გასართობიკრეატივიუცნაური

ტოპ-10: სელებრითების უცნაური ჰობი, ნაწ II


მსოფლიოში უამრავი ადამიანია, უამრავ ადამიანს აქვს უცნაური ჰობი. სელებრითებიც არ განსხვავდებიან ჩვეულებრივი მოკვდავებისაგან ამ კუთხით. გთავაზობთ, სელებრითების ყველაზე უცნაური ჰობის- ცნობილი ადამიანების რაიმე გატაცებას, საქმიანობას, რომელსაც მიმართავენ დასვენების დროს, საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ის, რაც ერთი ადამიანისთვის პროფესიაა, შეიძლება მეორე ადამიანისთვის იყოს ჰობი, მაგალითად შშოპინგებზე სიარული, ან კალმახების ჭერა. გასულ წელს, 2013 წელს გამოვაყვეყნე ცნობილი სელებრითების სასაცილო ჰობი, მაგ: ამერიკული როკ-ჯგუფის „Red Hot Chili Peppers“-ის ჰობი, არისს ავსტრალიელი პოპ მომღერალის -კაილი მინოუგის ჰობი, ბილ უამენის “Rolling Stones” -ის წევრის სასაცილო ჰობი და სხვ.
ყველა ადამიანის ცხოვრება ინდივიდუალურია, ყველას აქვს საკუთარი აზრი, საკუთარი შეხედულებები და საკუთარი ჰობი; ამ პოსტში კი წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს უჩვეულო და სასაცილო ჰობით :


1. ნიკოლ კიდმანი (Nicole Kidman) – ჰობი: იუდეის მონეტები.
როდესაც ნიკოლი არ არის გადაღებებზე, ცდილობს გაამდიდროს თავისი კოლექცია ძველი იუდეის მონეტებით. ის მთელ თავისუფალ დროს უთმობს თავის კოლექციის გამდიდრებას, ხოლო ამჟამად ცდილობს შეიძინოს მონეტა, რომელიც მოჭრილია იუუდეის პირველი ომის დროს, როცა ებრაელები რომალების წინააღმდეგ აჯანყდნენ. ამ დრომდე მხოლოდ ორი ასეთი მონეტაა შემონახული. ერთ-ერთი ისრაელის მუზეუმში ინახება, რომელიც დაზიანებულია, მეორე კი, რომელიც გაიყიდა ნიუ- იორკში $ 1,1 მილიონ დოლარად, წარმოადგენს უძველესი მონეტის სრულყოფილ ეგზემპლარს. ნიკოლ კიდმანი მთელი ძალისხმევით ცდილობს სრულყოფილი ეგზემპლარის – „შეკელის“ მფლობელი გახდეს…


2. მსახიობი კიფერ საზერლენდი (Kiefer Sutherland) – ჰობი: გიბსონის გიტარები (Gibson).
კიფერი შეიძლება ჩაითვალოს გიბსონის გიტარების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კოლექციონერად. ბოლო მონაცემებით, მის მფლობელობაშია 38 გიტარა, რომლებსაც ინახავს თავის სტუდიაში. ამ მუსიკალური ინსტრუმენტებისადმი სიყვარული მას გაუჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პირველად წავიდა ჯიმი პეიჯის კონცერტზე. „ჯიმი“ პეჯი იყო ინგლისელი გიტარისტი, კომპოზიტორი და პროდიუსერი, რომელმაც დააარსა ინგლისური როკ-ჯგუფი ლედ ზეპელინი.


3. ბრედ პიტი (Brad Pitt) – ჰობი: მხატვრული ლითონის ჭედვა.
გულში, თითოეული ჩვენთაგანი ხელოვნების კრიტიკოსია, ასევეა ბრედ პიტიც.
მისი ჰობია – მხატვრული ლითონის ჭედვა. გარდა ამისა, ცნობილი მსახიობი სურათების დიდი მოყვარულია, იყო შემთხვევა, როდესაც პიტმა დაუფიქრებლად გადაიხადა $ 1 მილიონი ამერიკული დოლარი გერმანელი მხატვრის, სიურეალისტური შემოქმედის- ნეო რაუხას (Neo Rauch) სურათში.


4. ტომ ჰენქსი (Tom Hanks) – ჰობი: საბეჭდი მანქანები და აქსესუარები.
ტომ ჰენქსის განკარგულებაშია 200-ზე მეტი საბეჭდი მანქანა. მისი გატაცება საბეჭდი მანქანებით იმდენად ძლიერია, რომ პრემიერის – Larry Crowne-ის მხარდასაჭერად ერთერთი ტურის დროს, ტომმა მოახერხა თან წაეღო მისი საყვარელი – პორტატული საბეჭდი მანქანა „Corona“.


