TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ტოპ 10 – უცნაური და შიშის მომგვრელი რესტორანი

3fb0300a8221
ამ პოსტში თქვენ გაეცნობით 10 ყველაზე უცნაურ რესტორანს მსოფლიოში:
1. რესტორანი, სადაც სტუმრები მიირთემვენ სრულ სიჩუმეში
4d6feb693d26
ბრუკლინის რაიონ გრინპონტში (Greenpoint) მდებარეობს ნიკოლას ნაუმანის ახალი რესტორანი, სახელწოდებით „ჭამე“ (Eat), სადაც კლიენტებმა სრულ სიჩუმეში უნდა ჭამონ ერბოკვერცხი ლორით, სალათი , ბურღულისგან დამზადებული ნაირ-ნაირი საკვები, ასევე აქ შემოგთავაზებენ ბუკატინს, რომელიც ცნობილია ასევე ფორატინის და პერჩიატელის სახელით – ბუკატინი დაახლოებით 2.5 დიამეტრის მქონე სპაგეტის სახეობაა.
ნიკოლას ნაუმანს „დუმილის“ რესტორნის შექმნა შთააგონა ინდოეთში, ბუდისტურ მონასტერში გატარებულმა წლებმა.
ვახშამი სრულ სიჩუმეში წარმოადგენს ყოველთვიურ ღონისძიებას. ის იმდენად პოპულარული აღმოჩდა, რომ მომხმარებელმა წინასწარ უნდა დაჯავშნოს ადგილები…
ნახეთ ვიდეო:

ნახეთ ვიდეო:

2. ექსკლუზიური ვახშამი (5-წლიანი ლოდინი)
Behrela-ს კერძო რესტორანი მდებარეობს ნიუ-იორკის საკუთარი სახლის სარდაფში, უკვე 25 წლის განმავლობაში სთავაზობს კლიენტებს საიდუმლო რეცეპტით მომზადებულ კერძს, რომლის ინგრედიენტებიც ადგილობრივადაა მოყვანილი… ყველა ინგრედიენტი, რომელიც მოცემულია მენიუში მოყვანილია კერძო ფერმასა და ბაღში.
კერძო სარდაფ-რესტორანი იტევს ოცამდე ადამიანს, რომლებიც წინასწარ არიან ჩაწერილები. რესტორანი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მფლობელმა მიიღო დაჯავშნის 10 000 მოთხოვნა. საკვების ღირებულება აღემატება $ 200 დოლარს.

1ee27b7621c9
3. „დიკის უკანასკნელი იმედი“ (Dick’s Last Hope)
„დიკის უკანასკნელი იმედი“ – ამერიკაში ეს არის პატარა ბარების, რესტორნების ქსელი; ამ რესტორნებში მომუშავე პერსონალს ასწავლიან, თუ როგორ მოიქცნენ უზრდელად.
რესტორანის კლიენტებმა წინასწარ იციან, რომ მათ მიაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებენ. მომუშავე პერსონალმა უნდა ატაროს ხელნაკეთი დიდი ქაღალდის ქუდები. რესტორანში არ არის მაგიდის გადასაფარებლები და მაგიდაზე არ დევს ქაღალდის ხელსახოცები – ჩვეულებრივ მომუშავე პერსონალი მათ ესვრის მომხმარებლებს … ადრე რესტორანმა განიცადა მარცხი და ბიზნესი გაკოტრდა, მაგრამ მფლობელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს და მთელი ძალისხმევით შეუდგნენ ბიზნესის წინ წაწევას. საბოლოო ჯამში წარმატებას მიაღწიეს, რამაც გამოიწვია ექვსი დამატებითი დაწესებულების გახსნა.
843b35977ca6
4. რესტორანი – “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”
130c55f6309d
იაპონიაში არსებობს რესტორნების ქსელი, რომელიც შთაგონებულია ლუის კეროლის რომანის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” მიხედვით. დაწესებულება ეკუთვნის დაიმონდ დაინინგ (Diamond Dining) რესტორნების ქსელს , ხოლო რესტორნების ინტერიერი დააპროექტა იაპონურმა სტუდიამ „ფანტასტიკური დიზაინის ნამუშევრები Co“ –(Fantastic Design Works Co) . სტუდიამ მიმართა ლუის კეროლის (ჩარლზ ლუდვიჯ დოჯსონი) ზღაპარს „ ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“, რომ ტოკიოში დაემშვენებინა რესტორანი ალისას ფოტოებით. რესტორნის ინტერიერი დრამატული დეკორაციებით არის გაფორმებული, ოფიციანტები კი „ალისას“ გმირების კოსტიუმებში არიან გამოწყობილი
თითოეული რესტორანი გვთავაზობს ზღაპრის კლასიკური ფანტაზიის საკუთარ ინტერპრეტაციას : მაგიდები ჩაის ფინჯნების სახით, რომანტიკული განათება, მიმტანი გოგონები ალისას ლურჯ კოსტუმებში, და რა თქმა უნდა, შესანიშნავად გაფორმებული და მადის აღმძვრელი კერძებით. როდესაც თქვენ მოხვდებით
შიგნით, თქვენ გეუფლებათ შთაბეჭდილება, თითქოს თქვენ იმოგზაურეთ ალისას სამყაროში კურდღლის სოროს გავლით.
სტუდია გონებამახვილურად და მოხერხებულად მიუდგა ამ ზღაპრის სხვადასხვა ელემენტებს, რესტორანის დეკორატიულ ხელოვნებას და შექმნა უნიკალური ატმოსფერო სტუმრებისათვის.
ნახეთ ვიდეო:

