არქივი

10 მითი ინტროვერტების შესახებ

4c3935689a50
ბრალდებების უმეტესობა, რომლებიც ინტროვერტების სულებს ატყდებათ, ზედმეტად გადაჭარბებულია. მე შევეცდები ამ აზრების და ბრალდებების დამსხვრევას.

მითი 1 – ინტროვერტებს არ უყვართ ლაპარაკი
ეს ასე არ არის. უბრალოდ ისინი არ ლაპარაკობენ, თუკი მათ არაფერი აქვთ სათქმელი. მათ არ უყვართ უაზროდ ყბედობა. თუკი მათ დაელაპარაკებით რაღაცაზე, რაც მათთვის ძლიერ საინტერესოა, მაშინ მათი გაჩერება შეუძლებელია.

მითი 2 – ინტროვერტები მორცხვები
სიმორცხვეს არანაირი კავშირი არ აქვს ინტროვერსიასთან. ინტროვერტებს არ ეშინიათ ხალხის, მაგრამ კონტაქტისთვის საჭიროა მიზეზი. ისინი არ ურთიერთობენ მხოლოდ ურთიერთობისთვის. თუკი გსურთ დაელაპარაკოთ ინტროვერტს, უბრალოდ დაელაპარაკეთ მას, არ შეგეშინდეთ, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოთ უზრდელათ.

მითი 3 – ინტროვერტები უხეშები
ინტროვერტები ხშირად ვერ ხედავენ მიზეზებს ცერემონიისთვის და თავაზიანობის გაცვლისთვის. მათ სურთ, რომ ყველა იყოს პატიოსანი და მართალი მათ მიმართ. სამწუხაროდ ეს ბევრ შემთხვევაში მიუღებელია, ამიტომაც ინტროვერტებს უწევთ ზედმეტი ძალის მოშველიება და ეს მათთვის დამღლელია.

მითი 4 – ინტროვერტებს არ უყვართ ადამიანები
პირიქით, ინტროვერტები დიდად აფასებენ იმ ზოგიერთ მეგობრებს, რომლებიც მათ ყავთ. მათ შეუძლიათ ჩამოთვალონ ახლო მეგობრები ერთი ხელის თითებზე. თუკი თქვენ გაგიმართლათ და ინტროვერტის მეგობარი ხართ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გყავთ ერთგული მოკავშირე. როგორც კი თქვენ მის პატივისცემას დაიმსახურეთ როგორც მნიშვნელოვანი ადამიანი, ინტროვერტი მუდამ თქვენთანაა.

მითი 5 – ინტროვერტებს არ უყვართ საზოგადოებაში გამოსვლა
სრული სისულელეა ესეც. ინტროვერტებს არ უყვართ საზოგადოებაში გამოსვლა დიდიხნით. ისინი ძალიან სწრაფად ითვისებენ ინფორმაციას და ამიტომაც მათ არ სჭირდებათ დიდი დროის გატარება საზოგადოებაში, რომ იყვნენ “თემაში”. ისინი წავლენ სახლებში, რომ გადაიტვირთონ და გადახარშონ მიღებული შთაბეჭდილებები. სიმშვიდით გადატვირთვა ინტროვერტებისთვის საციცოხლოდ მნიშვნელოვანია.

მითი 6 – ინტროვერტებს სურთ მუდმივად მარტო ყოფნა
ინტროვერტებს ძლიერ სიამოვნებთ კომფორტულად ერთ-ერთზე ყოფნა თავიანთი აზრების წინ. ისინი ბევრს ფიქრობენ. ისინი ოცნებობენ. მათ მოსწონთ, როდესაც არის პრობლემა, რომელზეც მუშაობა მათ შეუძლიათ, დავალებები, რომლების გადაწყვეტაც მათ შეუძლიათ, მაგრამ მათაც შეუძლიათ თავი იგრძნონ მარტოებათ, თუკი მათ არავინ არ ყავთ, ვისაც ისინი თავიანთ აღმოჩენებს გაუზიარებენ. მათ სჭირდებათ გულწრფელი ურთიერთობები მხოლოდ ერთ ადამიანთან.

მითი 7 – ინტროვერტები – უცნაურები
ინტროვერტების უმეტესობა – ინდივიდუალისტიია. ისინი არ მიყვებიან ბრბოს. ისინი ამჯობინებენ, რომ მათ აფასებდნენ თავიანთი ცხოვრების უცნაური სტილით. ისინი ფიქრობენ საკუთარი თავებით და ამიტომაც ხშირად დუელში იწვევენ იმას, რაც ითვლება ნორმალურად. ისინი არ იღებენ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმისდა მიხედვით, თუ რა არის პოპულარული და მოდური.

მითი 8 – ინტროვერტები – ჩაკეტილი საოცრებები
ინტროვერტები ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პირველ რიგში კონცენტრირებულები არიან შინაგანზე და დიდ ყურადღებას უთმობენ აზრებს და ემოციებს. ეს არ არის ის, რომ ისინი ყურადღებას არ აქცევენ გარშემო რაც ხდება, უბრალოდ მათთვის თავიანთი შიდა სამყარო უფრო საინტერესო და სასარგებლოა.

მითი 9 – ინტროვერტებს არ შეუძლიათ გართობა და დასვენება
ინტროვერტები როგორც წესია ისვენებენ სახლში ან ბუნებაში და არა ხმაურიან საზოგადოებრივ ადგილებში. მათ არ უყვართ ძლიერი გრძნობები და ადრენალინი. თუკი გარშემო ბევრი საუბარი და ხმაურია, ისინი იკეტებიან.

მითი 10 – ინტროვერტებს შეუძლიათ “გამოსწორდნენ” და გახდნენ ექსტრავერტები
მსოფლიო ინტროვერტების გარეშე იქნებოდა მსოფლიო მცირე რაოდენობის მეცნიერებით, მუსიკოსებით, მხატვრებით, პოეტებით, კინემატოგრაფისტებით, ექიმებით, მათემატიკოსებით, მწერლებით და ფილოსოფოსებით. ინტროვერტებს არ შეუძლიათ “გამოსწორდნენ” და იმსახურებენ პატივისცემას თავიანთი თანდაყოლილი ტემპერამენტის და სარგებლობის გამო, რომელიც მათ მოუტანეს კაცობრიობას. სხვათაშორის Silverman (1986) კვლევამ აჩვენა, რომ ინტროვერტების წილი მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს შორის ძალიან მაღალია.

მსგავსი ამბები

Back to top button