TECH & მეცნიერებაგართობა

ყველაზე უცნაური საგნები, რომელთაც პრაქტიკულ ცხოვრებაში ვხვდებით

image

ადამიანის გონებრივი შესაძლებლობა იმდენად გასცდა საზღვრებს, რომ ბევრ თქვენგანს მათი შემოქმედება აღარც აოცებს. დამეთანხმებით, რომ დღეს უამრავ კრეატიულ, უჩვეულო თუ სასარგებლო ნივთებს ვაწყდებით ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში, რაც უფრო გვიადვილებს და გვილამაზებს ყოფას. თუმცა არის ისეთებიც, რომელთა აუცილებლობას ადგილს უბრალოდ ვერ ვუძებნით. დღევანდელ სტატიაშიც სწორედ, რომ “ყველაზე უცნაური საგნები” მინდა წარმოგიდგინოთ. აი ისინიც:

1. ხის ბუდე თქვენი Notebook-ისთვის. კრეატოლოგებს შორის გამოჩნდა ვიღაც, ვისაც მობეზრდა სინთეთიკური- შავი თუ ნაცრისფერი ჩასადები და ამიტომ გამოიგონა ხის ბუდე.

image




2. ძაღლის გასართობი თოჯინა DoggieDoll. უამრავი ძაღლი სახლის პირობებში ყოფნის დროს განიცდის ძაღლების უყურადღებობას, რაც ისინი დეპრესიამდე მიყავთ. ამიტომ შექმნეს ძაღლის თოჯინაDoggieDoll, რაც შეუვსებს თქვენს ძაღლებს მარტოობას.

image



3. კაბა ელვებით. ეს მეტად უცნაური კაბა სახელწოდებით Dress#3შექმნა დიზაინერმა Sebastian Errazuriz. კაბა მთლიანად ელვებითაა შექმნილი (ზმეიკა), რომელიც უწყობს ხელს მისი ფორმებისა და სიგრძის სხვდასახვაობას.

image



4. საპარსი მობილური. ნამდვილი მამაკაცი განსაზღვრული ნაწილის თქმით მუდამ უნდა იყოს ფორმაში, სადაც მისი გაპარსული პირი მოიაზრება, ამიტომ ჩინელმა ტექნოლოგებმა შექმნეს მობილური, სადაც მოთავსებულია ელექტრო პირსაპარსიც.

image




5. ლუდის პისტოლეტი Beer Blaster-ი. დაიღალეთ ლუდის ბოთლიდან და თუნუქის ქილებიდან სმით? სწორედ ამ შემთხვევისთვის წარმოგვიდგინეს გამომგონებლებმა ლუდის პისტოლეტი სახელწოდებით Beer Blaster-ი, საიდანაც შეგეძლებათ ლუდი პირდაპირ პირში შეისხათ.

image





6. ხალიჩა- გაჭყლეტილი მელია. ერთი შეხედვით ეს ფუმფულა ხალიჩა მასზე წამოგორების სურვილს მოგგვრით, თუმცა კარგათ თუ დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ მასზე გაჭყლეტილი მელიის გამოსახულებაა.

image

image




7. კეტ-ჩუსტი. მშვენიერი გამოგონება ორი ერთში, რომელსაც გვპირდებიან მალე გაყიდვაში იქნება.

image



8. ჩანთა კრუხი. ამ ქათმისგან ბულიონს ვერ მოხარშავთ, მაგრამ სამაგიეროდ მგზავრობისას ჩადებთ შიგნით საჭირო ნივთებსა და აქსესუარებს.

image




9. თოვლში სასიარულო ველოსიპედი Ktrak-ი. ველოსიპედთა მოყვარულთათვისაც შექმნეს კრეატიული და ძალზედ მოხერხებული ველოსიპედი სპეციალურად მთასა და თოვლში სასიარულოდ.

image




10. სკეიტბორდის დაფა Louis Vuitton-ისგან. ერთ-ერთმა ყველაზე ბრენდულმა ფირმამ Louis Vuitton-მა შექმნა სკეიტბორდის დაფის კოლექცია თავისი ჩასადები შესანახი “ჩემოდნით”.

image

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button