მისტიკასაკითხავიუცნაური

რეალურად მომხდარი საშიში ისტორიები

ამ პოსტში შემოგთავაზებთ რეალურად მომხდარ საშიშ ისტორიების,რომელიც თარგმნილია უცხოური საიტიდან.ასევე თქვენ წაიკითხავთ ქართულ ისტორიასაც,რომელიც ნამდვილად გადახდა ერთ-ერთ ქართულ ოჯახს.მე მაქსიმალურად შევეცადე გამეკეთებინა მოძრავი აპლიკაციები და სპეცეფექტები მუსიკის ფონზე,რომელიც უფრო გაამძაფრებს თქვენს ემოციებს და შეგრძნებებს…

პ.ს სუსტი გულის მქონე ადამინებმა არ ნახოთ

პატიმარი

ახალგაზრდა ქალი მკვლელობისთვის სასჯელს იხდიდა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მთელი ცხოვრების ციხეში გატარებას არ აპირებდა. გაქცევა გადაწყვიტა და ამაზე ფიქრი დაიწყო. დასაწყისისთვის ერთ მცველს დაუმეგობრდა, რომელსაც მკვდარი პატიმრების დასაფლავება ევალებოდა.

როცა ვინმე მოკვდებოდა მცველი ზარს დარეკავდა, რითიც პატიმრებს ატყობინებდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ცოცხალი აღარ იყო. მერე მკვდარს ტომარაში ჩადებდა, უფროსთან გამოცხადდებოდა, საბუთებს შეავსებდა და მკვდართან ბრუნდებოდა. მკვდარი მანქანით მიჰყავდა და ასაფლავებდა.

ქალმა მცველს უთხრა, რომ როცა ის საბუთების შესავსებად წავიდოდა, თვითონ ოთახში შეიპარებოდა და ტომარაში ჩაძვრებოდა. მცველი მკვდარს და ცოცხალ ადამიანს წაიღებდა. მას თან რამდენიმე თანაშემწე მიჰყვებოდა, ამიტომაც ტომარას კუბოში ჩადებდა და დამარხავდა. ღამით უნდა დასბრუნებულიყო და მეგობარი საფლავიდან ამოეყვანა.თავიდან მცველი უარზე იყო, მაგრამ ქალი არ ეშვებოდა. საბოლოოდ პატიმარმა მეგობარი დაითანხმა.

ქალს დიდხანს მოუწია ლოდინი. რამდენიმე თვე არავინ არ მომკვდარა. ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ზარის ხმა გაიგო. ცოტახანს მოიცადა, შემდეგ კი მკვდრების ოთახში შეიპარა და ტომარაში ჩაძვრა.

ეს საშინელება იყო. ჯერ ასწიეს და მანქანის საბარგულზე დადეს, მერე კუბოში ჩააგდეს და მიწა დააყარეს. ქალი ყველაფერს ითმენდა, იმიტომ რომ მალე ეს საშინელება დამთავრდებოდა. ცოტაც და თავისუფალი იქნებოდა. სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და სასჯელს რა ადვილად დააღწევდა თავს.დიდხანს ელოდა მეგობარს. ბოლოს მობეზრდა, მაგრამ რას იზავდა? დააინტერესა, რომელი პატიმარი მოკვდა. სანთებელა აანთო და გაოცებული დარჩა. შეშინებული და გაფითრებული იყურებოდა!

პატიმრის გვერდით მისი მეგობარი მცველი იწვა.

 

 ბოროტი თოჯინა 
დედას ერთი ძველი მახინჯი სათამაშო ჰქონდა სახლში. იმის , მიუხედავად , რომ მას არ მაკარებდა მე კარადაზე შემოდებულ თოჯინას ხშირად ვუყურებდი. სათამაშოს თვალები თითქოს გაჯადოებდა. დედამ ერთხელ შემამჩნია ასე გაშტერებული , რომ ვუყურებდი თოჯინას და ის ჩემს დეიდაშვილს აჩუქა. დღემდე ვერ ვხვდები ასე რატომ მოიქცა.დეიდაშვილი 7 წლის გოგონა იყო. უყვარდა სათამაშოები და დედის საჩუქარმა ის ძალზე გაახარა.

