საკითხავისურათებიუცნაური

ნადირობა ალბინოსებზე ტანზანიაში

ალბინიზმი, როგორც მოგეხსენებათ, თმის,თვალის  ფერადი გარსისა და კანის პიგმენტების არარსებობაა. ამით დაავადებულ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ პრობლემები მხედველობასა და კანთან დაკავშირებით, თუმცა ეს ყველაფერი სახსენებელიც არაა იმ ტანჯვასთან, რისი გადატანაც უწევთ აფრიკის სამხრეთი ნაწილის ქვეყნებში, კერძოდ ტანზანიაში, დაბადებულ ალბინოსებს.

არიზონას უნივერსიტეტის პროფესორი მურეი ბრილიანტი ერთხელ გაემგზავრა ტანზანიაში თავისი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად. მას სჯეროდა, რომ არსებობდა გენური კავშირი ორ დაავადებას, ალბინიზმსა და ლეპროსს, შორის. ის ამავდროულად თავისი თეორიის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებდა. სწორედ ამ დროს წააწყდა ის ერთ ოჯახს, სადაც ორი ალბინოსი გოგონა ცხოვრობდა. ისინი იყვნენ დები: შიდა და სემენი.

პროფესორი დაინტერესდა გოგონების ცხოვრების სტილით და მათი ყოველდღიურობა კამერის საშუალებით ასახა.

შიდა და სემენი თინეიჯერები არიან, რომელთა ცხოვრებაც სხვა აფრიკელი თინეიჯერებისაგან განსხვავებულია. ყველაფერი კი იმითაა გამოწვეული, რომ ისინი ალბინოსები არიან. აღმოჩნდა, რომ სამხრეთ აფრიკაში, კერძოდ ტანზანიაში(რადგანაც აფრიკაში ტანზანია არის ადგილი ,სადაც ყველაზე მეტი ალბინოსი ცხოვრობს ) ალბინიზმით დაავადებულ ადამინებს გამუდმებით დევნიან. ამის მიზეზი კი განსხვავებულია. ზოგი სამხრეთაფრიკელის  ვარაუდით,მათი სხეულები ატარებენ მაგიურ ძალებს; ზოგი კი მათი სხეულის ნაწილებს სხვადასხვა რიტუალისთვის იყენებს.

სწორედ ასე ფიქრობდა ხალხი დების შესახებ. ტომის წევრებმა სასტიკად მოკლეს გოგონების უფროსი და, რომელიც ასევე ალბინოსი იყო. იმის შიშით, რომ შიდასა და სემენსაც იგივე დაემართებოდათ, ოჯახი გამოეყო ტომს და ცალკე დაბინავდა.

სამწუხაროდ, არც დებს ელოდებათ დიდი ხნის სიცოცხლე. გოგონები ყოველდღე რამდენიმე კილომეტრს გადიან იმისათვის, რომ წყალი და შეშა მოიტანონ ოჯახში. ისინი კი ისეთ ადგილას ცხოვრობენ, სადაც მზე ყველაზე ძლიერ აცხუნებს და ტემპერატურაც ძალიან მაღალია. ეს კი ალბინოსებისათვის უკიდურესად საშიშია. მათი კანი, პიგმენტების არარსებობის გამო, არაა შეჩვეული ასეთ დასხივებას. ამიტომაც დიდია შანსი იმისა, რომ ალბინიზმით დაავადებულს  განუვითარდეს კანის სიმსივნე ანდა დაკარგოს მხედველობა. შიდასა და სემენს საათობით უწევთ მზის სხივებქვეშ სიარული, რაც მათი დაღუპვის რისკს ზრდის.

“ჩემი კანი იწვის, ასე მგონია, რომ ცეცხლი მიკიდია”

“დღის განმავლობაში თვალებს ძლივს ვახელ. ჩვენ ჩრდილის ქვეშ ყოფნა ბევრად გვირჩევნია”

გოგონებს, ასევე, აქვთ პრობლემა თვალებთან დაკავშირებით. ორივეს ძალიან უნდა,რომ მიიღოს განათლება; თუმცა მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ისინი სკოლაში აღარ დადიან. შიდა თითქმის ვერაფერს ხედავს.

დოკუმენტური ფილმი მათ შესახებ შეგიძლიათ ნახოთ  აქ

რამდენიმე თვის წინ ტანზანიაში დაფიქსირდა შემთხვევა, რომელმაც მიიპყრო სხვადასხვა უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ყურადღება. 2-მა გრძნეულმა ექიმმა  დაჩეხა და მოკლა ალბინოსი ქალი. მათ სჯეროდათ, რომ ალბინოსის სხეულის ნაწილებს მოჰქონდათ კარგი იღბალი და ამიტომაც დაანაწევრეს ქალი  და ორგანოები რიტუალისათვის გამოიყენეს. ამის შემდეგ, ტანზანიაში გამოიცა კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა გრძნეული ექიმი ვალდებული უნდა ყოფილიყო ჰქონოდა ჯანმრთელობის მინისტრისაგან მიღებული სერტიფიკატი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ წინა წლებთან შედარებით ალბინოსების სიკვდილოანობის მაჩვენებელი თანდათან კლებულობს. ორგანიზაციის “Under The Same Sun”, რომელიც იცავს ალბინოსების უფლებებს, თქმით, ბოლო ოფიციალური ცნობით ალბინოსის მკვლელობის შემთხვევა დაფიქსირდა 2013 წლის ნოემბერში.

ეს კი არის ტანზანიელი ბიჭი, სახელად იოგი. მან სკოლას თავი დაანება იმიტომ, რომ თითქმის ვერაფერს ხედავდა. ის კინაღამ ტანზანიელთა მსხვერპლი გახდა. საბედნიეროდ ბიჭი სიკდვილს გადაურჩა. ის ამბობს:

“ხალს სჯერა, რომ თუ ალბინოსი ხარ, ესეიგი შენი სხეული მაგიური. ნუთუ ამისთვის გვხოცავენ ისინი?”

ზოგი მშობელი ალბინოს შვილს თმებსაც უღებავს, თუმცა ეს არ არის რეალური გამოსავალი. ზოგიერთი მშობლი კი პირიქითაა. ისინი  თავიანთ შვილებს ჰყიდიან გრძნეულებს, რომლებიც ალბინოსების სხეულის ნაწილებისათვის ფულს აძლევენ მათ.

ალბინოსების უფლებათა აქტიური დამცველი, ჯოსეფატ ტორნერი ამბობს:

“მე არ ვიცი, ინტენსიურად გრძელდება თუ არა მკვლელობის შემთხვევები დღეს, რადგანაც ეს ყველაფერი მალულად ხდება”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close