5. ანჯელინა ჯოლი (Angelina Jolie) – ჰობი: დანები.
12 წლის ასაკიდან ანჯელინა ჯოლის არ შეუწყვეტია დანების შეგროვება. პირველად, ჯოლიმ საჩუქრად მიიღო დანა დედამისისგან. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მისი ვაჟიც მადოქსიც (Maddox) ასევე დაინტერესებულია დანების შეგროვება -კოლექციით. ხოლო თვით ჯოლის მოსწონს ფოლადის დასაკეცი დანები -420HC ფოლადი, 10 სმ-იანი პირით და თერმოპლასტიკატის ტარით, ასევე ბრაუნინგის დანები -3G ლამინირებული ფხვნილოვანი ფოლადის და სპილოს ძვლის ან მიკარტის ტარით …


6. მომღერალი როდ სტიუარტი (Rod Stewart) – ჰობი: მატარებლების მოდელები
რა თქმა უნდა, სათამაშო მატარებლების მოდელების შეგროვება- კოლექცია არ არის განსაკუთრებით სასიამოვნო დროსტარება, მაგრამ ის, რომ როდ სტიუარტმა აირჩია კერძოდ ამნაირი ჰობი, გამოიყურება ცოტა უცნაურად…

ნახეთ ვიდეო:


7. რიზ უიზერსპუნი (Reese Witherspoon) – ჰობი: ანტიკური თეთრეული
ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, რიზ უიზერსპუნი დაიბადა და გაიზარდა ახალ ორლეანში, ლუიზიანას შტატი. დედამისი იყო მაღაზიის მფლობელი, სადაც იყიდებოდა ქალის თეთრეული. რა თქმა უნდა, ალბათ ამან განაპირობა მისი მისწრაფება ამდენად უჩვეულო ჰობისადმი…


8. კვენტინ ჯერომ ტარანტინო (Quentin Tarantino) – ჰობი: სამაგიდო თამაშები და ფირების ასლები
კვენტინ ჯერომ ტარანტინო არის ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი. როგორც მოსალოდნელი იყო, კვენტინს ქონდა არაერთი თავისი საყვარელი ჰობი. ერთერთ ინტერვიუში, მან აღიარა, რომ იგი არის პინბოლის (სამაგიდო თამაშის) ფანატი და ტარანტინომ გადაწყვიტა საკუთარ სახლში სათამაშო ოთახის მოწყობა რამდენიმე Pinball-ის ავტომატით, რომლებზეც ყველა რეკორდი ეკუთვნის მხოლოდ მას.
მსახიობმა და რეჟისორმა ჟურნალისტს განუცხადა შემდეგი:
“მე, კვენტინ ჯერომ ტარანტინო – გამოსული ფილმების ფირების ასლებს ვაგროვებ, ეს ჩემი მეორე ჰობია, კ ინომანისთვის ამ ფირების ყურება იგივეა, რაც ჰაშიშის მოწევა. ასევე ქალის ფეხისგული ჩემი ფეტიშია. რაც უფრო მეტი ფეხისგულია კადრში, მით უკეთესია. ისინი ძალიან ტელეგენურები არიან”.


9. კლაუდია შიფერი (Claudia Schiffer) – ჰობი: მწერები
გერმანელი მოდელი, კლაუდია შიფერი უბრალოდ თაყვანს სცემს ნებისმიერი სახეობის მწერებს. მისი სახლის ინტერიოერს ამშვენებს მწერების გამოსახულებები, აგრეთვე მისი ტრიკოტაჟის ნაწარმის 2011 წლის კოლექცია მიეძღვნა ობობებს. მისი თქმით, ობობები – მისი მუზაა, სწორედ ეს მწერები შთაგონების წყარო იყო მისი კარიერის მთელ მანძილზე.

10. ჯონი დეპი (Johnny Depp) – ჰობი: ყველფრის…
უკეთესია იკითხოთ, რას არ აგროვებს (კოლექციონერობს). მისი მისწრაფებაა „კოლექციონერობა“, მამამისის თქმით, იგი დაბადებულია კოლექციონერად. გაგიკვირდებათ , მაგრამ დიდი მონდომებით აგროვებდა კბილის საბურღ მანქანებს (ბორმანქანა) თავისი აქსექსუარებებით… აგროვებდა და ეხლაც აგროვებს ხოჭოებს, ღამურებს , ტარაკანებს, ქამელეონებს; ჯონის აქვს ხოჭოების და ტარაკანების საყვარელი , კერძო მაღაზია, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის დედაქალაქ -პარიზში, კერძოდ კი პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სავაჭრო ქუჩაზე- ქუჩა: „ელისეის მინდვრებ“-ზე“. ეს ელეგანტური, ფართო ქუჩა გადის თანხმობის მოედნიდან ტრიუმფალურ არკამდე და იქ კუთხეშია მისი „ხოჭოების“ მაღაზიაც.
ასევე , საინტერესოა დეპის ნივთებ- საქონლის კოლექცია, როგორიცაა იატაკის ლამფების, ტორშერების, ჭაღების და ანტიკური „art deco“- ს ავეჯის კოლექცია.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close