტატია, რომელშიც დასკვნის სახით ნათქვამია, რომ: „..ჩვენ რომ მსგავსი ბიოგრაფიის ბავშვი გვყოლოდა, ჩვენ მას ამერიკის ყოველი შტატის, თითოეულ ქალაქში დავუდგამდით ძეგლს. მის გმირობაზე ყველგან და ყოველთვის ვისაუბრებდით და მას მისი ასაკის და არამარტო(ავტ.) მოზარდებისთვის ნამდვილ მისაბაძ მაგალითად ვაქცევდით. თუმცა მისი ისტორია და სახელი დავიწყებას მიეცა”.

დიახ, ასეა ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ეგეთი ბედი უწერია დამარცხებულ მხარეს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იბრძოდა, ის გამარჯვებული მეტოქის ჩრდილში იკარგება სამუდამოდ, მისი გმირული საქციელები ნელ-ნელა დროის დინებასთან ერთად ფერმკრთალდება, მხოლოდ გამარჯვებული და მისი ისტორიაა გმირული საქციელებით მოცული…

იხილეთ ვიდეო:

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close