არქივი

15 ყველაზე დიდი ტექნოგენური კატასტროფა

69719427575b
15 ყველაზე დიდი ტექნოგენური კატასტროფა.

5794ed297332
ქასლ ბრავო (1954 წლის 1 მარტი)
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1954 წელს ჩაატარა ატომური ბომბის გამოცდა ათოლ ბიკინიზე, მარშალოვანი კუნძულების მახლობლად. ის იყო ჰიროსიმას აფეთქებაზე ათასჯერ მეტი. ეს იყო აშშ-ს მთავრობის ექსპერიმენტი ნაწილი. ზარალი უდიდესი იყო, დიდი ზაინი მიადგა 11265.41 კვადრატული კილომეტრის გარემოს და განადგურდა ფაუნის 655 წარმომადგენელი.

8ca32bc14781
კატასტროფა სევესოში (1976 წლის 10 ივლისი)
მრეწველობითი კატასტროფა მილანიდან შორი-ახლოს მოხდა ტოქსიკურ-ქიმიური ნარჩენების გარემოში გადაყრის გამო. მწარმოებლური ციკლის დროს ტრიქლორფენოლის მიღებისას წარმოიქმნა მავნე ნივთიერების ღრუბელი, რომელიც შემდეგ ატმოსფეროში მოხვდა. მავნე ნივთიერებმა მალევე იმოქმედეს ფლორაზე და ფაუნაზე, განსაკუთრებით კი ქარხანასთან ახლოს მყოფებზე. 10 დღის განმავლობაში იმალებოდა ქიმიური ნივთიერებების გაჟონვის ფაქტი. სიმსივნით დაავადებები გაიზარდა, რაც დაამტიკა მკვდარ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა. პატარა ქალაქის სევესოს მცხოვრებლებს დაეწყოთ გულის უცნაური პათოლოგიური დაავადებები.

59b63e1958b1
კატასტროფა სამმილიან კუნძულზე (1979 წლის 28 მარტი)
ატომური რეაქტორის ნაწილის დაზიანებამ სამმილიან კუნძულზე, პენსილვანიაში გამოიწვია გაურკვეველი რაოდენობის რადიოაქტიური გაზების და იოდის გარემოში გავრცელება. კატასტროფა მოხდა პერსონალის შეცდომების გამო და ასევე ტექნიკური გაუმართავების გამო. ბევრი კამათობდა დაბინძურების მასშტაბებზე, მაგრამ ოფიციალური მონაცემებს ოფიციალური ორგანოები მალავდნენ, რომ არ გაევრცელებინათ პანიკა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ დაბინძურება იყო უმნიშვნელო და არ შეეძლო ზიანის მიყენება ფლორისთვის და ფაუნისთვის, მაგრამ 1997 წელს მონაცემები ხელახლა შეისწავლეს და გაკეთდა დასკვნა, რომ ისინი ვინც ცხოვრობდნენ რეაქტორის მახლობლად 10-ჯერ უფრო დიდი ადგილი ჰქონდა კიბოსა და ლეიკემიის წარმოქმნას, ვიდრე სხვებს.

f2cdcd1bc907
ნავთობის დაღვრა ტანკერიდან ექსონ ვალდესი (1989 წლის 24 მარტი)
კატასტროფის შედეგად კომპანია “ექსონ ვალდესის” ტანკერის მიერ ოკეანეში, ალიასკის რაიონის მახლობლად დაიღვარა უზარმაზარი რაოდენობის ნავთობი, რამაც გამოიწვია 2092,15 კილომეტრიანი სანაპირო ხაზის დაბინძურება. გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ეკოსისტემას და დღესაც კი არ არის ის აღდგენილი. 2010 წელს აშშ-ს მთავრობამ განაცხადა, რომ ზიანი მიადგა 32 სახეობის გარეულ ცხოველსა-ფრინველსა თუ წყლის მაცხოვრებლებს და მხოლოდ 13 სახეობის აღდგენა მოხერხდა.