ერთ დღეს დეიდა სახლში ადრე დაბრუნებულა და უნახავს გოგონა როგორ ელაპარაკებოდა თოჯინას საკმაოდ საშიშ თემებზე. ჩემი დეიდაშვილი მას ეკითხებოდა❝როცა დაწვებიან შემიძლია მე დანა ავიღო?❞ შეშინებულ დეიდაჩემს ბავშვისთვის სასწრაფოდ გამოურთმევია თოჯინა და ბიძამისთვის მისი ჩამარხვა უთხოვია. პატარა დეიდაშვილი ისტერიკებში ჩავარდნილა… გოგონა ზედიზედ სამი კვირა მშობლების ოთახში შედიოდა ,მათ უყურებდა , ხმამაღლა გაიცინებდა და გადიოდა. მეორე დილით მას არაფერი ახსოვდა.დეიდაჩემმა თქვა , რომ გოგონა თოჯინას კიდევ რაღაცას ეუბნებოდა ოღონდ არა ინგლისურად…

 
 ტელეფონის ჯიხური 

კენზო და ტაცუია – ორი ახალგაზრდა ბიჭი. ისინი დაინტერესებულები იყვნენ პარანორმალური მოვლენებით. ყოველი შეხვედრის დროს ერთმანეთს უყვებოდნენ საშიშ ისტორიებსა და ქალაქურ ლეგენდებს.

ერთხელ ტაცუია კომპიუტერთან იჯდა და ინტერნეტში იაპონურ ქალაქურ ლეგენდებს კითხულობდა. ერთი საინტერესო და საშიში ქალაქური ლეგენდა იპოვა. ქალაქგარეთ, დიდ ხეობაზე დაკიდული იყო ხიდი. როგორც ჩანდა ეს ხიდი თვითმკვლელებს ძალიან უყვარდათ – ყოველ წელს 20 ან 30 ადამიანი ხტებოდა ხიდიდან. ლეგენდის თანახმად ხიდი დაწყევლილი იყო და იქ ყველა იმ ადამიანის სული ბინადრობდა, ვინც კი ხიდიდან გადატა.

ტაცუია მიხვდა, რომ მეგობარს ეს ისტორია ძალიან დააინტერესებდა. როცა კენზოს შეხვდა, ამ ხიდის შესახებ ყველაფერი უამბო და ისიც უთხრა, რომ თვითმკვლელობებისთვის ლოგიკური ახსნის მოძებნა არავის არ შეეძლო.

როცა კენზო სახლში დაბრუნდა, გადაწყვიტა ხიდის სანახავად წასულიყო. ძალიან უნდოდა მოჩვენებების ნახვა და არ დაუყოვნებია – იმ საღამოსვე წავიდა.

ხიდი მთებში იყო. თითქმის შუაღამე იყო, როცა ხიდთან მივიდა. იქ არავინ არ იყო. იმდენად საშიში და დამთრგუნველი ატმესფერო ტრიალებდა, რომ კენზოს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

– ოჰო, ეს მართლაც საშიში ადგილია. – თქვა კენზომ და დაბლა ჩაიხედა. იმ უბედურ ადამიანებზე დაიწყო ფიქრი, რომლებმაც სიცოცხლე აქ დაასრულეს. კიდევ უფრო შეეშინდა.

ხეობა იმდენად საოცარი იყო, რომ კენზომ მეგობართან დარეკვა და ამის შესახებ საუბარი გადაწყვიტა. მობილური ამოიღო და ნომერი აკრიფა. სიგნალს ვერ იჭერდა.

მან ტელეფონის ჯიხური დაინახა, შევიდა და მეგობრის ნომერი აკრიფა.

– ტაცუია? აბა გამოიცანი სად ვარ? იმ ხიდთან ვარ შენ, რომ მიყვებოდი. მაგარი ადგილია. როგორმე უნდა მოხვიდე და ნახო.

-ჰო, კარგი იქნებოდა. ყველა ფოტოსურათი ვნახე… მოიცადე! საიდან მირეკავ?!

– მობილურიდან ზარი არ გამოდიოდა და ტელეფონის ჯიხურიდან გელაპარაკები.

– ტელეფონის ჯიხური?! – აღელდა ტაცუია – მანდ ტელეფონის ჯიხური არ არის! რომ ყოფილიყო ფოტოებზე დავინახავდი!

– რას ამბობ? როგორ არ არის? ახლა ტელეფონის ჯიხურში ვდგევარ, რომელიც ხიდის წინ დგას. კარგი, წავედი, თორემ რიგი დადგა, სხვებსაც უნდათ დარეკვა.

– არა! – დაუყვირა ტაცუიამ – ჯიხურიდან არ გახვიდე! მე ვიცი ეგ რა ადგილიც არის! რაც არ უნდა მოხდეს ჯიხურიდან არ გახვიდე!

– რა მოხდა?

