გასართობირეკორდებისურათები

ჩილეს უდიდესი აუზი, რომელიც მსოფლიოს რეკორდების წიგნშია შესული

ჩილეში, კურორტ სან ალფონსო დელ მარზე, მსოფლიოში ყველაზე დიდი აუზია განთავსებული, რომლის მშენებლობა 1 მლრდ დოლარი დაჯდა. აუზის სიგრძე 20-ჯერ აღემატება ოლიმპიური თამაშებისთვის განკუთვნილ საცურაო აუზებს.

უზარმაზარი ხელნაკეთი ლაგუნა ქალაქ ალგარობოში მდებარეობს. ის 66 მლნ გალონი კრისტალურად სუფთა ზღვის წყალით არის სავსე.

გარდა სიგრძისა, ჩილეს აუზი რეკორდების წიგნში ყველაზე ღრმა აუზის სახელითაც შევიდა. მისი სიღრმე 36 მეტრამდე აღწევს.

აუზი კომპიუტერიდან იმართება. მას დამონტაჟებული აქვს ოკეანედან სუფთა წყლის ამოტუმბვის და აუზში გადანაწილების სისტემა. ამის გათვალისწინებით აუზში ზღვის მინერალებიც ხვდება. გარდა ამისა, მზე დაგუბებულ წყალს 26 გრადუსამდე ათბობს, რაც ოკეანის ტემპერატურაზე 9 გრადუსით მეტია.

მსოფლიოში ყველაზე დიდ აუზში თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება პატარა ნავებსა და მინი-კატერებს.

თეგები

Gio.Qada

I have some experience in working websites

მსგავსი ამბები

Close
Close