0e2877f3c2bd
Horizon Oil-ის ნავთობის პლათფორმის აფეთქება (2010 წლის 20 აპრილი)
ნავთობის პლათფორმის – Deepwater Horizon-ის აფეთქებამ და ჩაძირვამ მექსიკის ყურეში გამოიწვია 4.9 მილიონი ბარელის ნავთობის და გაზის გაჟონვა. მეცნიერების სიტყვების მიხედვით ეს კატასტროფა გახდა აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი და თან წაიყოლა 11 მუშის სიცოცხლე. ზიანი მიადგა ოკეანის ბინადრებსაც. დღემდე აღრიცხავენ ყურის ეკოსისტემის დარღვებს.

28d83f33dec1
ლავ-ქანალის კატასტროფა (1978)
შტატ ნიუ-იორკში, ნიაგარა-ფოლსში, დაახლოებით 100 სახლი და ადგილობრივი სკოლა აშენდა იმ ადგილას სადაც წარსულში ხდებოდა სამრეწველო და ქიმიური ნარჩენების გადმოყრა. დროთა განმავლობაში ქიმიკატებმა ამოჟონეს ზემოთ წყალთან ერთად. ხალხმა დაიწყო სახლების წინ პატარა რაღაც შავი ჭაობისებური ლაქების შემჩნევა, როდესაც გაკეთდა ანალიზები, აღმოაჩინეს 82 ქიმიური შენაერთი, რომელთაგან 11 იყვნენ კანცეროგენული ქიმიკატები. ლავ-ქანალის მაცხოვრებლებს დაემართათ ისეთი სერიოზული დაავადებები როგორიცაა ლეიკემია, ხოლო 98 ოჯახს შეეძინა ისეთი შვილები, რომლებსაც თან დაჰყვათ სერიოზული პათოლოგიები…

7b71212cc1b0
ანისტონის ქიმიური დაბინძურება, ალაბამა (1929-1971)
ანისტონის იმ რაიონში, სადაც აგრარულმა და ბიოტექნოლოგიურმა გიგანტმა მონსანტომ პირველად აწარმოა ნივთიერებები, რომლებიც იწვევდნენ ონკოლოგიურ დაავადებებს, გაურკვეველი მიზეზების გამო მოხდა მათი გადაყრა მდინარე სნოუ ქრიქში. ანისონტას მოსახლეობა ძლიერ დაზარალდა. ზემოქმედების შედეგად გაიზარდა დიაბეტით და სხვა პათოლოგიური დაავადებების პროცენტული რიცხვი. 2002 წელს მონსანტომ გადაიხადა 700 მილიონი დოლარი ზარალის კომპენსაციისათვის სამაშველო სამუშაობისათვის.

1a75d137adf8
სანავთობო ხანძრები ქუვეითში(1991 წლის იანვარ/თებერვალი)
სამხედრო კონფლიქტისას სპარსეთის ყურეში სადამ ჰუსეინმა გადაწვა 600 ნავთობის ჭაბურღილი ქუვეითში, რომ შეექმნა მომწამვლელი კვამლი მთელი 10 თვის განმავლობაში. ითვლება, რომ ყოველდღიურად იწვოდა 600-დან 800-მდე ტონა ნავთობი. ქუვეითის ტერიტორიის 5 პროცენტი დაიფარა ნამწვით, შინაური პირუტყვი იხოცებოდა ფილტვების დაავადებებით, ხოლო ქვეყანაში გაიზარდა კიბოთი დაავადებულების რიცხვი.

71e353b8c8cc
აფეთქება ქიმიურ ქარხანა ცზილინზე (2005 წლის 13 ნოემბერი)
ქიმიურ ქარხანა ცზილინზე დაიქუხა რამდენიმე მძლავრმა აფეთქებამ. გარემოში გავრცელდა ბენზოლის და ნიტრობენზოლის უზარმაზარი რაოდენობა, რომელსაც გააჩნდა დამღუპველი ტოქსიკური ეფექტი. კატასტროფამ გამოიწვი ექვსი ადამიანის დაღუპვა და 70-ის დაშავება.