– უბრალოდ დამპირდი, რომ ყურმილს არ დაკიდებ და გარეთ არ გახვლა. მოვდივარ! მალე მოვალ!

ტაცუიამ ყურმილი დაკიდა. კენზოს შეეშინდა. ყურმილი ყურთან ჰქონდა მიტანილი. ხალხის თვალებს შეხედა და შიშიც გაძლიერდა.

როცა ტაცუია ხიდთან მივიდა, მეგობარი დაინახა. კენზო ხეობასთან იდგა, ყურზე კი მობილური მიედო. ერთი ნაბიჯიც და ხეობაში ჩავარდებოდა. იქ არც ტელეფონის ჯიხური იდგა და არც ხალხი.

 როცა უცნობი რეკავს… 

ჯენიფერ, ძიძა მოვიდა, წასვლის დროა – გასძახა ქმარმა მეუღლეს და პირველ სართულზე ჩავიდა.ამანდა მორცხვად იდგა კარებთან, სულ რამდენიმე დღეა რაც პიტერსონებთან დაეწყო მუშაობდა. თან სწავლობდა და თან ბავშვების მოვლით დამატებით შემოსავალს იღებდა.

ჯენიფერი და ტომი უკვე 15 წელია ცოლ–ქმარი იყვნენ, შვილები გვიან შეეძინათ, ახლა ორი პატარა ჰყავდათ და ერთმანეთს ისეთ ყურადღებას ვეღარ უთმობდნენ, როგორსაც ადრე, ამიტომ გადაწყვიტეს ერთი საღამო კინოში წასულიყვნენ მარტო ისინი და ბავშვები გვიანობამდე ძიძასთან დაეტოვებინათ. ჯენიფერმა ჩანთა აიღო და ამანდას მიუბრუნდა – კარები კარგად ჩაკეტე. იტერსონების სახლი პატარა სასახლეს ჰგავდა, მაგრამ ძალიან ძველი და ბნელი შენობა იყო, უამრავი ოთახებით, რომელსაც არავინ იყენებდა. პიტერსონები დიდი ხანია ამ სახლის გაყიდვას აპირებდნენ.

ამანდამ კარები ჩაკეტა და ბავშვების ოთახში ავიდა. პატარებს უკვე ეძინათ. შუქი ჩააქრო და პირველ სართულზე ჩამოვიდა, ტელევიზორი ჩართო და დივანზე მოიკალათა.ტელეფონის ზარი გაისმა. დარწმუნებულმა იმით, რომ ჯენიფერი რეკავდა, ყურმილი აიღო.

– დიახ მისის პიტერსონ.

– …  (მარტო მძიმე სუნთქვის ხმა ისმოდა.)

-გისმენთ! გაიმეორა ამანდამ.

-შენს ადგილზე ბავშვებს ვნახავდი… გაისმა კაცის ხმა და მას უცნაური შრიალი მოყვა. კაცმა ყურმილი დაკიდა.

   გაოცებულმა ამანდამ აქეთ–იქით მიმოიხედა, ვიღაცა ბოროტად ეხუმრებოდა. სასწრაფოდ აირბინა მეორე სართულზე და ოთახის კარი შეაღო. ბავშვებს ეძინათ.თავი გაიქნია და დაბლა ჩამობრუნდა. იფიქრა ალბათ ვინმე ნაცნობმა გაიგო ძიძად რომ ვრჩები და ჩემი შეშინება გადაწყვიტაო.ისევ ტელეფონის ხმა გაისმა.

– ეს სულაც არაა სასაცილო – გაბრაზებული ხმით უპასუხა ტელეფონს. ისევ უცნაური შრიალი ისმოდა.

-ბავშვები შეამოწმე – გაიგო ისევ ის საშინელი ხმა შორიდან და ტანში გააჟრჟოლა. ეს ამბავი არ მოსწონდა.

-ვინ ხარ, რა გინდა?

 უცნობმა ჩუმად ჩაიცინა ნაწყვეტ–ნაწყვეტ და გათიშა.ახლა უკვე ნამდვილად შეეშინდა, ეს ყველაფერი ნაცნობის ხუმრობას არ ჰგავდა. სასწრაფოდ 911–ზე დარეკა და ოპერატორს ამ ზარების შესახებ მოუყვა.

-როცა კიდევ დარეკავს ეცადეთ ცოტა ხანი შეაყოვნოთ მისს, ასე მის ადგილმდებარეობას დავადგენთ – უთხრა ოპერატორმა.

