არქივი

სასარგებლო რჩევები (12 ნაწილი)

2c08af5698aa
ძალიან აქტუალური გახდა საკითხი – თუ როგორ გადაეჩვივნენ ბავშვები კითხვას და ეს პრობლემა ყოველდღიურად მწვავდება, ამიტომ აუცილებელია უფრო მეტი დრო დავუთმოთ ბავშვთან ამ კუთხით მუშაობას. მოცემულ სტატიაში მოგცემთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ პატარებს კითხვა შეაყვაროთ.

 

შეაჩვიეთ ბავშვი წიგნს

უკვე 5-6 თვიდან შეუძინეთ ბავშვებს  სურათებით გაფორმებული ზღაპრები, აქცენტი გააკეთეთ ფერებზე, მიეცით პატარას უფლება ითამაშოს წიგნით, გადაშალოს ფურცლები. როგორც წესი ამ ასაკის ბავშვებისათვის სპეციალურად მაგარფურცლიანი წიგნები იყიდება.

როდესაც ორი წლის შესრულდება უკვე დაიწყეთ ყოველდღიურად წიგნის წასაკითხად დროის გამოყოფა. შეეცადეთ ემოციურად წაუკითხოთ შვილს ზღაპარი და სთხოვეთ თავადაც გამოხატოს ემოციები. თუმცა, ეს პროცესი არ უნდა გრძელდებოდეს დიდხანს, ოპტიმალურია 10-15 წუთი დღეში.

შეიძინეთ წიგნები ერთად: მიეცით ბავშვს უფლება შეეხოს წიგნებს, გადაფურცლოს, გადაათვალიეროს. მოკლედ, მის არჩევანში მკაცრად ნუ ჩაერევით, მხოლოდ რჩევის სახით ჩაერიეთ.

ნუ ეტყვით შვილს მსგავს სიტყვებს – “შენ უკვე დიდი ხარ, თავად წაიკითხე”. დამოუკიდებლად კითხვას შემდეგნაირად უნდა შევაჩვიოთ: წაუკითხეთ 3-4 გვერდი, შემდეგ კი სთხოვეთ მან განაგრძოს კითხვა – ასე ნელ-ნელა მიაჩვევთ ბავშვს დამოუკიდებლად კითხვას.

განიხილეთ წაკითხული წიგნი

როდესაც  მოზარდი დამოუკიდებლად გადაწყვეტს წიგნის წაკითხვას, ბოლოს სთხოვეთ გაგიზიაროთ შინარსი, ილაპარაკეთ წიგნის გმირების საქციელზეც, წიგნის მისეულ აღქმაზე ანუ, შეეცადეთ ერთად განიხილოთ წიგნი.

როდესაც  პატარა რაღასაც შეგეკითხებათ, პასუხის მოსაძებნათ მიუთითეთ რომელიმე წიგნზე – “აი ეს აქ წერია …” ან თავად წაუკითხეთ “პასუხი”. ამით იგი აღიქვამს წიგნს როგორც ნივთს, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ კითხვაზე მოაძებნინოს პასუხი.

 

 

მოცვის დადებითი თვისებები

მოცვი – ეს არის ყველაზე გემრიელი და მარგებელი ტყის კენკრა. ბევრ მეცნიერმა დაასაბუთა ამ მცენარის დადებითი თვისებები. მისი საშუალებით ადვილადაა შესაძლებელი ორგანიზმის ნებისმიერი ფუნქციის აღდგენა, ასევე ეფექტურად ვებრძოლოთ სიბერეს.

მოცვი ყვავობს ტყეში, რადგან მას უყვარს მაღალი ტენიანობა. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ჩვეულებრივი სახით, ასევე გამშრალ და გაყინულ მგობარეობაში. დღეს დღეისბოთ მისი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ მგომარეობაში. მოცვის მურაბა ასევე ინახავს მის სამკურნალო თვისებებს.

მოცვი დადებითად მოქმედებს ადამიანის მხედველობაზე. ეს ბევრისთვის კი ცნობილია. საკმარისია დღეში მოვიხმართ 100 გრამი ახალი მოცვი (ან გაყინული, ან მშრალიც), და შეგიძლიათ დაივიწყოთ ახალი პრობლემები დაკავშირებული მხედველობასთან.