1c0b33892648
თაიმს-ბიჩის დაბიძნურება, მისური (1982 წლის დეკემბერი)
ნავთობის გაფრქვევამ, რომელიც შეიცავდა ტოქსიკურ დიოქსინს, გამოიწვია პატარა ქალაქის სრული განადგურება მისურიში. მეთოდი გამოიყენებოდა როგორც გზის ირიგაციის ალტერნატივა, რომ გაესუფთავებინათ გზებიდან ნაგავი. საქმეები უფრო გართულდა, როდესაც მდინარე მერემექის საშუალებით ტოქსიკური ნავთობი გავრცელდა მთელ სანაპიროზე. მაცხოვრებლები მოქცნენ დიოქსინის ზემოქმედების ქვეშ და იტყობინებოდნენ იმუნიტეტის და კუნთების პრობლემებზე.

cb0dcb0313d0
დიდი კვამლი (1952 წლის დეკემბერი)
ქვანახშირის წვისგან შექმნილმა კვამლმა და ქარხნებიდან გადმოყრილმა ნაგავმა დაფარა სრულიად ლონდონი. საქმე იმაშია, რომ როდესაც ცივი ამინდები დადგა მოსახლეობამ მასიურად დაიწყო ქვანახშირის წვა თავიანთ ღუმელებში, რომ სახლები დაეთბოთ. მწარმოებლური და საზოგადოებრივი ნაგვის შერევვამ ატმოსფეროში გამოიწვია სქელი კვამლის წარმოქმნა და მხედველობის გაუარესება, ხოლო 12000 ადამიანი დაიღუპა ტოქსიკური ნამწვის შესუნთქვის გამო.

d06cac2cd956
მინამას ყურის მოწამვლა, იაპონია (1950-იანები)
პლასტმასის 37 წლიანი წარმოების განმავლობაში ნავთობქიმიკურმა კომპანია Chisso Corporation-მა გადაყარა 27 ტონა თუთია მინამატას ყურეში. საქმე იმაშია, რომ მოსახლეობა ამ ყურეში თევზაობდა და არ იცოდნენ ქიმიური ნარჩენების არსებობის შესახებ, ხოლო თუთიით მოწამლულმა თევზებმა დიდი ზიანი მიაყენეს პატარა ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც მიირთმევდნენ მინამატას ყურეში დაჭერილ თევზებს, ამ კატასტროფამ შეიწირა 900-ზე მეტი ადამიანი სიცოცხლე რეგიონში.

d10a3a92ae2c
ბჰოპალის კატასტროფა (1984 წლის 2 დეკემბერი)
ქარხნიდან ტოქსიკური მეთანის იზოცინატის გაჟონვა Union Carbide-ის პესტიციდების წარმოებისას ბჰოპალში, ინდოეთში მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე დამღუპველი ტექნოგენური კატასტროფის ეპიცენტრად მიწაზე წარმოების მთელ ისტორიაში. 27 ტონა ტოქსიკური გაზის გაჟონვა მოხდა ღამით, რაიონში, სადაც ცხოვრობდა 900000 ადამიანი. ადამიანებს აღვიძებდა ხველა და სუნთქვის გართულება. დაიღუპა დაახლოებით 23000 ადამიანი.

18094ac54e23
ჩერნობილი (1986 წლის 26 არილი)
რადიაციული დასხივების შესახებ, რომელიც მოხდა ატომური რეაქტორის აარიის და ხანძრის შედეგად ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მთელმა მსოფლიომ იცის. მას უწოდეს ყველაზე საშინელი კატასტროფა ატომურ ელექტროსადგურზე მთელი ისტორიის განმავლობაში. მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ატომური კატასტროფის შედეგად რადიაციის მაღალი დონისა და სიმსივნეების გამო.

1b40e6b18586
ფუკუშიმას ავარია (2011 წლის 11 მარტი)
9-ბალიანი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ, რომლებიც თავს დაატყდა იაპონიას, ფუკუშიბას ატომური ელექტროსადგური Daiichi დარჩა ელექტროენერგიის გარეშე და დაკარგა რეაქტორის გაციების შესაძლებლობა ატომური საწვავით. ამან გამოიწვია დიდი ტერიტორიის და აკვატორიის რადიოაქტიური დასხივება. 200 ათასზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული, რადგან ამ ადამიანებს დაეწყოთ მძიმე დაავადებები დასხივების გამო. კატასტროფამ კიდევ ერთხელ დააფიქრა მეცნიერები ატომური ენერგიის საფრთხეზე და ალტერნატიული ელექტროსადგურების შექმნის აუცილებლობაზე. ალბათ ყველამ წარსულის შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

Back to top button