კულტურაუცნაური

7 ყველაზე უცნაური და თანამედროვე ვიდეოკამერა

e8109f68e2af
7 ყველაზე უცნაური და თანამედროვე ვიდეოკამერა.

OnAir Camcorder – კამერა სტრიმერემისთვის
fb0d15936aea
ბოლო დროს სტრიმერები უფრო მეტ პოპულარობას იძენენ და ცნობილები ხდებიან. მოყვარული-ოპერატორები, რომლებიც ტრანსლიაციას გადასცემენ ინტერნეტით გახდნენ უფრო ოპერატიულები, ვიდრე ტელეარხების ჟურნალისტები, მაგრამ ამ ყველაფერს სტრიმერები აკეთებდნენ სმარტფონით ან პლანშეტით, ხოლო ეხლა კი მათთვის შეიქმნა სპეციალური კამერები და მოწყობილობები, თუნდაც მაგალითად კამერა OnAir Camcorder. OnAir Camcorder შექმნილია იმისათვის, რომ სტრიმერებმა წაიყვანონ ხარისხიანი პირდაპირი ტრანსლიაცია მოვლენების ეპიცენტრიდან. კამერა აღჭურვილია ორი კამერით(ძირითადით და ფრონტალურით), დინამიკით, OLED-ეკრანით, უკაბელო ქსელის მოდულით და შესაძლებლობით, რომ დაუკავშირდეთ ინტერნეტს 3G-ქსელით.

JVC GX-PX1 – ფოტოკამერის და ვიდეოკამერის ჰიბრიდი
1909a28ad481
ციფრული ფოტოაპარატების უმეტესობას გააჩნია ვიდეოკამერით გადაღების შესაძლებლობაც, მაგრამ კომპანია JVC-მ გადაწყვიტა შეექმნა უნიკალური მოწყობილობა, რომელიც შეითავსებს ფოტოს და ვიდეოკამერის ყველაფერ საუკეთესოს. JVC GX-PX1-ს გააჩნია ფოტოაპარტის და ვიდეოკამერის შესაძლებლობები ერთად. დევაისს აქვს პატარა ზომა და 12 მეგაპიქსელიანი ობიექტივი, ასევე ცალკე ობიექტივი ვიდეოკამერისათვის. დევაისს შეუძლია გადაიღოს ვიდეო 60 FPS-ით და 1920 1080-ზე გაფართოვებით, მაგრამ ხარისხის შემცირების შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ 300 კადრი წამში. ფოტოაპარატის რეჟიმში ეს მაჩვენებელი მცირდება 30-მდე. ამეების გარდა ამ დევაისს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ღირსებაც აქვს.

Loofa – მანათობელ კამერა ბავშვების მისახედათ
Loofa Organic Shaped Baby Monitor
ჩვენს დროში არის ბევრი მრავალფეროვანი ნივთი ბავშვების მისახედათ და მოსავლელათ, მაგრამ მათ შორის ყველაზე საყვარელი და უცნაური არის ლამპარი სახელწოდებით Loofa, რომელიც ამავდროულად არის ვიდეოკამერაც. დიახ, ეს არის ის ჭაღი რომელიც შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ბავშვის საძინებელ ოთახში და თან უყუროთ კამერით ბავშვს, ვიდეო გადაიცემა მშობლის კომპიუტერში ან ტელეფონში უკაბელო ქსელით. Loofa-ს ერთ-ერთი უმთავრესი პლიუსი ასევე არის მისი საყვარელი გარეგნობა და ფერების მრავალფეროვნება.