5. ამ რესტორანის სახელწოდებაა „Ithaa“ (იტჰჰა) და ნიშნავს მარგალიტს. იტჰჰა მსოფლიოში უნიკალური და ერთადერთი რესტორანია, რომელიც განთავსებულია ინდოეთის ოკეანის 15 მეტრის სიღრმეში . რესტორანი მთლიანად დამზადებულია 25 სმ სიგანის მინისგან და იქ მყოფ სტუმრებს შეუძლიათ დატკბნენ წყალქვეშა სილამაზით და მისი ბაინადრებით. რესტორანი საკმაოდ ძვირადღირებულია , ხოლო ყველაზე იაფი კერძი $250– 300 დოლარი ღირს. მიუხედავად ამისა, ამ სასწაულ რესტორანს აურაცხელი სტუმარი ჰყავს.
6338e1599f29
ნახეთ ვიდეო:

6. ვახშამი მკვდრებთან
რესტორნების ზოგიერთი ატმოსფერო მართლაც შეიძლება იყოს მკვდარი, მაგრამ ბიზნესის ერთმა ინდოელმა მფლობელმა განაცხადა, რომ მისი დაწესებულება აყვავდა მას შემდეგ, როცა იგი გახსნეს ძველ მუსულმანურ სასაფლაოზე. იმის მაგივრად, რომ აეღოთ საფლავები, რათა გაენთავისუფლებინათ ადგილი ტავისი რესტორანისათვის, მფლობელმა კრიშან კუტიმ (Krishnan Kutti) გადაწყვიტა ხელი არ ეხლოთ საფლავებისთვის და დაამონტაჟეს მაგიდები მათ გარშემო . ასე გაიხსნა ახალი რესტორანი ირონიული სახელწოდებით „იღბლიანი რესტორანი“ ახმადაბადში (Ahmedabad).
დაახლოებით თორმეტი საფლავია რესტორნის შიგნით და გარშემორტყმულია რკინის გისოსებით.

406fe58b3bad
7. „მომღერალი“ რესტორანი
რესტორანი “Bel Canto“ გვთავაზობს უგემრიელეს სამზარეულოსთან ერთად პროფესიონალურად მომზადებულ საოპერო მომღერლებს . გარდა იმისა, რომ სტუმრები აგემოვნებენ ფანტასტიკურ ფრანგულ სამზარეულოს, მათ ასევე უმღერიან სერენადებს. რეგულარულად , მთელი საღამოს განმავლობაში 4 შემსრულებელი სიმღერის დროს გადაადგილდებიან მაგიდიდან მაგიდაზე და ასრულებენ საოპერო კლასიკის ნაწყვეტებს.
“Bel Canto“ -ს აქვს ორი ფილიალი პარიზში 1) Neuilly-sur-Seine 2) Quai de l’Hôtel de Vill და ერთი ფილიალი ლონდონში : Corus Grand Hotel