აკანკალებული დაჯდა დივანზე და ტელევიზორი გამორთო. სახლის ირგვლივ არავინ ჩანდა, კარები საიმედოდ იყო ჩაკეტილი, ვერავინ შემოვიდოდა. ისევ თავს იმშვიდებდა, რომ ვიღაც უბრალოდ ბოროტად ხუმრობდა.ისევ საძულველი ზარის ხმა მოისმა. უცნობი ნომერი.

-არაფერს აკეთებ იმისთვის რომ ბავშვები გადაარჩინო – ჩასჩურჩულა უცნობმა.

-მოიცადე, არ გათიშო, მითხარი რა გინდა.

-მინდა რომ ბავშვების ოთახში ახვიდე და შეამოწმო, იქ არიან თუ არა…

-ბავშვები კარგად არიან და სძინავთ. მათ ვერაფერს დაუშავებ.

    ისტერიული სიცილი გაისმა. უცნობი საშინელი ხმით იცინოდა.

-ძალიან მალე – უთხრა კაცმა და გათიშა.

    ის იყო ამანდა მეორე სართულზე აპირებდა ასვლას, რომ ოპერატორმა დაურეკა.

-მისს, გადავამოწმეთ ნომერი, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ადამიანი, რომელიც გირეკავთ იმავე სახლში იმყოფება, სადაც თქვენ ხართ, გიმეორებთ, სასწრაფოდ დატოვეთ სახლი, ჯგუფი უკვე გამოვგზავნეთ.

    სისხლი ძარღვებში გაეყინა, ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. მეორე სართულიდან მძიმე ნაბიჯების ხმა ისმოდა.

-“ძალიან მალე” ჩაესმა უცნობის ხმა და კარებს მივარდა.

უკნიდან ძლიერი ხელი სწვდა და ყელში მოუჭირა.ხომ გითხარი ბავშვები შეამოწმე–თქო – ჩაესმა ნაცნობი ხმა და ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამოუვიდა.გარეთ პოლიციის მანქანების სიგნალების ხმა მოისმა. კაცმა ხელი გაუშვა. პანიკაში მყოფი ამანდა კარებს ეცა და გარეთ გავარდა.პოლიციელებმა ბავშვების ოთახში დიდი სისხლიანი ცული იპოვნეს, ბავშვები კი კარადაში იყვნენ დამალულები და ისტერიულად ტიროდნენ. ფანჯარა გატეხილი იყო, ყველგან მინის ნამსხვრევები ეყარა. მანიაკის კვალს ვერსად მიაგნეს.

 

 

 ნათესავის მოჩვენება 
( ეს არის ნამდვილი ისტორია რომელიც გადახდა ერთ-ერთ ქართველ 42 წლის ქალბატონ მერის,ეს არის მის მიერ მოწოდებული ისტორია)    
ყველაფერი ჩემი ნათესავის გასვენებაში დაიწყო. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე სერიოზულად ვიჩხუბეთ, ბოლოს ისე გავამწარე, რომ მითხრა ვერ გიტან და მოკვდიო. მეორე დღეს კი შევიტყვე, რომ ავარიის შედეგად გარდაიცვალა. პანაშვიდებზე დავდიოდი, ეკლესიაში ვლოცულობდი, რომ სამოთხეში მომხვდარიყო, გასვენების ღამეს რაღაც უცნაური ხმები მესმოდა. სახლში მარტო ვიყავი, მეუღლე უცხოეთში იყო და ძალიან შემეშინდა. გავყევი ამ ხმას და მიმიყვანა იმ ოთახამდე სადაც მე ვეჩხუბე, ჩემს გარდაცვლილ ნათესავს (ღმერთმა ნათელში ამყოფოს). შემეშინდა, ამას ვერ დავმალავ, ძალიან შემეშინდა სულ ვცახცახებდი. ოთახში, რომ შევედი ხმა აღარ ისმოდა. ვიფიქრე დანაშულის გრძნობა მაწუხებს და მაგიტომ მემართება ასემეთქი, მაგრამ მეორე დღეს იგივე განმეორდა, ასე მეორდებოდა ერთი კვირა. შემდეგ მამაო მოვიყვანე სახლში, სახლი აკურთხა და მერე კარგა ხანი არაფერი მესმოდა. ცოტა ხნის შემდეგ დილაობით, გამთენიისას რაღაც კივილის ხმა მაღვიძებდა და, რომ ვიღვიძებდი საწოლი ირხეოდა. ასე ხდებოდა ყოველ დილას ნახევარი საათის განმავლობაში. ისე შევშინდი, რომ გარეთაც ვერ გავდიოდი და ხმასაც კი ვერ ვიგებდი.  ეს ამბავი, ჩემს დაქალს მოვუყევი და მირჩია, ერთი კარგი ექსტრასენსი ვიცი და მიგიყვანო. მართლაც მივედით, ამ ქალმა რაღაც რიტუალები ჩაატარა, გარშემო შემომიარა და მითხრა, გარდაცვლილ სულს უნდა, რომ ბოდიში მოუხადოო. მე ფერი დავკარგე და ტირილი ამიტყდა, მან დამამშვიდა და მითხრა ახლა სული ჩემთანაა და შეგიძლია უთხრა ის, რაც გსურსო. ატირებული ხმით ბოდიშო მოვუხადე ჩემს ნათესავს, ვუთხარი როგორ მიყვარდა და როგორ მენატრებოდა, ბოდიშიც მოვუხადე. სეანსი, რომ დამთავრდა ექსტრასენსმა გამამხნევა და მითხრა, ჩემთან მსგავსი ფაქტებით უამრავი ადამიანი მოდის და ყველას ვეხმარებიო. ამან უფრო გამამხნევა და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი.
 