Bellami HD-1 Digital Super 8 – ვიდეოკამერა რეტროს სტილში
962f8e67b54c
დღეს ცნობილმა ბევრმა რეჟისორმა თავიანთი კარიერა დაიწყეს პატარა ვიდეორგოლების ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებით 8 მილიმეტრიანი კამერების საშუალებით. საბოლოო ჯამში ეს კამერები გახდნენ მიზეზები დღეს დიდებული ადამიანების კარიერის დაწყებისა, ამავდროულად ეს კამერები ასოცირდებიან გასული საუკუნის 70-იან წლებთან. იაპონურმა კომპანია Сhinon-მა გადაწყვიტა დაებრუნებინა თანამედროვე ელექტრონიკაში იმ დროის სტილისტიკა, მან გამოუშვა მოწყობილობა სახელწოდებით Bellami HD-1 Digital Super 8. Bellami HD-1 Digital Super 8-ის ტექნიკური მხარე საკმაოდ თანამედროვე რასაც ვერ ვიტყვით მის გარეგნობაზე. ვიდეოკამერას გააჩნია 21 მეგაპიქსელიანი მატრიცა 8 მილიმეტრიანი ობიექტივით. მოწყობილობას შეუძლია გადაიღოს 2K ვიდეო სიხშირით 30 კადრი წამში.

Bublcam – პანორამული კამერა
c1119e7e7507
დღევანდელ ბაზარზე ყველაზე ხელმისაწვდომი ექშნ ვიდეოკამერა არის GoPro, მაგრამ არის მეორე ვიდეოკამერაც სახელწოდებით Bublcam, რომელიც ვერ უწევს მნიშვნელოვან კონკურენციას GoPro-ს, მაგრამ Bublcam-იც საკმაოდ მოთხოვნადია. Bublcam ეს არის ვიდეოკამერა რომელსაც შეუძლია გადაიღოს პანორამული ვიდეო 360 გრადუსით. სამი მათგანი გვერდებზე იყურება, ხოლო ერთი მაღლა. Bublcam-ს აქვს ბეისბოლის ფორმა. ის შეგიძლიათ მიამაგროთ ჩაფხუტს თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტომისას და ა.შ.

Canon EOS-1D C – ფოტოკამერა რომელსაც შეუძლია გადაიღოს ფილმები
6c9e712619a7
Canon EOS-1D C ეს არის ფოტოაპარატი, მაგრამ მოცემული მოწყობილობა შექმნილია პირველ რიგში ვიდეოების პროფესიონალური დონეზე გადაღებისათვის. საქმე იმაშია, რომ ეს მოწყობილობა არის მსოფლიოში პირველი ფოტოკამერა, რომელიც დახასიათების მხრივ არაფრით არ ჩამოუვარდება ვიდეოკამერას, მაგრამ სამაგიეროდ ძვირიც ღირს. Canon EOS-1D-ს შეუძლია გადაიღოს ვიდეო 4K გაფართოვებით, რაც საკმაოდ შეესაბამება მხატვრული ფილმების ვიდეოკამერებს. კამერას აქვს 18.1 მეგაპიქსელიანი მატრიცა და ორი Digic 5+ პროცესორი დამუშავებისათვის. Canon-ში სჯერათ, რომ მათი ქმნილება გახდება პროფესიონალი ოპერატორებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი, ვიდეოკამერა, ხომ მათ აძლევს საშუალებას, რომ იყვნენ მობილურები სურათის ხარისხის დაკარგვის გარეშე.

Camsports Coach – მზის სათვალეებში ჩაშენებული ექშნ ვიდეოკამერა
cc4af0c9c89a
Camsports Coach ეს არის “ჭკვიანი” სათვალეები მათთვის, ვისაც სურს ამ მოწყობილობისგან მხოლოდ ფოტოს და ვიდეოს გადაღების ფუნქციის ქონა, ამეებს კი დევაისი კარგად უმკლავდება. Camsports Coach ეს ამავდროულად მზისგან დამცავი სათვალეებიც არის, რომელიც გადაიღებს რომელიც გადაიღებს ყველა თქვენს მოქმედებას. მისი საშუალებით თქვენ გინთავისუფლდებათ ხელებიდა საერთოდ არ გევალებათ გაასწოროთ რაკურსი, ჩართოთ ან გამორთოთ და ივიწყებთ ამგვარ წვრილმანებს. საკმარისია გაიკეთოთ სათვალე და Camsports Coach ჩაიწერს ყველაფერს თავისით პირველი პირიდან.

მსგავსი ამბები

Back to top button