88a4ab46eb93
8. სადილი -კლდეზე დაკიდებულ რესტორანში
რესტორანი „ფანგვენგი“ მდებარეობს Hubei -ს პროვინციაში, სამხრეთ ჩინეთი.
რესტორანი მოთავსებულია პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობის – „Sanyou“ -ს მღვიმის გვერდით. თუმცა, თქვენზე ბევრად უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს ის ფაქტი, რომ სტუმრები სადილობენ ფაქტიურად კლედეზე დაკიდებულ რესტორანში.
თუ თქვენ წინასწარ არ იცოდით, გაგიკვირდებათ, რადგან შესასვლელი რესტორანში არ იძლევა არავითარ წარმოდგენას თუ რა გელით წინ. რომ მიხვიდეთ თქვენს მაგიდამდე, უნდა ფეხით გაიაროთ „Xiling“-ის ხეობა; რამდენიმე სპეციალური მაგიდა განლაგებულია კლდის ციცაბო ფერდობზე, მიუხედავად ამისა, ბევრი ადგილი მაგიდებით მდებარეობს შიგნით, ბუნებრივ მღვიმეში .

c52327b9ee44
9. რესტორანი, სადაც სტუმრები ჭამენ გაშიშვლებულები.
1f5f96efbf78
თვეში ერთხელ, მანჰეტენზე ერთი რესტორანი ყოველთვის ნუდისტებისთვისაა.
ჯონ ჯ. ორდოვერმა (John J Ordover), რომელიც თვითონაც ნუდისტია , მოიფიქრა ისეთი რესტორანის გახსნა, სადაც შეიძლება ტანსაცმლის გარეშე სადილობა. როგორც კი სტუმრები შედიან რესტორანში, შესვლისტანავე იხდიან , შიშვლდებიან და „დედის ამარა“ მიირთმევენ საფირმო კერძებს. მიუხედავად სტუმრების უჩვეულო გარეგნობისა, მომსახურე პერსონალი გამოწყობილია ფორმებში.
სანიტარული წესების თანახმად, თანამშრომლები უნდა დარჩნენ შემოსილები, მაშინაც კი, თუ მათ სურთ შეუერთდნენ ნუდისტებს. გარდა ამისა, სტუმრებმა უნდა მოიტანონ რაიმე, რაზეც დაჯდებიან რესტორანში – პირსახოცი ან, პატარა გადასაფარებელი. მხოლოდ ორი აქსექსუარი შეიძლება დაიტოვონ : ქუდი და ხელთათმანები.
არ ინერვიულოთ, ფანჯრები დაბურულია, მენიუს სიაში ცხელი წვნიანი არ არის და ალკოჰოლური სასმელებიც შეზღუდვითაა…
10. სადილი ერთ სულზე
0926a1b20c50
ახალ რესტორანში «Eenmaal» , რომელიც მდებარეობს ამსტერდამში, წარმოდგენილია მაგიდები ერთ ადამიანზე.
დიზაინერი და ორგანიზატორი მარინა ვან გური (Marina van Goor) განმარტავს რესტორანის კონცეფციას : რესტორანი «Eenmaal» წარმოადგენს იგივე რესტორანს, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ ერთი რამ არის ძალიან განსხვავებული : აქ ნახავთ მაგიდებს მხოლოდ ერთი ადამიანისათვის. «Eenmaal» – არის საინტერესო და ამაღელვებელი ექსპერიმენტი იმათთვის, ვინც არასოდეს არ სადილობს მარტო, ასევე შესანიშნავი შესაძლებლობაა იმათთვის, ვინც ხშირად სადილობს მარტო რესტორნებში. რესტორან «Eenmaal» -ის დახმარებით, მარინა ვან გური იმედოვნებს, რომ მარტო სადილობას არ აქვს რაღაც არასწორი ან უარყოფითი მხარე.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button