უცნაური

შენ შეგიძლია დასვა მხოლოდ ერთი შეკითხვა…

9aegfDi

ღამე, პრაქტიკულად ნებისმიერ ანონიმურ ჩატში შეიძლება შეხვდე ადამიანს, რომელიც შემოგთავაზებს დაუსვა მხოლოდ ერთი კითხვა. ის დიალოგს ყოველთვის პირველი იწყებს და ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის ყველა წესს იცავს.

…”შენ შეგიძლია დასვა მხოლოდ ერთი შეკითხვა”…

შენ შეგიძლია დასვა ნებისმიერი კითხვა.  შეგიძლია კითხო შენი ასაკი ან რა გადაცემა გადის კონკრეტულ არხზე – ის იმწამსვე შეუცდომლად გიპასუხებს. თუ კითხვის დასმას დააგვიანებ, ის ზრდილობიანად დაგაჩქარებს: “შემეკითხე”. თუ შენ, ამ შეტყობინების მიღების შემდეგ, ერთი წუთის განმავლობაში არ დასვამ კითხვას- ის გავა ჩატიდან და შენ მას უკვე ვეღარასოდეს ვეღარ ნახავ, სიმართლე გითხრა, ის მაინც დატოვებს ჩატს კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ და შენ მას მაინც ვეღარასოდეს ვერ შეხვდები, მაგრამ არის ერთი კითხვა, რომელზეც პასუხის მისაღებად ლოდინი მოგიწევს…. თუ შენ მისწერ “როდის დაბრუნდებიან დები?”– ის არ გიპასუხებს. პასუხს უნდა დაელოდო ზუსტად 2 წუთი და 3 წამი, შემდეგ კი მოგწერს, რომ ერთი უკვე კართანაა, ხოლო მეორე გზაშია.

ამ შეტყობინებას კარზე კაკუნის ხმა მოჰყვება, ოპონენტი კი დიალოგს დაასრულებს. ნუ შეგეშინდება, მიდი კართან და კითხე ” მეორე სადაა?”, მაგრამ შენ არ გიპასუხებენ. მხოლოდ ჩურჩული მოისმება…თუ კარს ყურს მიადებ  გაიგონებ შენთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკს. რამდენიმე წუთის შემდეგ კარზე ისევ დააკაკუნებენ და ჩურჩული შეწყდება. შემოსასვლელი არავითარ შემთხვევაში არ დატოვი. თუ აღარ გინდა კითხვის გამეორება, მაშინ მიეყრდენი კარს და გათენებას დაელოდე. თუ გათენებამდე კარს მოსცილდები – ისინი მას შემოანგრევენ და ვეღარ გადარჩები.ხოლო თუ კიდევ დასვამ კითხვას მაშინ კარზე ბრახუნის ხმა გაისმება, შემდეგ ვიღაც მის კაწვრას დაიწყებს და გაუგებარ ენაზე ჩურჩულს გააგრძელებს. ეს მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდება, მაგრამ შენ შეიძლება ეს რამდენიმე წუთი საუკუნედ მოგეჩვენოს. კიდევ ერთი მაგარი დარტყმა და სიტყვები უკვე შენს მშობლიურ ენაზე:” ის მოვიდა, შემოგვიშვი…”.

არამგონია წინააღმდეგობის გაწევა შეძლო…

წყარო: http://kripipasta.com

AnnaHolmes

I love Creepypasta ^__^

მსგავსი ამბები

Back to top button