მოცვის კენკრის კვება ან მისი წვენით სარგებლობა ამაგრებს ადამიანის ძვალს. ზამთრისთვის გაყინულ მოცვს იყენებენ პროფილაკტიკის მიზნით. საკმარისია კვირაში ერთხელ მივირთვათ მოცვისგან დამზადებული რაიმე კერძი (ახალ გაწურული მოცვი შაქართან ერთად, გაყინული ჩაისთან გარეული, მოცვის მურაბა ბლინებთან ერთად).

მოწამვლისა და ინტოქსიკაციის დროს დაგეხმარებათ მოცვის დადებითი თვისებები. იგი მდიდარია პეკტინური ნივთიერებებით, რასაც ორგანიზმიდან გამოყავს მძიმე მეტალის მარილები, ასევე ტოქსინები და სხვა მავნე ნივთიერებები. დამოკიდებულია თქვენი დაავადების სიმძიმეზე, მას მოიხმარენ 3 ჯერ დღეში (ერთ მუჭას).

ნივთიერებების მიმოცვლის დარღვევის (მეტაბოლიზმის)შემთხვევაში, რეკომენდირებულია მოცვის კენკრის ყოველდღიური მოხმარება. მოცვის გამოყენება დესერტად – ნებისმიერი დიეტის საუკეთესო ალტერნატივაა. სისხლის ლეკერტი, რევმატიზმი, შარდისა და ნაღვლკენჭოვანი ავადმყოფობა – ამ ყველაფრის დაძლევა შესაძლებელია მოცვის დადებითი თვისებებით. არ გაუშვათ დრო, ისარგებლეთ ბუნების მონაბოძით გამოსაჯანმრთებლად.

 
f2e1459a2119
როგორ ავარჩიოთ მზის სათვალე ?

სათვალის შერჩევისას მრავალი ჩვენგანი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს, როცა ორიენტაციას იღებს მოდელის ,,მოდურობასა” და ზოგად ქალურ კრიტერიუმზე-,,მიხდება-არ მიხდება”. არადა მზისგან დამცავი ოპტიკისთვის ეს სულაც არ არის არსებითი.

მთავარია, სათვალემ თვალები ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცვას.სხვაგვარად ისინი უფრო მეტ ზიანს მოგვიტანენ ვიდრე სარგებელს: მუქი მინების მიღმა გუგები ფართოვდება, სხივებიც, რომელთაც წინ არ ეღობებათ UV-ფილტრი, ღრმად აღწევენ და ბადურას აზიანებენ. ამიტომ ყურადღებით დააკვირდით ეტიკეტს: წარწერა Meets ANSI UV Requirements, Special Purpose, UV-400 იმაზე მიგვანიშნებს, რომ სათვალე პრაქტიკულად მთლიანად შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს; წარწერა Cosmetic საუკეთესო შემთხვევაში 70%-იან დაცვას გვპირდება-კოსმეტიკური სათვალე ფაქტობრივად მხოლოდ სილამაზისთვის არის განკუთვნილი; ზოგადი დანიშნულების სათვალისთვის (General) კი ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფაქტორი აუცილებელია. UV-ფაქტორი ლინზების დაბურულობაზე არ არის დამოკიდებული. სრულიად გამჭირვალე სათვალესაც კი, რომელიც 100%-იან ხილვადობას ინარჩუნებს, შეუძლია მზისგან დაგვიცვას.
ევროპული სტანდარტით, ლინზების დაბურულობის ხარისხის მიხედვით სათვალეები ხუთ ჯგუფად იყოფა. ხარისხის კოეფიციენტი ეტიკეტზეა მითითებული.

  • ნულოვანი ჯგუფი უზრუნველყოფს სინათლის პრაქტიკულად 100%-იან გატარებას. განკუთვნილია ღრუბლიანი ამინდისთვის.
  • 1 ჯგუფი, ხილვადობა 43-80%, განკუთვნილია არააქტიური მზისთვის. სწორედ ასეთი სათვალეების ტარებას ურჩევენ მძღოლებს.
  • მე-2 ჯგუფი, ხილვადობა 18-დან 43%-მდე, შეესატყვისება ნაკლებად ცხელ კლიმატს.
  • მე-3 ჯგუფი, ხილვადობა 8-18%, განკუთვნილია ძალიან აქტიური მზისთვის, საკურორტო ზონებისთვის.
  • მე-4 ჯგუფი, ხილვადობა 3-8%, განკუთვნილია სამთო-სათხილამურო და საზღვაო დასვენებისთვის. ავტომანქანის მძღოლებისთვის ასეთი სათვალის ტარება უსაფრთხო არ არის.

