გართობაუცნაური

“შხამიანი ბაღი” – ყველაზე საშიში ბაღი მსოფლიოში

image

აქ თქვენ ვერ ნახავთ ვარდებსა და ქრიზანთემებს, ისევე, როგორც ტიტებს, ნარგიზებსა და იებს; აქ ვერ ნახავთ მარადმწვანე ბუჩქებსა და ხეებს; აქ ვერ ისეირნებთ თავისუფლად, რადგან მეთვალყურეების ფხიზელი თვალი ერთი წუთითაც არ მოგაშორებთ მახვილ მზერას; აქ ყოველი ფეხის ნაბიჯზე გამოკრულია წარწერები მკაცრი გაფრთხილებით, რომ არ შეეხოთ მცენარეებს, რომლებიც ამ იდუმალ ბაღში ხარობენ. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ ბაღში უიშვიათესი ეგზოტიკური მცენარეებია თავმოყრილი? სრულებითაც არა…. ეს ერთ-ერთ ყველაზე საშიში ბაღია მსოფლიოში-ალნვიკას შხამიანი მცენარეების ბაღი.

 

image

 

image

 

ბაღი, სადაც თავმოყრილია მკვლელი-მცენარეები, მდებარეობს ინგლისში, ნორტუმბერლენდის საგრაფოში, ალნვიკას ციხესიმაგრის ტერიტორიაზე. მის შესასვლელ ჭიშკარზე გამოსახულია თავის ქალა გადაჯვარედინებული ძვლებით. ბაღში ხარობენ საშიში, უაღრესად შხამიანი მცენარები: მანდრაგორა და თავშავა, კონიო და ჩილიბუხა, ბელადონა და ოპიუმის ყაყაჩო- სულ დაახლოებით ასამდე მცენარე, რომლების გაშენება თქვენს ეზოში სასტიკიდაა აკრძალული, რადგან მათგან აწარმოებენ ნარკოტიკებს ან ისინი შეიცავენ ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ, მომაკვდინებელ შხამიან ნივთიერებებს.

 

image

 

image

 

მიუხედავად იმისა, რომ ალნვიკას შხამიანი ბაღი ამ ცოტაოდენი ხნის წინ დაარსდა, აქაური ბაღებისა და პარკების ისტორიას სათავე შორეულ 1750 წელში აქვს. მხოლოდ ორი ასეული წლის შემდეგ შეივსო ადგილობრივი მებაღეობა იმ შხამიანი მცენარეებით, რომლებზეც წეღან ვისაუბრეთ. ბაღის განახლების ისტორია დაკავშირებულია ნორტანმბერლენდის ახლანდელი ჰერცოგინიას სახელთან. სწორედ ის გახდა 2000 წელს ციხესიმაგრის მფლობელი და მოინდომა ადგილობრივი ბაღის მასშტაბური რეკონსტრუქცია. თავად შხამიან ბაღს საფუძველი უფრო მოგვიანებით, 2005 წელს ჩაეყარა.

 

image

 

image

 

ამბობენ, რომ ჰერცოგინიას შხამიანი ბაღის გაშენების იდეა გაუჩნდა წარსულში იტალიის ქალაქ პადუაში არსებული ბაღის მიმბაძველობით, სადაც მედიჩებს გამოჰყავდათ სხვადასხვა შხამიანი მცენარეები. ამ მცენარეებისაგან დამზადებული საწამლავით კი თავიდან იცილებდნენ მტრებს.

თავდაპირველად ბაღში იზრდებოდა სამკურნალო მცენარეებიც, მაგრამ შემდგომში ისინი სხვაგან გადარგეს, რომ ბაღს სავსებით გაემართლებინა “შხამიანის” სახელი.

 

image

 

image

 

ტურისტები და მოგზაურები, რომლებიც ინტერესით ნახულობენ ალნვიკის ბაღს, აქ დაიშვებიან მხოლოდ სპეციალური გიდების თანხლებით, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს, რომ არავინ შეეხოს შხამიან მცენარეებს.

 

image

 

image

 

აქ ყველგან გამოკრულია საფრთხის მაუწყებელი წარწერები, უსაფრთოხების მიზნით ბაღის მთელი ტერიტორია სადღეღამისო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო ზოგიერთი, განსაკუთრებით საშიში მცენარე მავთულხლართებითაა შემოსაზღვრული.

 

image

 

image

 

ბაღის მთავარი დანიშნულებაა აჩვენოს ადამიანებს, თუ რა საშიშია ნარკოტიკი. ამაზე ძალიან დაწვრილებით დელიკატურად გიამბობთ გიდი ექსკურსიის დროს.

 

image

 

image

 

მიუხედავად იმისა, რომ “შხამიანი ბაღი” სავსებით ამართლებს თავის სახელწოდებას, უნდა ვაღიაროთ, რომ მისი ხედები გასაოცრად ლამაზი და თავლწარმტაცია.

 

image

 

image

წყარო : intermedia.ge

Back to top button