უცნაური

ჯეფრი დამერი – ადამიანი, რომლის დაპატიმრებამ მთელი მსოფლიო შეძრა

8e1e77dbd7b4
ჯეფრი ლიონელ დამერი (Jeffrey Lionel Dahmer) მას ხალხი მილუოკელ კანიბალს ეძახდა. დაუნდობელი სერიული მკვლელი, კანიბალი და რაც მთავარია, ნეკროფილი… ეს პოსტიც სწორედ მასზეა.

ჯეფრი დამერი დაიბადა 1960 წლის 21 მაისს უესტ ელისში, ვისკონსინის შტატში. 8 წლის ასაკში მისი ოჯახი ოჰაიოში გადაბარგდა. ბავშვობა ჯეფრის ნორმალური ჰქონდა, თუმცა 10–დან 15 წლის პერიოდში გამოირჩეოდა არაკომუნიკაბელურობით, ჩაკეტილობით, არ გააჩნდა ჰობი… მკვდარი ცხოველების ძიებაში ველოსიპედით წრეებს ურტყამდა თავის სამეზობლოს, შემდეგ სახლში მიჰქონდა ცხედრები და ანაწევრებდა. იმავე პერიოდში ჯეფრიმ შეატყო, რომ ის განსხვავებული იყო და გოგონების მაგივრად, ბიჭები აინტერესებდა.

09cfed05e8bc

1988 წლის 25 სექტემბერს, ახალ ბინაში გადასვლიდან მეორე დღეს, ის დააპატიმრეს 13 წლის ანუკონ სინტასონფონზე ძალადობის ბრალდებით. ბიჭმა, მიუხედავად მიღებული ნარკოტიკების დიდი დოზისა, მოახერხა დამერის სახლიდან გაქცევა და მშობლების მოუყვა ყველაფერი. მეორე დღეს ჯეფრი დამერი დააპატიმრეს და მიუსაჯეს ერთი წელი გამოსასწორებელი დაწესებულებაში, სადაც მხოლოდ ღამეს ათევდა, დილით კი სამსახურში დადიოდა (ჯეფრი დამერი შოკოლადის ქარხანაში მუშაობდა).

 1978 წელს 17 წლის ჯეფრი უნებლიე მოწმე იყო მისი მშობლების მტკივნეული გაყრისა. ზუსტად იმ წელს მან მანქანაში ჩაისვა უცნობი და მოკლა. ახსნა იმით, რომ არ უნდოდა სადმე გაეშვა. მომდევნო 13 წლის განმავლობაში დამერმა გააუპატიურა, მოკლა და შეჭამა დაახლოებით 15 მამაკაცი. ხანდახან ნარჩენებს მაცივარში ინახავდა. მსხვერპლის სხეულებს კი უცნაურ პოზებში ტოვებდა, სამკუთხედის ფორმას აძლევდა…1991 წლის 22 ივნისს დამერს ერთერთი მსხვერპლი გაექცა. პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი და საშინელი სურათი ნახა. აღმოაჩინეს ადამიანის ნარჩენები, რამოდენიმე თავი და ნახევრადგახრწნილი გვამები მჟავიან ჭურჭელში. მსხვერპლების ზუსტი რიცხვი უცნობია. დამერს მთლიანობაში 937 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 2 წლის შემდეგ ერთერთმა პატიმარმა სიცოცხლეს გამოასალმა. 

1f718560ada3

1978 წელს დაწყებული მკვლელობების სერია 1991 წელს დასრულდა ამ დროის მანძილზე დამერმა შემდეგი ადამიანები მოკლა:

