კულტურაუცნაური

“ქარიშხლის მბრძანებელი” – საინტერესო და უცნობი ფაქტები

71d6515be4dd
მოგესალმებით, უცნაური ბლოგის მომხმარებელნო, ჩემს მორიგ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ მორიგი ნაწილი ფილმოგრაფიიდან,  “საინტერესო და უცნობი ფაქტები”. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის, ოსკაროსანი სამხედრო დრამის, “ქარიშხლის მბრძანებლის” შესახებ.

ფილმის სათაურის ორი სიტყვა, Hurt Locker (ქართულად – ტკივილის ყუთი) ამერიკელი გამნაღმველების სლენგია და ეწოდება სიტუაციას, როდესაც გამნაღმველი მინაზე ფატალურად დგება. ფრაზა ასევე იხმარება გამოუვალი სიტუაციის სინონიმად. ფილმის რეჟისორია კეტრინ ბიგელოუ და სცენარი ეკუთვნის მარკ ბოელს. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჯერემი რენერი, ენთონი მეკი და ბრაიან ჯერატი, რომლებიც განასახიერებენ გამნაღმელებს.
c12f278b445a
ფილმი გადაღებულია იორდანიაში. ეს ქვეყანა ფილმის გადასაღებად იმდენად უსაფრთხო იყო რომ ცნობილ მსახიობებს დაცვაც არ სჭირდებოდათ, რადგან მოსახლეობა ვერც ცნობდათ მათ.

 გადაღების პირველივე კვირას ისე ცხელოდა რომ მთავარი ოპერატორი ბარი ექროიდი ავად გახდა.

ფილმს გადაღებები რამადანის დროს მოუწია, ეს ფაქტი დიდად დაეხმარა არამუსლიმ ქასთსა და ქრიუს, რადგან მათ ლოცვების განმავლობაში დიდი დრო ჰქონდათ თავიანთ ნებაზე მოსაწევად, დასალევად და ა.შ.

 მოგეხსენებათ აზიურ ქვეყნებში რამადანის პერიოდისას მსგავსი ქმედებები ციხეში ჩასმით ისჯება. ფილმის გადაღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული გადასაღები ჯგუფი და პროდიუსერებიც კი აეროპორტშივე დაკითხეს და ბარგი შეუმოწმეს.

 ოსკარების დაჯილდოვებას, სადაც ფილმი ბევრ ნომინაციაში იყო წარდგენილი სკანდალი უძღოდა, კერძოდ, ერთ-ერთმა პროდიუსერმა ნიკოლას შარტიემ ელ-ფოსტები დაუგზავნა კინოაკადემიის წევრებს, მოთხოვნით რომ მისი ფილმისთვის მიეცათ ხმები და არა “500 მილიონიანი ფილმისთვის”, ხვდებით ალბათ რა ფილმს გულისხმობდა შარტიე. კინოაკადემიამ პროდიუსერი დაბლოკა და ცერემონიალზე არ დაუშვა, თუმცა წლის საუკეთესო ფილმად დასახელების შემდეგ კუთვნილი ოსკარი შარტიემ მაინც მიიღო.
21aab3451316
 ამ ფილმის გადაღება ჯეიმს კამერონმა თავად ურჩია თავის ყოფილ ცოლს, კატრინ ბიგელოუს. “I think this could be the PLATOON for the Iraq War.” – თქვა კამერონმა და ისე აუხდა ყველაფერი როგორც ეს სიტყვები, მოგეხსენებათ ზუსტად ამ ფილმმა და კატრინ ბიგელოუმ წაართვეს დიდ ნომინაციებში ოსკარები კამერონსა და მის “ავატარს”.

ფილმის გადაღებებში სამოყვარულო 16 მმ-იანი კამერებიც გამოიყენებოდა, რაც ფილმს დოკუმენტალურობის ეფექტს ანიჭებდა. ამ კამერებით მატერიალის დაახლოებით 200 საათი იქნა გადაღებული.

ბრაიან ჯერატის პერსონაჟი – სპეციალისტი ელდრიჯი. სპეციალისტი – რიგითის უმაღლესი სამხედრო წოდებაა ამერიკის არმიაში. ის კაპრალის ეკვივალენტურია.

 ფილმის, რომლის ბიუჯეტი 15 მილიონი დოლარი იყო, კინოგაქირავებაში მსოფლიოს მაშტაბით 49 მილიონი ევრო მოაგროვა

ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა, ჯერემი რენერმა, რომელსაც ამ როლმა ოსკარზე საუკეთესო მსახიობის ნომინაცია მოუტანა, სურათში სერჟანტი უილიამ ჯეიმსის განსახიერებისთვის 65 ათასი ევრო მიიღო.

პროექტის მოსამზადებლად სცენარისტმა, მარკ ბოელმა 2004 წელს ორი კვირა გაატარა ერაყში გამნაღმველების ბრიგადასთან ერთად, მან მონაწილეობა მიიღო რეალურ სამხედრო ოპერაციებშიც.
0c000b2b8ad1
ოსკარის დაჯილდოებაზე 2010 წელს ფილმი 9 ნომინაციაში იყო წარდგენილი, სადაც 6 ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა.

ფილმის დასაწყისში გამოყენებულია ციტატა, “The rush of battle is a potent and often lethal addiction, for war is a drug.”, რომელიც კრის ჰეჯესის წიგნიდან (War Is a Force That Gives Us Meaning) ამოიღეს.

6 ოსკართან ერთად ფილმი 112 საერთაშორისო ჯილდოს და 80 ნომინაციის მფლობელი გახდა.


წყარო: IMDb.com & Kinopoisk.Ru

Jeremy

“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner “Eu faço música porque eu posso pegar meu violão e cantar, me satisfazer completamente, gratificação instantânea. Eu não preciso de um script, eu não as pessoas, eu não preciso de nada, câmeras, eu só tenho a mim mesmo e o meu violão ou teclado.” - Jeremy Renner

მსგავსი ამბები

Back to top button