არქივი

ცხოველები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან

ef0e89cc099c
ცხოველები, რომლებიც ადამიანებს ეხმარებიან.

დელფინები მეთევზეების დასახმარებლად
15553d065c67
ბრაზილიის ქალაქ ლაგუნაში უკვე ათწლეულებია რაც არსებობს გამაოგნებელი სიმბიოზი ადგილობრივ მეთევზეებსა და ოკეანეში მცხოვრებ დელფინებს შორის. ყოველ დილას ეს უკანასკნელები მოცურავენ ნაპირებთან და ადამიანებს ატყობინებენ თუ სად უნდა გააკეთონ ბადე, რომ უფრო მეტი თევზი დაიჭირონ. თუკი დელფინები არ მოცურდებიან მეთევზეებიც არ მიდიან სათევზაოდ რადგან იციან, რომ დღეს ვერაფერს ვერ დაიჭერენ. ვერავინ ვერ ხსნის იმას თუ როდის ან რატომ გაჩნდა ასეთი უცნაური ურთიერთობა ადამიანებსა და დელფინებს შორის. მეცნიერები იმაზე კამათობენ თუ მათი ასეთი ქცევა მათთვის რისი მომტანია. არსებობს მოსაზრება, რომ სათევზაო გემები აშინებენ დიდ თევზებს, რომლებიც გაურბიან საფრთხეს, ხოლო დელფინები კი მზად არიან ეს თევზები გადასანსლონ.

საბრძოლო დივერსანტი დელფინები
bccf3203349f
არის მოსაზრება, რომ დელფინები დედამიწაზე არიან ადამიანების შემდეგ ყველაზე ჭკვიანი არსებები, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ ასწავლონ მათ არამხოლოდ უბრალო ტრიუკები დელფინარიუმისთვის, არამედ სევასტოპოლში უვკე ათწლეულები არსებობს სკოლა დივერსანტი დელფინებისთივს. ინსტრუქტორები დელფინებს ასწავლიან საზღვრების დაცვას. მათ შეუძლიათ ჯაშუშების აღმოჩენა, ფსკერზე ჩაძირული ტორპედოების და ნაღმების პოვნა, ისინი კატეგორიულ უარს ამბობენ მკვლელობებზე.

HeroRAT – გამნაღმველი ვირთხები
9651fcc8b6fe
უნდა ვთქვა, რომ ვირთხები არც ისე განთქმულები არიან და ბევრ ადამიანს ისინი საერთოდ არ უყვარს, მაგრამ აფრიკიდან ევროპელი კოლონიზატორელების წასვლის შემდეგ, შავი კონტინენტის მიწაზე დარჩა ძალიან ბევრი დანაღმული ველი. ამ პრობლემას ებრძვის ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათი მოულოდნელი დამხმარეები არიან ვირთხები. HeroRAT – გამნაღმველი ვირთხების მომზადების პროგრამაა. ვირთხებს ასწავლიან სიარულს დანაღმულ ველებზე სპეციალურად გაჭიმული თოკებით, რომ მათ იქ იპოვონ ნაღმები და გაანუბელყონ. ხშირად ვირთხებს ამის გაკეთება სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

გველის მასაჟი
e712e143039a
სხვა ცხოველები რომლებსაც ადამიანები უძველესი დროიდან ზიზღით უყურებენ არიან გველები, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანებმა მათი გამოყენება თავიანთ სასარგებლოდაც დაიწყეს. დღეს ზოგიერთი მათგანი ადამიანებისთვის მასაჟისტებს წარმოადგენენ. ყვებიან, რომ მსგავსი მასაჟი ადამიანს მაქსიმალურად აწყნარებს და ამშვიდებს. რათქმაუნდა მოცემულ შემთხვევაში არ გამოიყენება შხამიანი გველები, მაგრამ გარკვეულ შიშთან ბრძოლა მაინც მოგიწევთ, ამიტომაც გველები არამხოლოდ მასაჟისტების როლს ასრულებენ, არამედ ასევე ფსიქოთერაპევტებისაც და გეხმარებიან ფობიების დამარცხებაში.

დელფინოთერაპია
9877818ac95e
კიდევ ერთი შესანიშნავი ფსიქოლოგები არიან ზემოთხსენებული დელფინები. სამედეცინო-ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც კი არის უკვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთი სახეობა – დელფინოთერაპია. ითვლება, რომ ამ ცხოველებთან ურთიერთობა, მათთან ერთად აუზში ცურაობა და დელფინების მიერ გამოცემული ულტრახმები დიდ გავლენას ახდენენ ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან ფსიქოლოგიური ტრავმებით, საბავშვო ცერემბლარული დამბლით, დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ყურადღების დეფიციტის სინდრომით, საუბრისა და სმენის ნაკლებობით და ა.შ. ამგვარ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში ადამიანებს სხვა ცხოველებიც ეხმარებიან: ძაღლები, კატები, ცხენები, კურდღლები, ფრინველები. ისინი გაერთიანებულები არიან ერთ საერთო ტერმინში – ფეთ-თერაპია.

ძაღლები, რომლებიც პოულობენ კიბოს
970896bd7508
კაცობრიობამ ისწავლა თუ როგორ უნდა გამოიყენოს ძაღლებთან ჩახუტება თავის სასარგებლოდ. არავისთვის არაა საიდუმლო, რომ მათი დახმარებით პოლიცია პოულობს დამნაშავეებს და ნარკოტიკებს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ძაღლებს შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმში სუნით იგრძნონ კიბოს უჯრედები და ისინი მათ პოულობენ დაავადების განვითარების ადრეულ სტადიაზე ყოფნისას. ყველაზე ცნობილი ძაღლი არის ლაბრადორ-რეთრივერი მერინი. მას ამგვარი საქმიანობაში იყენებს ერთი ონკოლოგიური კლინიკა სამხრეთ კორეაში. გენეტიკამ ეს ძაღლი დააჯილდოვა წარმოუდგენლად ძლიერი ყნოსვით, რომელსაც იყენებს ის მედიცინაში. მერინი დააკლონირეს კიდევაც და შექმნეს მისი რამდენიმე ზუსტი ასლი, რომლებსაც აქვთ ზუსტად იგივე შესაძლებლობები.

მაიმუნები ინვალიდების დასახმარებლად
1fa80e5e0cbd
ჯანდაცვის სფეროში თავიანთი ადგილი იპოვეს მაიმუნებმაც, განსაკუთრებით კი კაპუცინებმა. მათ რათქმაუნდა არ შეუძლიათ იგრძნონ კიბოს უჯრედები, როგორც ძაღლებს, მაგრამ ძლიერ ეხმარებიან უნარ შეზღუდულ ადამიანებს. ამათ შეუძლიათ სწრაფად შეასრულონ რამდენიმე საყოფაცხოვრებო მოქმედება, რომელთა შესრულებსაც ინვალიდი ძალიან დიდ დროს მოანდომებდა. ცხოველთა დამცველებმა არაერთხელ სცადეს წინააღმდეგობა გაეწიათ მაიმუნების ასეთ გამოყენებას, რადგან ისინი ამას არაჰუმანურობათ თვლიდნენ, მაგრამ კენტუკის შტატის მთავრობა ნებადართო მაიმუნების და ადამიანების ასეთ გამოყენებას, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი ადამიანი მართლა უნარ შეზღუდულია და არა უბრალოდ ზარმაცი.

მსგავსი ამბები

Back to top button