საკითხავი

ყავა და ხასიათი


იმის მიხედვით, თუ რომელ ყავას სვამთ, ფსიქოლოგებს შეუძლიათ გაიგონ ბევრი რამ თქვენს შესახებ. მაგალითად:

– უშაქრო, ნალექიანი ყავა უყვარს ძლიერი ხასიათის მქონე ადამიანს, არ ეშინია პასუხისმგებლობის და არ რცხვენია შეცდომების აღიარების.

– შაქრიანი ნალექიანი ყავის მოყვარულს დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს, დიდხანს ფიქრობს, აწონ-დაწონის ყველაფერს და ისე გადაწყვეტს. მეგობრის გულიზე საკუთარი ინტერესების დათმობაც შეუძლია.

– ყავა ესპრესოს მოყვარულს კონსერვატიული შეხედულებები აქვს, ძნელია მისი დარწმუნება, მტყუანსაც კი უჭირს დათმობა, მაგრამ საყვარელ ადამიანს არასოდეს გაწირავს.

– ხსნადი ყავის მოყვარულს რაციონალური აზროვნება აქვს, მიზნის მისაღწევად უმოკლეს გზებს ეძებს, ყველაფერს ასწრებს, მისით ყოველთვის კმაყოფილია ხელმძღვანელობა.

– რძიანი და შაქრიანი ყავა უყვარს გაწონასწორებულ და ჰარმონიულ ადამიანს. მას სასიამოვნო და უკონფლიქტო ხასიათი აქვს, ისიც ყველას უყვარს და არც მისი გულია ჩაკეტილი.

 

თეგები
Close
Close