ბოლო ხანს მინის ,,ოკულარებმა” ადგილი პლასტიკს დაუთმო.
მინის მთავარი ღირსება, ულტრაიისფერი სხივებისთვის სრულყოფილი წინააღმდეგობის გაწევა, სავსებით ხელეწიფებათ თანამედროვე პოლიმერულ მასალებსაც. გარდა ამისა, პლასტიკის ლინზები ნაკლებად ტრავმულია (პოტენციური ტრავმულობის გამო მინის სათვალეების ტარება დაუშვებელია ავტომანქანის მართვისას, სპორტული დატვირთვისას, ბავშვებისთვის), თანაც გაცილებით მსუბუქი და მოხერხებულია. თუმცა მინის სათვალეების ჩამოწერა ჯერ ადრეა. არსებობს ახალი ტექნოლოგიები, რომელთა დახმარებითაც ეს ფაქიზი მასალა მსუბუქდება და იხვეწება, ეს კი გვაფიქრინებს, რომ მინის მოდელები მაინც არ დატოვებს ბაზარს.
ყველაზე ეკონომიური ვარიანტია აკრილის ლინზები. ისინი პრაქტიკულად უწონოა, თუმცა ადვილად იკაწრება, რაც მხედველობისთვის ძალიან საზიანოა. დიდი კომპანიები აკრილის ნაცვლად პოლიკარბონატს იყენებენ. ის მსუბუქია, მაგრამ პრაქტიკულად არ ტყდება, არ იკაწრება და არ ამახინჯებს გამოსახულებას. თუმცა გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე აკრილი.

სათვალის არჩევა ლინზების ფერის მიხედვით

  • ყვითელი, სტაფილოსფერი
  1. თავისებურება: მატებს კონტრასტულობას,ბლოკავს ლურჯ ფერს.
  2. გამოყენების შესაძლებლობა: ღრუბლიან ამინდში ვარჯიშის დროს.
  • ღია იასამნისფერი, ცისფერი
  1. თავისებურება:  არ არის რეკომენდირებული ბავშვებისთვის.
  2. გამოყენების შესაძლებლობა: არ გამოიყენოთ კითხვისას, ავტომანქანის მართვისას.
  • მუქი მწვანე, ნაცრისფერი
  1. თავისებურება: არ ამახინჯებს ფერს, ამცირებს თვალის დაღლას.
  2. გამოყენების შესაძლებლობა: გამოყენება შეუზღუდავია
  • მუქი ყავისფერი
  1. თავისებურება: იძლევა ფერთა მაღალ კონტრასტულობას.
  2. გამოყენების შესაძლებლობა: განსაკუთრებით მოხერხებულია მკვეთრ სინათლეში, თოვლში.
  • სარკისებრი ეფექტით
  1. თავისებურება: ირეკლავს სინათლეს.
  2. გამოყენების შესაძლებლობა: მთაში დასვენებისას, ზღვის სანაპიროზე კაშკაშა მზეში.
  • გრადიენტის ეფექტით (ერთი ფერი მეორეში გადადის)
  1. თავისებურება: აქვს კარგი ხილვადობა
  2. გამოყენების შესაძლებლობა: განკუთვნილია მძღოლებისთვის, ასევე მზეზე საკითხავად.
  • პოლარიზებული
  1. თავისებურება: ბლოკავს წყლიდან, ლითონიდან, თოვლიდან არეკლილ სხივებს
  2. გამოყენების შესაძლებლობა: მთაში, ზღვაზე, ავტომანქანის მართვისას, მზეზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებისას.

 

 

 

როგორ მოიპოვო პოპულარობა? (გოგონებისათვის)

შეუმჩნევლად დადიხართ (სკოლის, უნივერსიტეტის) დერეფანში და ეს დისკომფორტს გიქმნით? გინდათ შეცვალოთ რამე? მაშინ მოემზადეთ გარდაქმნისათვის !

