35 ფაქტი, რომელიც შეგიცვლით წარმოდგენას გარე სამყაროზე
ქვემოთ წარმოდგენილია ოცდათხუთმეტი ფაქტი, რომელიც შეგახედინებთ სამყაროს სხვანაირად:
1. ჩარლი ჩაპლინმა ერთხელ მიიღო მონაწილეობა „ჩარლი ჩაპლინის ორეულების“ კონკურსში და დაიკავა მხოლოდ მესამე ადგილი.
2. ყველაზე ახალგაზრდა ადამიანის წლოვანება, რომელმაც ოდესმე იმშობიარა, იყო 5 წელი და ეს ფაქტი მეცნიერულად დადასტურებულია.
ნახეთ ვიდეო: 5 წლის დედას ქვია ლინა მედინა (Lina Medina), ის დაიბადა პერუში. მშობლები ფიქრობდნენ, რომ მას ქონდა სიმსივნე მუცელში და როცა მიიყვანეს ექიმთან, აღმოჩნდა რომ ის 7 თვის ორსული იყო… მედინამ გააჩინა ვაჟი გერადო (Gerado) , რომელიც ფიქრობდა, რომ მედინა იყო მისი უფროსი და…
3. 2001 წლის მონაცემებით, მონღოლთა ფლოტი შედგებოდა ერთი ბუქსირისაგან- „Sukhbaatar III“ და 7 პერსონალისაგან, ამათგან კი მხოლოდ ერთმა იცოდა კარგად ცურვა.
4. არ მოვიხმაროთ მუსკატის თხილი დიდი დოზებით; დადგენილია, რომ მუსკატის თხილი მოქმედებს როგორც ჰალუცინოგენი.
5. ქოქოსის წყალი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სისხლის პლაზმა.
6. ირლანდიის მოსახლეობა ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა ირლანდიური კარტოფილის “შიმშილობის”-გან, რომელიც მოხდა 200 წლის წინათ…
დიდი შიმშილობა, ეს არის ირლანდიის ისტორიაში პერიოდი, რომელიც გამოირჩეოდა მასობრივი შიმშილით, ავადმყოფობითა და ემიგრაციით, 1845-დან 1852 წლამდე. ის ირლანდიის ფარგლებს გარეთ ასევე ცნობილია, როგორც ირლანდიის კარტოფილის “შიმშილობა”.
შიმშილობის განმავლობაში გარდაიცვალა დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი, ხოლო შიმშილობის უშუალო მიზეზი იყო კარტოფილის დაავადება — ფიტოფტოროზი.
7. ხილის ნაყინი ჯოხზე გამოიგონა 11-წლის ბიჭმა ჩრდილოეთ ირლანდიიდან 1905 წელს.
8. რომ დაკეცოთ ქაღალდის ფურცელი 577 000-ჯერ შუაზე, ის მთვარემდე სიგრძეზეც გასწვდება.
9. საშუალო ზომის ფანქარით შეგიძლიათ დახაზოთ სიგრძით -64 კილომეტრის ხაზი.
10. შაკ ო’ნილი- Shaquille O’Neal
შაკილ ო’ნილი იყო ამერიკელი პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე, რომელმაც კარიერა 2011 წელს დაასრულა; ასევე შაკი იყო ყოფილი რეპერი და ახლანდელი ანალიტიკოსი NBA-ის ტელევიზიაში. რაც შეეხება სიმაღლეს-მისი სიმაღლეა 2.16 მ, ხოლო წონაში იყო 147 კგ, ერთერთი ყველაზე მძიმე მოთამაშე NBA-ის ისტორიაში.
უნდა აღინიშნოს, რომ 19 წლის მანძილზე, შაკმა მხოლოდ ერთხელ გაააკეთა 3 ქულიანი სროლა კალათბურთში …
11. ახალდაბადებული კენგურუ სიგრძეში დაახლოებით 2.54 სანტიმეტრია
12. ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვს- ლენინს 148 ფსევდონიმი ჰქონდა.
13. ყველაზე კარგად გაყიდვადი სსაქონელი Walmart-ის სუპერმარკეტებში არის – ბანანი.
14. მსოფლიოს ისტორიაში, ყველა ადამიანმა, ვინც მიაღწია 60 წელს, ნახევარზე მეტი, დღესდღეობითაც ცხოვრობს მოცემულ მომენტში.
15. სტატისტიკის მონაცემების თანახმად, თქვენ გაქვთ მეტი შანსი გახდეთ სავაჭრო აპარატის მსხვერპლი, ვიდრე ზვიგენის.
16. სტაფილოები ადრე იყო იასამნისფერი, მერე კი გამოიყვანეს მისი თანამედროვე ფერი- ფორთოხლისფერი.
17. თეთრი სპილო არის მიჩნეული წმინდა ცხოველად ტაილანდში. საერთოდ, სპილოები გრძნობენ წყლის სუნს 4,5 კილომეტრის მანძილზე, ხოლო თეთრი სპილო კი 5,7 კიილომეტრის მანძილზე.
18. როგორც ჩანს, მთელ მსოფლიოში, იტალიური მაფია შოულობდა დიდძალ ფულს ყალბი ზეითუნის ზეთის გაყიდვით იმდენ ხანს, რომ ყველაზე პროფესიონალი დეგუსტატორებმა არც კი იციან, თუ სინამდვილეში რა გემოსია ნამდვილი ზეითუნის ზეთი.
9.
