ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

Smart ball – ჭკვიანი ბურთი

კომპანია Adidas-მა მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით გადაწყვიტა გამოეშვა ჭკვიანი ბურთი, ეს სპორტული ნივთი აღჭურვილი იქნება ინტეგრირებული სენსორით, რომელიც გაზომავს დარტყმის ძალას, ბურთის ზუსტ ტრაექტორიას, ჰაერში მისი ბრუნვის სიხშირეს და რათქმაუნდა ფრენის სიჩქარეს.

უნდა ავღნიშნოთ, რომ ბურთი ამ მონაცემებს გადასცემს მხოლოდ ჰაერში ყოფნისას. მიწაზე გორვის დროს მონაცემების გაგზავნას იგი არ ანხორციელებს.

ბურთის მიერ გაგზავნილი მონაცემის ნახვას შეძლებთ Smartphone-ზე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით. Adidas-ის განცხადებით ” ჭკვიანი ბურთი” ხელს შეუწყობს ფეხბურთელების ბურთის ფლობის ტექნიკის დახვეწას და დარტყმების გაუმჯობესებას. მონაცემების მიწოდება ბურთიდან ხდება Blotooth-ის ტექნოლოგიის დახმარებით.

ამ ეტაპზე ჭკვიანი ბურთის აპლიკაცია მხოლოდ ios სისტემის Smartphone-ზეა ხელმისაწვდომი, თუმცა შესაძლოა იგივე პროგრამა ანდროიდის Smartphone-ებისთვისაც მალე გამოჩდეს. მათ ვინც Adidas-ის შექმნილი ამ საოცარი მრგვალი არსებით უკვე დაინტერესდა, შემიძლია ვთქვა, რომ მისი ფასი 300$- ია.

https://www.youtube.com/watch?v=VJwR4C9QjKM

თეგები

stakara

მე ვარ დათო ბობოხია 14 წლის ვცხოვრობ ქუთაისში ვსწავლობ მე-7 საჯარო სკოლაში. ვარ მე-8 კლასში ვსწავლობ ძალიან კარგად.

მსგავსი ამბები

Close
Close