 მიტოვებულ ბუნკერში დამალული უცნობი 

მე მიტოვებულ ადგილზე ყოფნა და სტრაიკბოლის თამაში მიყვარდა. მეგობრები შევიკრიბებოდით ხოლმე. საკუთარი იარაღი გვქონდა. კარგად ვერთობოდით.ერთხელაც ერთ მიტოვებულ საზღვაო ბაზაზე მივედით. იქ ბევრი ადგილი იყო სტრაიკბოლის სათამაშოდ: სავარჯიშო დარბაზი, მოედანი, საშხაზე და ბუნკერი. იმ დღეს ბუნკერის გარდა ყველგან ვითამაშეთ სტრაიკბოლი. ბოლოს ბუნკერსაც მივადექით. რამდენიმე მეგობარს იქ ჩასვლა არ უნდოდა. ხვეწნა არ დაგვიწყია, ვისაც გვინდოდა ისინი ჩავიდოდით. 1980 წელს, როცა ჯარისკაცებმა ბაზა დატოვეს, ბუნკერის ყველა კარი კარგად გადაკეტეს. ამის გამო სავენტილაციო მილიდან მოგვიხდა დაბლა ჩასვლა.დიდ დერეფანში მოვხვდით. ეს სადისპეჩერო სართული იყო. დერეფნის ორივე ბოლოშო ოთახი იყო. აქ ვერ ვითამაშებდით, ამიტომაც კიბეებზე ჩასვლა დავიწყეთ.ქვემოთა სართულს რუსული ,,Г” – ს ფორმა ჰქონდა. იმის დანახვა არ შეგვეძლო, რაც კუთხეში იყო. როცა კუთხესთან მივედი სისხლი გამეყინა. ისეთი რაღაც დავინახე! იქ ოთახი იყო. ღია კარებიდან სინათლე გამოდიოდა. მაგიდასთან ვიღაც იჯდა. თავიდან ვიფიქრე, რომ ისიც ჩვენსავით სათამაშოდ მოვიდა, მაგრამ უეცრად შუქი ჩაქრა.

– გავიქეცით! – დავიყვირე და იქაურობას მოვცილდი.

ჩვენ გავრბოდით. მეგობრებს ვეუბნეოდი, რომ ბუნკერში ვიღაც იყო. როცა სავენტილაციო მილამდე მივაღწიეთ, უკნიდან ნაბიჯების ხმა გავიგე. მივიხედე და დავინახე, რომ ვიღაც მოდიოდა. ნაბიჯების ხმა მესმოდა.

– დაუჩქარეთ, ის გვიახლოვდება! – დავუყვირე მეგობრებს.

      საბედნიეროდ იქიდან ცოცხლები ამოვედით. ამის შემდეგ ბუნკერში კი არა, მიწისქვეშ, სარდაფში ჩასვლის სურვილიც აღარ მქონია.

