გართობაუცნაური

საინტერესო ფაქტები ყველაზე უჩვეულო მუმიებზე

image

თითოეულ თქვენგანს პრესისა და სხვადასხვა მედიის საშუალებებით თუ არა, სკოლის პერიოდში ისტორიიდან მაინც ექნება გაგონილი რაიმე უძველესი ეგვიპტის ე.წ. მუმიების შესახებ. სხვადასხვა დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით იპოვეს მუმიები, რომელთაგან ზოგი მათგანი მუმიფიცირებული იყო გარკვეული მიზეზების გამო, ზოგი კი განზრახ. დღევანდელ სტატიაში მინდა რომ სწორედ ის სანტერესო ფაქტები მოგითხროდ ყველაზე უჩვეულო მუმიებზე, რომლებზეც მოცემული სიუჟეტები უფრო მეტია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საუკუნეების მანძილზე შენახული სხეულები წარსულის უცნაურ და ბნელ ისტორიებს ინახავენ და მოდით ყველამ ერთად გადავავლოდ თვალი:



1. ე.წ. სველი მუმია.

image

2011 წელს ჩინეთში ახალი გზების მშენებლობისთვის გათხრების დროს იქნა ნაპოვნი ქალი- მუმია, რომელიც დინასტია Ming-ის დროს, 600 წლის წინ ცხოვრობდა. სახელწოდებაც სველი მუმია სწორედ აქედან მიიღო, რომ ამდენი წლის მანძილზე იმყოფებოდა მიწის ქვეშ და მიუხედავად მაღალი ტენიანობისა, მაინც შემოენახა კანი, მთლიანად სხეული, თმა და წარბები, ვინაიდან ნიადაგი ჟანგბადს ნაკლებად შეიცავდა, რის გამოც არ არსებობდნენ ბაქტერიები და პარაზიტები, რომლებიც შეძლებდნე მუმიის გაფუჭებას. მუმია ასევე აღჭურვილი იყო აქსესუარებით: ნეფრიტული ბეჭდითა და ვერხლის თმის სამაგრით, რომელსაც მისი თმა ჯერ ისევ ეკავა.

image





2. Eva Peron-ის მუმია.

image

არგენტინის პრეზიდენტის-Juan Peron-ის ლეგენდარული ცოლი –
Eva Peron-ი კიბოს დაავადების გამო 33 წლის ასაკში 1952 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ მისი ნეშტი სხვადასხვა კოქტეილების მეშვეობით მუმიფიცირებული გახადეს, რადგან შესაძლებელი ყოფილიყო ხალხის წინაშე მისი ღირსეულად წარსდგენა. თუმცა 3 წლის შემდეგ ანტიპერონისტმა სამხედროებმა მუმია მოიპარეს, რომლის შესახებ არაფერი იყო ცნობილი 15 წლის მანძილზე. მოგვიანებით კი ძალიან ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც გადაეცა მუმიფიცირებული ნეშტი მის მეუღლეს- ხუან პერონს, რის შემდეგაც მუმიას მისმა მეორე ცოლმა დავარცხნა, მოკაზმა, ჩაასვენეს სასახლეში და დაკრძალეს ოჯახის სასაფლაოზე.

image






3. La Doncella.

image

არქეოლოგების მიერ ვულკან Llullaillaco-ს ფერდობზე, რომელიც ზღვის დონიდან 6739მ-ზე ჩილესა და პერუს შორის მდებარეობს, აღმოჩენილი იქნა 500 წელზე მეტი ხნის წინ მსხევრპლად შეწირული 14-15 წლის გოგონა, რომელიც რაღა თქმა უნდა მუმიფიცირებული იყო და თქვენ წარმოიდგინეთ შენარჩუნებული იყო მშვენიერ მდგომარეობაში, რაზეც იმოქმედა ყინულის თავზე შექმნილმა სამარხმა. გარდა ამ გოგონასი, სამარხში ასევე აღმოჩენილი იქნა შვიდი წლის ბიჭის და ექვსი წლის გოგონას გვამებიც.

