ახალი ამბებიგამოგონება

პალკოჰოლი – მშრალი ალკოჰოლი


პალკოჰოლი – მშრალი ალკოჰოლი.

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიგონეს ახალი პროდუქტი, რომელსაც ეწოდება პალკოჰოლი. ეს არის ალკოჰოლური ფხვნილი და ის შეიძლება დაამატოთ სხვადასხვა სასმელებში და საკვებში. იდეა ეკუთვნის მარკ ფილიპსს. ერთ მომენტში მას მობეზრდა მძიმე ბოთლების ტარება და მოუვიდა თავში სწრაფი ალკოჰოლის შექმნის იდეა: გახსნა პაკეტი, დაამატა ფხვნილი წყალში და მაშინვე ესიამოვნა.

პალკოჰოლის შექმნამდე მარკი დიდხანს ეძებდა რაღაც მსგავსს, მაგრამ ძიებამ შედეგი არ გამოიღო და გადაწყვიტა შეექმნა ის თვითონვე. ამას დასჭირდა წლები და მეცნიერებთან თანამშრომლობა და როგორც იქნა ბოლოს, შედეგმაც არ დააყოვნა. ასე გაჩნდა ალკოჰოლური ფხვნილი. თვითონ განსაჯეთ: ეს საკმაოდ მოსახერხებელია – ერთი პაკეტი იწონის 30 გრამს და ეტევა ჯიბეში. კერძო კომპანია Lipsmark უშვებს ამ ალკოჰოლურ ფხვნილს.

პალკჰოლს მოცემულ მომენტში აქვს ექვსი გემო: ოთხი კოქტეილის და ორი სტანდარტული. პალკოჰოლის სტანდარტული გემო – “V” ვერსია, რომელიც მზადდება უმაღლესი ასორტის არყისგან, მას დისტილირებენ ოთხჯერ, ხოლო ვერსია “R” – პირველი ასორტის პუერტორიკოული რომისგან. კოქტეილური ვერსიებს აქვთ 4 გემო: ლიმონი, მოჰიტო, კოსმოპოლიტენი და პოუდერიტი.

ჯერ-ჯერობით პალკოჰოლი არ იყიდება. პროდუქციამ სულ ცოტახნისწინ გაიარა სერთიფიკაციის ყველა დონე და მიიღო ამერიკის ტერიტორიაზე გაყიდვის უფლება. მწარმოებელი კომპანიისთვის ეს მოულოდნელობა აღმოჩნდა. ისინი არ ელოდნენ, რომ პალკოჰოლი გაიყიდებოდა. დღეს ის შეგიძლიათ შეიძინოთ ინტერნეტით და ამის უფლება აქვთ 18 წელს მიღწეულ ადამიანებს.

აი ასე რეკომენდირებენ მის შერევას
შემწვარ ხორცზე კარგად წავა რომი

არაყი კარგად წავა კვერცხებზე

კოსმოპოლიტენი შეავსებს სალათებს

შემქმნელები გვახსენებენ, რომ ფხვნილი უნდა დაამატოთ გამზადებულ კერძზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი არ იქნება.

საიტებზე კომენტარების წაკითხვის შემდეგ შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ არსებობენ ისეთი მომხმარებლები, რომლებიც არჩვენ ფხვნილის გამოყენებას არა მისი პირდაპირი დანიშნულებით, არამედ შესუნთქვით. პროდუქტის მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს, რადგან ამას შეიძლება მოყვეს არცისე სასიამოვნო შედეგები. თუკი სწორედ გამოიყენებთ ახალ პროდუქტს, მაშინ მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება ეფექტით.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close