კულტურაუცნაური

პანამაში აღმოჩენილი უცნაური არსება

f7a847662ea1

უცხოპლანეტელი? მუტაციის შედეგი? თუ…. ?

ინტრიგას აკიდებული ჟურნალისტები ბევრს წერდნენ არსებაზე, რომელსაც უცხოპლანეტელობასაც კი მიაწერდნენ, თუმცა სინამდვილეში ყველამ კარგად იცოდა : არსება მუტაციის შედეგად გაჩენილი ცხოველი იყო.

პირველად ის პანამელმა თინეიჯერმა ,,იპოვა.“ ახალგაზრდა ამბობდა, რომ გამოქვაბულში თამაშისას მოულოდნელად უთმო, ფერმკრთალი არსება დაინახა, თუმცა როდესაც ის მას და მის მეგობრებს თავს დაესხა, თინეიჯერებმა მისი მოკვლა გადაწყვიტეს.

ეს არ იყო ამოუცნობი ცხოველის შესახებ მოყოლილი პირველი ან უკანასკნელი ისტორია. თვითმხილველები მასზე ბევრს და, რაც მთავარია, ერთნაირად საუბრობდნენ.

Panamanian Blue Hill Monster – ასე ეძახდნენ პანამურ ბორცვის ურჩხულს მანამდე, სანამ National Geographic-ი მასზე კვლევას არ ჩაატარებდა. ორგანიზაციის წევრებმა ბიოფსიის ჩასატარებლად არსება ლაბორატორიაში გადაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ცხოველი სამთითა ზარმაცა იყო, რომელმაც სახეცვლილება პანამის დაბინძურებული წყლების მუტაციის შედეგად მიიღო.

წყარო www.dainteresdit.ge

მსგავსი ამბები

Back to top button