საკითხავისასარგებლოუცნაური

იცოდით თუ არა, რომ?

საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტების მორიგი კრებული უცნაურზე

-სპილოს ხორთუმი 5 ლიტრ წყალს იტევს.

-ვეფხვს არა მარტო ტყავი აქვს ზოლებიანი, არამედ კანიც.

-მხედველობისთვის სასარგებლოა სტაფილოს წვენის მიღება.

-დანა 100 000 წლით მეტი ხანისაა ჩანგალზე, რომლის გამოყენებაც 350 წლის წინათ დაიწყეს.

-ყველაზე მოხუცი ხე მსოფლიოში არის მუხა, სახელად მოხუცი, რომელიც 2000 წლისაა ის ცხოვრობს ლიტვაში

-ამერიკაში არიან ობობები, რომელთა აბლაბუდაში სამი ფერის ძაფია: შავი, წითელი და ყვითელი.

– როიალის დასამზადებლად 1500 მ. სიგრძეის მავთულია საჭირო.

-ნესტრით ერთი ჩხვლეტისას ფუტკარი 0.02-0.03 მილიგრამ შხამს გამოყოფს. ადამიანისთვის სასიკვდილო დოზა 0.2 გრამია

-გველების 2500-მდე სახეობა არსებობს. საქართველოში მათგან 20-ია გავრცელებული.

-ადამიანის მარჯვენა ფილტვი მარცხენაზე მეტ ჰაერს იტევს.

-1812 წელს ქალაქ ბერმონდში დაარსდა პირველი საკონსერვო საწარმო.

-ლურჯ ვეშაპს ადამიანზე 400 ჯერ დიდი ფილტვები აქვს. დედამიწის ყველაზე დიდ ძუძუმწოვარს ერთ ჯერზე ჩასუნთქული ჰაერი წყალქვეშ ნახევარი საათი ყოფნის.

-სიმინდის ბურბუშელას დამზადების რეცეპტი ჯონ კელოვის შექმნილია.

-ლიმონი უფრო მეტ შაქარს შეიცავს, ვიდრე მარწყვი.

-ტარიფი ხმელთაშუა ზღვის კუნძულია, სადაც პირველად შემოიღეს გადასახადი პორტში გემის დგომისთვის.

-კონტინენტთაშორისი ზღვებიდან შავი ზღვა ყველაზე ღრმაა. მისი უდიდესი სიღრმე 2245 მეტრია.

-ბათუმის გრძედი და განედი ერთნაირია. ბათუმი მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 42-ე პარალელზე და აღმოსავლეთ გრძედის ასევე 42-ე პარალელზე.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close