დნმ-ის ანალიზებმა და ექიმთა კვლევებმა დაადგინეს რომ მუმიფიცირებული გოგონა დაავადებული ყოფილა ფილტვის ინფექციით, კერძოდ ტუბერკულიოზის მსგავსი ბაქტერიით. ამიტომ ოჯახმა ყველაფერი იზრუნა იმისათვის, რომ გოგონა მომკვდარიყო მშვიდად და უმტკივნეულოდ, რაზეც მეტყველებს მის ორგანიზმში აღმოჩენილი სპირტის კვალი და პირის ღრუში კი კოკას ფოთლები.

image






4. man of Grobolla.

image
20-ე საუკუნის შუა პერიოდში იქნა ნაპოვნი დანიაში კაცის მუმია, რომელსაც man of Grobolla-ს უწოდებენ. მუმიის სიკვდილის მიზეზი არის მსხვერპლშეწირვა რიტუალის სახით, რომელსაც კისრის არეში საკმაოდ ღრმა, სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. კაცი გარდაცვლილია ორი ათასი წლის წინ, მაშინ როდესაც დაახლოებით 30 წლის ასაკში იყო, თუმცა დღესაც ნათლად აქვს შემორჩენილი თმის ჟღალი (წითური, რიჟა) ფერი და სახის ნაკვთები.





5. რამზეს III-ე.

image

სხვა მუმიებისგან განსხვავებით რამზეს III-ე არ მომკვდარა თავისი-ბუნებრივი სიკვდილით, რაზეც მეტყველებს ფაქტები. თანამედროვე ტომოგრაფიის წყალობით რამზესის მუმიის ყელში აღმოაჩინეს ჭრილობა, რომელიც ყელიდან შვიდი სანტიმეტრის სიგრძეზე მიდიოდა ხერხემლამდე. ჭრილობამ დააზიანა სისხლძარღვები, ტრაქეა, საყლაპავი მილი, რათა ამას ბოლო მოეღო ეგვიპტის უკანასკნელ, დიდებული ფარაონისთვის. ეგიპტოლოგთა დებულებით კი ფარაონი სასიკვდილოდ საკუთარმა ვაჟიშვილებმა გაიმეტეს.

image

image






6. პრინცესა Ukoka.

image

პრინცესა Ukoka-ს სხეული დასტურია იმისა, რომ სვირინგი (ტატუ) არის სამუდამო. ვინაიდან მუმია 2500 წელია შემონახულია და მის სხეულზე ამ ხნის მანძილზე წარუშლელად ატყვია ტატუირების კვალი, სადაც ადვილად გაარჩევთ მისტიკურ ირემს, ჯიხვის რქებს, ახალბედა ფრინველის ნისკარტს. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქალი, რომელიც 25 წლის ასაკში გარდაიცვალა, მიეკუთვნება პაზერიკელი ტომის საშუალო ფენას, რომლებიც ცხოვროდბნენ ციმბირის მთებში. ტომის წევრებს მიაჩნდათ, რომ ტატუირებული სხეული დაეხმარებოდა მათ იმ ქვეყნად ეპოვნათ ერთმანეთი. ქალის მუმიასთან ერთად ნაპოვნია ექვსი ცხენის ძვლები, რაც მოწმობს იმას, რომ მათი ფანტაზიით ცხენები გარკვეულ როლს თამაშობდნენ მათი იმ ქვეყნად შეხვედრაში.

image





7. ტუტანჰამონი Torquay-დან.

image

ფილტვის კიბოთი გარდაცვლილი 61 წლის Allan Billys-ი ცხოვრობდა ინგლისის ქალაქ Torquay-ში. 2011 წელს, მისი გარდაცვალების დროს, თანამედროვე ეგვიპტელებმა ზუსტად იმ საშუალებებითა და მეთოდით აქციეს მამაკაცის სხეული მუმიფიცირებულად, როგორც ეს ტუტანჰამონის შემთხვევაში 3000-ზე მეტი წლის წინ მოხდა. მეცნიერებმა არამარტო გადაიღეს ეს პროცესი, არამედ ტელევიზიითაც გაუშვეს. მუმია-ალანის მეუღლემ კი ასეთი კომენტარი გააკეთა- “მე ერთადერთი ქალი ვარ ბრიტანეთში, რომელსაც საკუთარი მეუღლის მუმია აქვს”.