  • სტივენ ჰიკსი – 17 წლის. თარიღი:  18 ივნისი, 1978
  • სტივენ ტუომი – 26 წლის. თარიღი: 15 სექტემბერი, 1987
  • ჯეიმს დოქსტატორი – 14 წლის. თარიღი: 18 იანვარი, 1988
  • რიჩარდ გერერო – 25 წლის. თარიღი: 18 მარტი, 1988
  • სტივენ ტუომი – 26 წლის. თარიღი: 15 სექტემბერი, 1987
  • ჯეიმს დოქსტატორი – 14 წლის. თარიღი: 18 იანვარი, 1988
  • რიჩარდ გერერო – 25 წლის. თარიღი: 18 მარტი, 1988
  • ენტონი სირსი – 24 წლის. თარიღი: 25 მარტი, 1989
  • ედი სმიტი – 36 წლის. თარიღი: 14 ივნისი, 1990
  • რიკი ბიქსი – 30 წლის. თარიღი: ივლისი (სხვა მონაცემებით, 29 მაისი), 1990
  • ერნესტ მილერი – 22 წლის. თარიღი: 3 სექტემბერი, 1990
  • დევიდ ტომასი – 23 წლის. თარიღი: 24 სექტემბერი, 1990
  • კერტის სტროუტერი – 17 წლის. თარიღი: 18 თებერვალი, 1991
  • ეროლ ლინდის – 19 წლის. თარიღი: 7 აპრილი, 1991
  • ტონი ჰიუზი – 32 წლის. თარიღი: 24 მაისი, 1991
  • კონერაკ სინტასომფონი – 14 წლის. თარიღი: 27 მაისი, 1991
  • მეტ ტერნერი – 21 წლის. თარიღი: 30 ივნისი, 1991
  • ჯერემია ვაინბერგერი – 23 წლის. თარიღი: 5 ივლისი, 1991
  • ოლივერ ლეისი – 23 წლის. თარიღი: 15 ივლისი, 1991
  • ჯოზეფ ბრედჰოფტი – 25 წლის. თარიღი: 19 ივლისი, 1991

ჯეფრის სურდა მამაკაცის ზომბირება რათა მონად ექცია და მისი სექსუალური ფანტაზიები რეალობად ექცია, ამიტომ ის მსხვერპლს ალკოჰოლური სასმელით აბრუებდა, რომელშიც ძლიერ მოქმედი ძილის წამლები ჰქონდა წინასწარ შერეული. ჯერ კიდევ ცოცხალ მსხვერპლს თავის ქალას უხვრეტდა და მის მიერ გაკეთებულ ქიმიურ ნარევს უშვებდა ტვინში, მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო რადგან მისი მსხვერპლი მომენტალურად კვდებოდა ან თავის ძლიერი ტკივილით იღვიძებდა. 

f000f88e8107

ციხის ფსიქიატრების და ფსიქოლოგების დიაგნოზით მას აღენიშნებოდა მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დამერი ცნობილ იქნა შერაცხადად, 1992 წლის 15 თებერვალს დამნაშავედ იქნა ცნობილი 16-დან 15 მკვლელობაში და მიესაჯა სამუდამო პატიმრობა 15 ვადით. მოგვიანებით, 1978 წელს ოჰაიოში ჩადენილი მკვლელობისთვის დაემატა მე-16 სამუდამო პატიმრობა. 

სასამართლო პროცესი და განაჩენი

სასამართლო პროცესმა უდიდესი ყურადღება მიიპყრო. ეს იყო პირველი პროცესი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელევიზიით. ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, ჯეფრი დამერი არ სცნეს ფსიქიკურად შეშლილად. რა თქმა უნდა, მსგავს მკვლელობებს ნორმალური ადამიანი ვერ ჩაიდენდა, მაგრამ ექსპერტების დასკვნით ის აანალიზებდა, რომ ჩადიოდა არაკანონიერ ქმედებებს, შეეძლო ეკონტროლებინა საკუთარი ქმედებები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო მკვლელობები იყო დაგეგმილი. მხოლოდ ჩადენილი საქციელების სისასტიკე არ იყო საკმარისი პასუხისმგებლობის ასარიდებლად.

სიკვდილი
საბოლოოდ ჯეფრი დამერს 957–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (ვისკონსინში სიკვდილით დასჯა არ არის). თავის ბოლო სიტყვაში ჯეფრი დამერმა განაცხადა, რომ ის ინანიებდა ჩადენილ საქციელს და ითხოვდა სიკვდილით დასჯას. 1994 წლის 28 ნოემბერს, თანასაკნელი კრისტოფერ სკარვერი დამერს ფიზიკურად გაუსწორდა, რა დროსაც მიღებული მძიმე თავის ტრავმის გამო მილუოკელი სერიული მკვლელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ჯეფრი დამერი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ და ვერაგ მანიაკადაა აღიარებული…

4adba7aba8a3

2002 წელს დეივიდ ჯეიკობსონმა ჯეფრი დამერზე ფილმი გადაიღო (”Dahmer”) ფილმში დამერის როლს ჯერემი რენერი ასრულებს.

 

Jeremy

“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner “Eu faço música porque eu posso pegar meu violão e cantar, me satisfazer completamente, gratificação instantânea. Eu não preciso de um script, eu não as pessoas, eu não preciso de nada, câmeras, eu só tenho a mim mesmo e o meu violão ou teclado.” - Jeremy Renner

მსგავსი ამბები

Back to top button