19. აბსოლუტურად დაბრმავებული ქამელეონი ძველებურად ახერხებს გარემოსთან შესაბამისი ფერების მიღებას. ამ უჩვეულო მოვლენის ახსნა თანამედროვე მეცნიერებამ ვერაფრით შეძლო;
ნახეთ ვიდეო: ქამელეონი იღებს სხვადასხვა ფერს
და კიდევ ერთი ფაქტი ქამელეონზე: ქამელეონის ენა 1,5 ჯერ აღემატება მის სხეულს.
20. კალმარებს, რომლებსაც ტორპედოსებრი სხეული აქვთ, შეუძლიათ წყლიდან ამოხტომა 7 მეტრ სიმაღლეზე.
21. ტოკიოში არის გასართობი პარკი, სადაც შემოგთავაზებენ ნაყინს ცხენის ხორცის არომარით.
22. Castoreum -ი გამოიყენება ვანილის არომატიზატორის სახით ბევრ საკონდიტრო წარმოებაში: სხვადასხვა ტკბილულში და საცხობ პურპროდუქტებში. ფაქტიურად, ის არის თახვის ანლური ჯირკვლებიდან გამოყოფილი ნივთიერებები.
23. კალმარებს და რვაფეხებს 3 გული აქვთ
კალმარი
24. მაკდონალდსი ყიდის 1 წამში – 75 ჰამბურგერს, ყოველდღე…
25. დამარბილებელი L-cysteine, რომელიც გამოიყენება პურის ზოგიერთ სახეობაში, მზადდება იხვის ბუმბულისაგან …
26. არაქისი არ არის თხილი, ეს არის პარკოსანთა ოჯახის მცენარე …
27. Segway PT – არის ორ ბორბლიანი, ელექტრო სკუტერი, რომელიც გამოიგონა დინ კეიმენმა (Dean Kamen) და წარმოებულია Segway Inc-ის მიერ, ნიუ-ჰემპშირში (New Hampshire, Nh), შტატი აშშ-ში.
Segway-ის მფლობელმა ვერ დაიმორჩილა თავისი Segway-ი და გადავარდა კლდიდან.
28. ზარმაცები , ზოგჯერ შეცდომით მოეჭიდებიან თავიანთ ფეხებს ხის ტოტების ნაცვლად, რის შედეგადაც იღუპებიან …
ნახეთ ვიდეო:
ზარმაცები არც ისე მიმზიდველი გარეგნობის, მოუხერხებელი და ზანტი არსებები არიან, ზარმაცები მხოლოდ ხის ფოთლებით იკვებებიან, რაც რთული გადასამუშავებელია – საკვების გადამუშავებას ზარმაცა ერთ თვეზე მეტს ანდომებს, ზარმაცას სიზარმაცეში დამნაშავე მისი კვების რაციონია. ზარმაცები “ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად” კვირაში ერთხელ გადიან. მიზეზი კი ამის არის ის, რომ ამისათვის მათ ხიდან ჩამოსვლა უწევთ, რაზეც დიდი ენერგია იხარჯება; თავშეკავებას არიან მიჩვეულნი… ზარმაცა იმდენად იშვიათად მოძრაობს, რომ მისი ბეწვი მწერებისათვის თავშესაფრადაა ქცეული.
ნახეთ ვიდეო:
29. არსებობს იმდენად დიდი სასაწყობე შენობები, რომ მათ საკუთარი „ამინდის პროგნოზიც „ კი გააჩნიათ. მაგალითად, NASA-ს (ჰაერნაოსნობის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო -აშშ) აქვს საცავი- საწყობი, სადაც რეალურად გროვდება წვიმის ღრუბლები. ..
30. 30 წლის მანდილოსანი- ბავშვის სხეულში
30 წლის მანდილოსანი- ბავშვის სხეულში
31. თუ დედამიწის ნებისმიერი მოლეკულებს შორის არ იქნებოდა არანაირი სივრცე, ის იქნებოდა ზომით – ჩოგბურთის ბურთის ხელა.
32. როდესაც ადამიანი იღებს თირკმლის ტრანსპლანტანტს, ექიმები ჩვეულებრივ ტოვებენ თავდაპირველ, ნამდვილ თირკმელს ორგანიზმში, ხოლო მესამეს ათავსებენ მენჯის არეში.
33. საინტერესოა, ამერიკის კონტინენტის ქვეყნები ჰონდურასი (Honduras) და სალვადორი (Salvador) ერთმანეთს ებრძოდა ფეხბურთის მატჩის გამო. ყველაზე პატარა და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა – სალვადორი სახელმწიფოა ცენტრალურ ამერიკაში; სალვადორს სამხრეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, აღმოსავლეთით კი — ჰონდურასი.
34. წინასწარმეტყველების მშრალი ნამცხვრები ფაქტობრივად გამოიგონეს ამერიკაში, ხოლო ჩინეთში „მშრალი ნამცხვრები“ ითვლებოდა , როგორც ამერიკის სიმბოლო… ამერიკაში ამერიკის სიმბოლოა “თავისუფლება მსოფლიოს განმანათლებელი “- ესაა ქანდაკების სრული დასახელება, რომელსაც მთელი მსოფლიო თავისუფლების ქანდაკებად იცნობს.
35. აშშ-ს საჰაერო ძალები არის მსოფლიოში უდიდესი საომარი საჰაერო ძალები, ხოლო აშშ-ის საზღვაო ფლოტის ძალები სიდიდით მეორეა საომარი საჰაერო ძალების შემდეგ.