image






8. Dashi Dorzho Itigelov-ის მუმია.

image
Itigelov
-მა გაატარა თავისი ცხოვრება ტიბეტური ბუდიზმის ტრადიციების მიხედვით. სულიერი საზრდოს ძიება ბურიატულ ბუდიზმში მან 16 წლის ასაკში დაიწყო. 1927 წელს, 75 წლის ასაკში მან მოუწოდა მოწაფეებს, რომ დროა იგი გასულიყო ამ ქვეყნიდან მეორე სამყაროში და მის სხეულს სწვეოდნენ მხოლოდ 30 წლის შემდეგ. მშვიდი ფიქრების ფონზე გარდაიცვალა და დაკრძალეს კუბის ფორმის სასახლით ლოტოსის პოზიციაში. მას შემდეგ ქსჰუმაცია მოხდა ორჯერ და მიუხედავად იმისა, რომ მუმიფიცირების აქტები არ არსებობს, ანალიზებმა აჩვენეს რომ ცილის ფრაქციებს სასიცოცხლო მახასიათებლები გააჩნია.





9. მუმია Sir John Franklin-ის ექსპედიციიდან.

image

1845 წელს ასზე მეტმა ადამიანმა გაცურა კუნძულზე იმ იმედით, რომ აღმოაჩენდნენ ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელს, რომელიც ლეგენდარული სავაჭრო სამარშრუტო გზა იქნებოდა აზიაში. მკვლევარების ორი გემი დაიკარგა და მას შემდეგ მხოლოდ 1850 წელს სხვა მკვლევარებმა გადაწყვიტეს მიეგნოთ მათი საფლავებისთვის. თუმცა სამი- John Torrington, John Hartnell და William Bruijn-ის ახლად დამარხული საფლავები ნახეს. მას შემდეგ კი ას წელზე მეტი დროის შემდეგ, 1984 წელს კუნძულზე გაეშურა ანთროპოლოგების გუნდი ნაპოვნ საფლავებზე ორგანოებისთვის სასამართლო ექსპერტიზის ჩასატარებლად. ექსუმაციის შემდეგ კი დადგინდა, რომ სამივეს ორგანიზმი შემონახული იყო მხოლოდ მუდმივად ნოტიო ტუნდრის გამო. სამივე კი დაღუპული იყო პნევმონიითა და ტუბერკულიოზით, რომელიც გამოწვეული იყო ტყვიის მოწამვლით, რაც წყალქვეშა გემზე წყალთან დისტილაციით გამოიწვევა ხოლმე. განსაცვიფრებელი კი იყო ის, რომ ასეთი მოწამვლის მისაღებად, თითოეულ მათგანს დღეში 3, 3 მგ ტყვია უნდა მიეღო 8 თვის მანძილზე.

10. Zahra Abutalibov-ი გაქვავებული ბავშვით.

image
1955 წელს მაროკოს დასახლებაში საავადმყოფოში მიიყვანეს მშობიარე ქალი ვინმე-Zahra Abutalibov, რომელიც პირველ შვილს ელოდებოდა. გართულებული მშობიარობის გამო მას მედ-პერსონალმა აცნობა, რომ საკეისრო კვეთა უნდა გაეკეთებინათ მისთვის, რაზეც შეშინებულმა ქალმა უარი განაცხადა და გაიქცა საავადმყოფოდან იმ მოტივით, რომ თავად გააჩენდა სახლის პირობებში. თითქმის 50 წლის შემდეგ მოხდა ისე, რომ ეს ქალი კვლავ აღმოჩნდა იმავე საავადმყოფოში ჩივილებით, რომ მუცლის არეში აქვს ძლიერი ტკივილები. თავიდან ექიმები ვარაუდობდნენ, რომ ჰქონდა სიმსივნე, თუმცა კვეთის შედეგად ჰოი სასწაულო, ეს მისი შვილის მკვდარი ნარჩენებია, რომელიც 50 წლის წინ დედის საშვილოსნოში დაიღუპა. ექიმებმა 2 კილოგრამი და 40 სანტიმეტრი სიგრძის გაქვავებული ბავშვი ამოუღეს ზაჰრას მუცლიდან. მესმის დაუჯერებელია, თუმცა ეს სრული რეალობაა და მსოფლიოს მედიცინის ისტორიას მსგავსი მხოლოდ 300 რეგისტრირებული შემთხვევა აქვს.

image

image

წყარო : intermedia.ge

Back to top button