 

 


 შვიდნი 
იაპონიის ერთ-ერთ სკოლაში რვა მეგობარი სწავლობდა. ისინი დაინტერესებულები იყვნენ საშიში ისტორიებით და ხშირად უყვებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ამბებს.ერთხელაც ერთ-ერთი მეგობრის სახლში შეიკრიბნენ. ქალაქის ბოლოში მიტოვებული სკოლა იყო. ყველა ამბობდა, რომ ის ადგილი დაწყევლილია და იქ მოჩვენებები ცხოვრობენო.ხალგაზრდებს გამბედაობის გამოცდა, გართობა და ერთმანეთის შეშინება სურდათ. მანქანებში ჩასხდნენ და წავიდნენ.სკოლასთან მისულმა ახალგაზრდებმა შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს – სკოლას გარშემო შემოუვლიდა ორი მათგანი.        როცა ისინი დაბრუნდებოდნენ, მეგობრებს მოუყვებოდნენ რაც ნახეს და გაიგონეს. შემდეგ ორი სხვა წავიდოდა და ასე შემდეგ.ბიჭი და გოგონა – პირველი ორი ადამიანი წავიდა. მათი მეგობრები ოცი წუთი ელოდებოდნენ მანქანებთან. ისინი არ ბრუნდებოდნენ. შემდეგი ორი წავიდა. უკვე ერთი საათი იყო გასული. არავინ არ ბრუნდებოდა. კიდევ წავიდა ორი მეგობარი და დროც გავიდა.          

     მხოლოდ ორნი დარჩნენ, ბიჭი და გოგონა. ბიჭმა გოგონას უთხრა, რომ მეგობრების საძებნელად წავიდოდა. თუ 30 წუთში არ დაბრუნდებოდა, გოგონას მანქანა უნდა დაექოქა და იქაურობას გასცლოდა. გოგონა ტიროდა. ბიჭი წავიდა.გოგონა ერთი საათი ელოდებოდა ბიჭს. ამის შემდეგ პოლიციაში წავიდა. იმ ღამესვე რამდენიმე პოლიციელთან დაბრუნდა უკან. პოლიციამ ძებნა დაიწყო. სკოლის სპორტული დარბაზის კარი ღია იყო. შიგნით შევიდნენ. საშხაპეში შვიდი ჩამოხრჩობილი ადამიანი იპოვეს.დაიწყო გამოძიება. ახალგაზრდებზე ძალადობის კვალი ვერ იპოვეს და ჩათვალეს, რომ ეს იყო კოლექტიური თვითმკვლელობა. შვიდმა მეგობარმა თავის მოკვლა გადაწყვიტა და ეს გააკეთა კიდეც.

    ამის შემდეგ საშინელ სკოლას ახლოს არავინ მიჰკარებია.

 

 


 კივილი სარდაფში 
   ეს მონადირეების სახლი იყო. ყველა მონადირეს შეეძლო იქ მისვლა და ღამის გათევა. დროთა განმავლობაში სახლმა ფუნქცია დაკარგა. იქ აღარავინ აღარ მიდიოდა. იქაურობა დაბინძურდა. სახლთან მისვლა რთული იყო, მაგრამ წვალებად ღირდა, იმიტომ რომ ქალაქიდან შორს, მიყრუებულ ადგილზე იდგა. იქ მშობლები ვერ შეძლებდნენ შვილების კონტროლს. ახალგაზრდები ხშირად აწყობდნენ წვეულებას, მაგრამ სახლის ბნელ ადგილებში არასოდეს არ შედიოდნენ. იმ ადგილებში მზის სხივებიც არ შედიოდნენ.

   მე და ჩემი მეგობრები დიდხანს ვლაპარაკობდით ამის შესახებ. გადავწყვიტეთ რომ სახლის ბნელი ნაწილი დაგვეთვალიერებინა. ცნობისმოყვარეები ვიყავით და თანაც ეს თავგადასავალი გამბედაობას შეგვმატებდა. ჩიფსები, წყალი და ფანრები ავიღეთ. მოჩვენებების არსებობის არ გვჯეროდა – ეს მხოლოდ ბავშვების შესაშინებლად იყო მოგონილი, ჩვენ კი უკვე დიდები ვიყავით.ნაცნობები გვეუბნეოდნენ, რომ ჭკუიდან შევიშალეთ – სახლის ბნელ ნაწილში არავინ არ შედიოდა. ჩვენ მაინც ამის გაკეთებას ვაპირებდით.კიბეებს ჩავუყევით.ოთახში აღმოვჩნდით. ლუდის სმა გავაგრძელეთ. მალე ისევ დავინახეთ კიბე. ისიც დაბლა ჩადიოდა. სიფრთხილე დავივიწყეთ და უფრო დაბლა ჩავედით. ამ სართულზე ბევრი წყალი იყო. შარვლები დაგვისველდა.იქ რაღაც საშინელი სუნი იყო. ძალიან ბნელოდა. შეშინებულები ვიყურებოდით. უეცრად მოხუცი ქალის კივილის ხმა გავიგეთ და ჩვენი ფანჯრებიც ჩაქრა. მთელი სისწრაფით გავრბოდი. უკან არ ვიყურებოდი, მეგობრებს არ ველოდებოდი. მათი ყვირილის ხმა მესმოდა. გარეთ გამოვვარდი და მაშინვე გონება დავკარგე.არ ვიცი გონება რატომ დავკარგე. ესეც მოჩვენების ბრალი იყო თუ ძალიან შემეშინდა? მხოლოდ ის ვიცი რომ იმ ღამეს სახლიდან მხოლოდ ერთი ადამიანი გამოვიდა. ეს ადამიანი მე ვარ.პოლიციელებმა მთელი სახლი დაათვალიერეს და ოცი წლის დამხრჩვალი მოხუცის სხეული იპოვეს.

