ყველაზე შთამბეჭდავი საქალაქო პეიზაჟები
ქალაქური პეიზაჟები – ეს არის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იმისა, რითაც ჩვენ ვირჩევთ სამოგზაურო ქალაქს. დიდი ქალაქები ყოველთვის სავსეა სინათლით, პერსპექტივით და ცხოვრებით. როდესაც, რომელიმე ქალაქში სამოგზაუროდ ვართ, ვათვალიერებთ სხვადასხვა ადგილებს, სხვადასხვა პეიზაჟებს, მაგრამ როდესაც ჩვენ მთელი ქალაქის პეიზაჟს ვხედავთ ეს სურათი ყველა წინა სურათს შლის და გვამახსოვრებს თავს თავისი შთამბეჭდაობით
1. შანხაი,ჩინეთი
თითქმის 24 მილიონი ადამიანის მშობლიური ქალაქი. შანხაი არის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი მსოფლიოში. მან გადაიტანა სამშენებლო ბული 1990-იან წლებში. ხოლო ბოლო 20 წლის განმავლობაში შანხაიში აშენდა 7000-მდე შენობა, რომელთა სიმაღლე 11 სართულზე მაღალი იყო. ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი – ეს შანხაის მსოფლიო ფინანსური ცენტია(101 სართული). ხოლო ყველაზე საინტერესო ცათამბრჯენად შეიძლება ჩავთვალოთ “აღმოსავლეთის მარგალიტი”.
2. ნიუ-იორკი, აშშ
ნიუ-იორკი ითვლება მსოფლიოს კულტურულ ცენტრად, მისი საქალაქო პეიზაჟებს ადვილად იცნობს ნებისმიერი ადამიანი მსოფლიოში. ნიუ-იორკის მარგალიტად შეიძლება ჩავთვალოთ ემპაირ სტეიტ ბილდინგი(102 სართული), აშენებული 1930 წელს. 1972წლამდე ეს შენობა მსოფლიოს უმაღლესი შენობა იყო. ქალაქის ახალი უმაღლესი ცათამბრჯენის მშენებლობა წელს დამთავრდა – “ფრიდომ ტაუერი”.
3. ლონდონი, ინგლისი
ლონდონი გამოირჩევა თავისი არქიტექტურით, ის მრავალ საუკუნეს მოიცავს, ქალაქში მრავლადაა ძველი ნაგებობები, როგორებიცაა ბიგ-ბენი, ვესტმინსტერის სასახლე, ტაუერის ხიდი. ასევე ქალაქში მრავლადაა თანამედროვე ნაგებობები – ლონდონის თვალი, 30 სენტ-მერი ექსი.
4. დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საამირო
როდესაც ვფიქრობთ დუბაიზე, ჩვენ თვალწინ გვიდგება უზარმაზარი შენობები. დუბაიში ცათამბრჯენების უმეტესობა 250მეტრზე მაღალია. ყველაზე მაღალი შენობა კი ბურჯ-ხალიფას ცათამბრჯენია(163 სართული) 584მეტრი, ხოლო მისი “ანტენა/ქიმი”_ის ჩათვლით 828 მეტრს აღწევს.
5. სინგაპური
კუნძული ქალაქი-სახელმწიფო სინგაპური არის სიდიდიდ მეოთხე ფინანსური ცენტრი მსოფლიოში. უდიდესი შენობები ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს, ხოლო ცათამბრჯენი პლაზა(66 სართული) ყველაზე მაღალი შენობაა.