საკითხავისასარგებლო

განძი რომელსაც უშედეგოდ ეძებენ

მეცნიერების აზრით, მიწისა და ზღვის ფსკერზე 900 მილიარდი დოლარის საგანძური ინახება. მოკლედ, განძთმაძიებლებს გამდიდრების შანსი აქვთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმდიდრეებიდან რომელიმეს მიაგნებენ.

ინკების განძი

ესპანელმა კოკისტადორმა პისარომ ინკების იმპერატორი ატაულპა შეიპყრეს და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ მსახურებს 2 თვის განმავლობაში ოქროთი იმ ოთახის ავსება მოსთხოვა, რომელშიც იმპერატორი იყო გამომწყვდეული, ოთახის ოქროთი ავსებას ცოტაღა აკლდა, მაგრამ იმპერატორი მაინც მოკლეს. ამ დროს კი, მის მსახურებს ოქროთი დატვირთული 11 ათასი ლაბა მოჰყავდათ.

მაკენას ოქრო

10 მილიარდ დოლარადაა შეფასებული აცტეკების იმპერატორის, მონტესუბას სიმდიდრე, რომელსაც უკვე 450 წელია ეძებენ. ცნობილია განძის ზუსტი მისამართიც – შტატ იუტას ქალაქ კანაბის მახლობლად მდებარე თეთრი მთის შემოგარენი.

ტამპლიერების საგანძური

1306 წელს საფრანგეთის მეფე ფილიპემ შეიტყო, რომ ტამპლიერების ორდენი დიდძალ სიმდიდრეს ფლობდა და ამიტომაც ორდენის ყველა წევრი დახოცა, მაგრამ მათ დატოვებულ განძს დღემდე უშედეგოდ ეძებენ.

ჩინგიზ ყაენის ოქრო

ყაენს მთელი სიმდიდრე საფლავში ჩაატანეს შემსრულებლებმა, საიდუმლო ადგილი რომ არ გაეთქვათ, თავი მოიკლეს.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close