ჩემი მეგობრები ახლაც დაკარგულებად ითვლებიან.

 

 

 გოგონა საპირფარეშოში 
ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც ჩარლი ერქვა, საპირფარეშოს მწმენდავად დაიწყო მუშაობა. ღამით, როცა ყველა სახლში მიდიოდა და იძინებდა, ჩარლი სამსახურში მიდიოდა და საპირფარეშოს წმინდავდა. მის თანაშემწეს მაქსი ერქვა.ერთ ღამეს ჩარლი და მაქსი ოფისურ კომპლექსში კაცების საპირფარეშოს ალაგებდნენ. უეცრად ჩარლიმ გოგონას ყვირლის ხმა გაიგო. დერეფანში გავარდა და ხმას გაჰყვა. ხმა ქალების საპირფარეშოდან მოდიოდა. ჩარლი იქ შევიდა. კუთხეში პატარა გოგონა დაინახა, რომელიც ტიროდა და დახეული ტანსაცმლით სხეულს იფარავდა.

– ყველაფერი რიგზეა? – ჰკითხა ჩარლიმ გოგონას.

– აქ ვიღაც არის. მას ჩემი დაჭერა უნდოდა!

ამ დროს მაქსი გამოჩნდა და იკითხა:

– ჩარლი, აქ რა ხდება? ამ დროს წყალი თავისით წამოვიდა. გოგონა ისტერიკაში ჩავარდა და დერეფანში გაიქცა. ჩარლის მისი შეჩერება უნდოდა, მაგრამ მისი ყურადღება ერთმა დაკეტილმა კარმა მიიპყრო. კარებთან მივიდა და გააღო. იქ არავინ არ იყო.

– ჩარლი იქნებ ამიხსნა აქ რა ხდება? – უთხრა მაქსმა.

– ძალიან უცნაურია. წყალი თავისით წამოვიდა. ეს როგორ შეიძლება რომ მოხდეს.

– იცი ადრე აქ მკვლელობა მოხდა. ნამდვილი საშინელებაა. ვიღაცამ ისიც თქვა, რომ მოჩვენება დავინახეო.

– მოჩვენებების არ მჯერა მეგობარო. რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს. ნეტავ ის გოგონა ვინ შეაშინა?

– რომელი გოგონა? ვისზე ამბობ?

– ის გოგონა ვინც ყვიროდა და აქედან რომ გაიქცა.

– მე არც ყვირილის ხმა გამიგონია და გოგონაც არ დამინახავს. ჩვენ ამ შენობაში მარტო ვიმყოფებით.

 

 კატის სული 
(ისტორია რომელსაც ახლა გიამბობთ რეალურად მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.)

  7 წლის ჯენის ჰყავდა კატა მიკი, რომელიც ძალიან უყვარდა, მასთან ერთად იძინებდა, თამაშობდა, აჭმევდა, ასეირნებდა.

ერთ დღეს უბედური შემთხვევა მოხდა, კატა მანქანამ გაიტანა. ჯენი ძალზე დასევდიანდა. მშობლებიც წუხდნენ ჯენის გამო და გადაწყვიტეს ახალი კატა ეჩუქებინათ პატარა გოგონასთვის, თუმცა იმ დღეს როცა მშობლები ჯენის წაყვანას აპირებდნენ ახალი კატის საყიდლად, ჯენიმ თქვა რომ მისი მიკი დაბრუნდა. ძალიან ბედნიერი იყო. ძველებურად თამაშობდა მიკისთან. საჭმელსაც აჭმევდა. რაც ყველაზე უფრო მეტად აწუხებდათ მის მშობლებს ის იყო, რომ კატის საჭმელი და რძე მართლაც ქრებოდა. მშობლები შიშობდნენ რომ მიკის დაკარგვამ ჯენიზე უარყოფითი გავლენა მოახდინა და ამის გამო გოგონა თვითონ იღებდა კატის საჭმელს და ცდილობდა მშობლებიც დაერწმუნებინა რომ ის მართლაც დაბრუნდა. ჯენი უჩინარ კატას ისევე ეფერებოდა როგორც მანამდე, სანამ უბედური შემთხვევა მოხდებოდა.

