საკითხავისაქართველოსურათები

საქართველოს უცნობი ბუნება

ალბათ ბევრ თქვენთაგანს არც კი გსმენიათ იმ შთამბეჭდავი ბუნებისა და ისტორიული ძეგლების შესახებ რომელიც,საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში ,დედოფლისწყაროშია.მე ამ პოსტში შევეცდები გადმოგცეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილები თანდართული მოკლე და სიანტერესო ინფორმაციით…

მე გაჩვენებთ დედოფლისწყაროს ულამაზესი ბუნებას…

 

ხორნაბუჯის ციხე ( ე.წ თამარის ციხე)

ხორნაბუჯის ციხე ( მას დღეს თამარის ციხესაცუწოდებენ) ქალაქური ტიპის დასახლებაა. აქ ძვ. წ.აღრიცხვის I ათასწლეულშივე არსებობდა. ციხე დღესაც ანცვიფრებს მნახველს დიდებული შესახედაობით. ლეგენდის თანახმად თამარ მეფე გზად ყოფილა მიმავალი,როდესაც ქარს მისი მანდილი გაუტაცებია და ამ ციხის წვერზე ჩამოკიდებულა.თამარ მეფეს ყურაღება სწორედ ამ დროს გამოუჩენია ამ ციხისადმი და მისი რეკრაცია მოუხდენია. 1625წელს გიორგი სააკაძემ ხორნაბუჯიდანგანდევნა სპარსელები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამციხეში ქართველი მეფეები ათავსებდნენ მოღალატეებს,რომლებსაც გადმოყრიდნენ ხოლმე მთავარი კოშკისბაქნიდან. ე.წ. ,,ვაების ფრიალოდან”.




 

წმინდა ელია თეზბითელის მთა

თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომელსაც ელიას მთა ეწოდება. მას ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გადმოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან ადგილობრივი მაცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისათვის ყვავს საჭმელი მოჰქონდა და, რომ მან თავისი წამოსასხამი მოწაფეს — ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა…

ტურისტებისგან შეუმჩნეველი არ დარჩენილა მთის ფორმა,რომელიც თუ კარგად დაუკვირდებით დაწოლილ ქალს მოგვაგონებს,რომელსაც გულზე ხელები უწყვია…





 

ქოჩების ტბა

ქოჩების ტბა — მომცრო ტბადებარეობს შირაქის ვაკესა და ივრის ზეგანს შორის, ზღვის დონიდან  775 მ სიმაღლეზე. წყლის მოცულობა 1060 200 მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 1,3 კმ².  ერთ-ერთი მეცნიერული მოსაზრების თანახმად, ქოჩების ტბა კასპიის ზღვის  ნაშთს წარმოადგენს.



 

ე.წ პატარა ტბა

 

ქოჩებისის ტბის მოშორებით არის”პატარა ტბა”,რომელიც ხელსაყრელია თევზაობისთვის.ტბაში არის შეჭრილი

პატარა კუნძული რომელზე მეთევზის ქოხია აშენებული.

 

არწივის ხეობა

არწივის ხეობაა,რომელიც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის შედგენილობაში შედის,პირველია რომელიც შეგვხვდება ამ მიმართულებით მგზავრობისას . ხეობის შიგნით თქვენ წინ გადაგეშლებათ ულამაზესი ჩანჩქერები და ხავსით დაფარული უზარმაზარი ხეები. მცენარეებით გარშემორტყმული ხეები და უზარმაზარი კირქვიანი ლოდები ტროპიკული ტყის იმიტაციას ქმნის. ხეობა ფრინველთა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ხასიათდება ად აქ გავრცელებულია საქართველოსათვის ისეთი უიშვიათესი ფრინველები.ორბი, ჭინჭრაქა, გველიჭამია არწივი, შევარდენი ყველაზე გამორჩეული მაინც შავი ყარყადია.ასევ აქ არის სპეციალური დასაკვირვებელი ხელსაწყო ფრინველების დასაკვირვებლად, რომლით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.






 

 

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია

 

წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი

 

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

თეგები

Gio.Qada

I have some experience in working websites

მსგავსი ამბები

Close
Close