ამ ამბით შეშფოთებულმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფსიქოლოგისთვის მიემართათ. ბავშვთა ფსიქოლოგს ჯენი უნდა დაერწმუნებინა, რომ მიკი მართლაც აღარ არსებობდა, ამის ერთადერთი საშუალება კი იყო ფოტო გადაეღო ჯენისა და მისი წარმოსახვითი კატისთვის და შემდეგ ჯენისთვის ეჩვენებინა ფოტო, რომელზეც მის გარდა არავინ და არაფერი იქნებოდა გამოსახული.

ფსიქოლოგმა მალევე დაითანხმა ჯენი ამ წინადადებაზე და გოგონამაც სიხარულით გადაიღო ფოტო მიკისთან.

მეორე დღეს სახეშეშლილი ფსიქოლოგი ესტუმრა ჯენის მშობლებს და მისცა ფოტო, სადაც ჯენი კატასთან ერთად იყო გამოსახული.

 

 


 კლინიკური სიკვდილი 
                ( ქართული ნამდვილი ისტორია)
 

  ეს სევდიანი და უცნაური ისტორია ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში მოხდა, დიდი ხნის წინათ. ეს ამბავი ჩემს მეგობარს თავისმა ბებიამ უამბო. მე არ მქონია ფაქტების გადამოწმების შესაძლებლობა.

სოფელში ერთი ოჯახი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარს ერთი პატარა ბიჭუნა ჰყავდა, რომელზეც ამოსდიოდათ მზე და მთვარე. ერთ დღეს უბედურება დაატყდათ თავს, პატარა ბიჭი გარდაიცვალა, თუმცა არაფერს უჩიოდა, არაფერი ტკიოდა. ვერც ექიმებმა გაუგეს რამეს. თუმცა იმ დროს მედიცინა დაბალ დონეზე იყო. ბიჭუნა ქრისტიანული წესის მიხედვით დაკრძალეს. მეორე დღეს საფლავზე გასულებს რაღაც ხმა მოესმათ. მამას ეგონა ალბათ ამ უბედურების გამო ჭკუიდან ვიშლები და ბავშვის ტირილის ხმაც ამიტომ მესმისო, თუმცა როგორც აღმოჩნდა ყველას ესმოდა ეს ყრუ ქვითინი და ტირილი, რომელიც საფლავიდან მოდიოდა. სასწრაფოდ გათხარეს საფლავი და პატარა ბიჭი ამოიყვანეს, რომელიც რაღაც სასწაულის ძალით ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მშობლები უზომოდ ბედნიერები იყვნენ. თუმცა ცხოვრება ვის გაახარებს დიდი ხნით. რამდენიმე ხნის შემდეგ პატარა ბიჭუნა კვლავ გარდაიცვალა.ბიჭუნას მშობლები არ კრძალავდნენ 2 კვირა იმის იმედით რომ კვლავ გაცოცხლდებოდა მათი შვილი. თუმცა 2 კვირის თავზე, მეზობლების, ნათესავებისა და მოძღვრის რჩევით მშობლები იძულებულები იყვნენ თავიანთი ბიჭი დაეკრძალათ. მამა საფლავზე ათევდა და აღამებდა იმის იმედით, რომ მათი ბიჭუნას ხმას კვლავ გაიგებდა. თუმცა 1 თვის შემდეგ ნათესავებმა აიძულეს სახლში დაბრუნებულიყო და სასაფლაოზე აღარ გაეთია, რათა ჭკუიდან არ შემცდარიყო და თვითონაც არ მომკვდარიყო.რამდენიმე თვის შემდეგ ბიჭის მშობლებმა გადაწყვიტეს კვლავ გაეხსნათ საფლავი. მათ არ აძლევდათ მოსვენებას ის აზრი, რომ ცოცხლად დამარხეს თავიანთი ბიჭი.

საფლავი გათხარეს. კუბოს თავი ახადეს და იქ ნახეს.. პატარა ბიჭს მდგომარეობა შეეცვალა. დაკრუნჩხულიყო. კუბო დაკაწრული იყო…

 

წყარო: http://top-popular.at.ua/index/sashishi_ist_oriebi/0-64

თეგები

Gio.Qada

I have some experience in working websites

მსგავსი ამბები

Close
Close