ჩემ მიერ ნაცადი სამი ეტაპის გავლის შემდეგ თქვენ ყურადღების ქვეშ მოექცევით და შესაძლოა ყველასთვის მისაბაძი მაგალით გახდეთ. ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება უკეთესობისკენ თუ კი მოცემულ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ.

პირველ რიგში თქვენი თავი სხვა კუთხით უნდა წარმოაჩინოთ და ამისათვის ძალიან კარგი დროა არდადეგების მერე სკოლაში ან უნივერსიტეტში დაბრუნება. უეცრად სახეშეცვლილი დაბრუნება ყურადღებას მიიპყრობს.

თუ შეცვლა გადაწყვითეთ სტილით უნდა დაიწყოთ. მოიშორეთ თავიდან მიკი მაუსის ზედები და ატარეთ დეკოლტე მიმზიდველი მაისურები, მოეშვით კეტებს და ეცადეთ რამე განსხვავებული ჩაიცვათ თუნდაც მცირე ქუსლი თუ უნუვერსიტეტში დადიხართ არ იქნება რთული ქუსლების მორგება.

ნუ მოგერიდებათ და ატარეთ “ელასტიკები” თუ რა თქმა უნდა სხეული ამში ხელს გიწყობთ. დაიმოკლეთ კაბები და გახდით უფრო სექსუალურები და რაც მთავარია განსხვავებულები. ყურადრების მისაქცევათ ერთ ნაცად ხერხს მიმართეთ ბრჭყვიალები და ხასხასა ფერები ეს ზუსტად ის არის რაც ნამდვილად მიიქცევსს ყურადღებასს.

ნუ ატარებთ სკოლაში უბრალო რვეულებს რომელიც ყველას აქვს ამობეჭდეთ ლამაზი სურათები და დააკარით გარეკანს ან შეგიძლიათ რაიმე შესაფერისი ქსოვილიც გამოიყენოთ. ასევე ეფექტურია განსხვავებული აქსესუარის ჩანთის ან საყურის ტარება რომელიც თქვენს ლუქს უფრო ეფექტურს გახდის პირველი ეტაპი უკვე გავლილია.

მეორე ეტაპი უფრო მნიშვნელოვანია. ხალხთან ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან მეგობრობა და ეთიკის იმ ფარგლების დაცვა რომელსაც არ უნდა გადაბიჯოთ თუ გსურთ საზოგადოების ცენტრში დგომა. ამას შემდეგ სტატიაში გიამბობთ. თუ ეცდებით დამიჯერეთ ყველაფერი გამოგივათ!

 

 

 

როგორც ყველა ალბათ შენც ცოტა ნერვიულობ იმაზე თუ რა იქნები მომავალში როცა მუშაობა მოგიწევს. ალბათ ყველა შენზე ამყარებს იმედებს და თან გეგმებს სახავენ თუ რა პროფესია უნდა აირჩიო რომ იყო წარმატებული, თან თავიანთ გადაწყვეტილებებს თავს გახვევენ და გაიძულებენ იყო ის, რაც თვითონ უნდათ, რომ გახდე! ყველაზე მთავარია თავად გადაწყვიტო, შეარჩიო შენი პროფესია და არავის მისცე შენი მომავალი პროფესიის არჩევის უფლება, არც კი ჰკითხო რა შეიძლება გამოხვიდე. გახსოვდეს ყველა ადამიანის უფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვა ადამიანის ცხოვრება (უფლება). შესაძლოა მათ გითხრან რომ რასაც ფიქრობ ეს ძალიან არარეალურია და ამან შენ გული გაგიტეხოს მომავალი საქმიანობისთვის. ქვემოთ წაიკითხავ, როგორ შეარჩიო შენი პროფესია მომავლისთვის.

აიღე კალამი და ფურცელი. თუ შენ სერიოზულად ფიქრობ, რომ აირჩიო ჩვეულებრივი სამსახური ან კარიერული სამსახური, აუცილებლად გჭირდება ჩამოწერო ყველაფერი რასაც ფიქრობ. ეს საშუალებას მოგცემს რეალურად გადახედო და შეაფასო შენი შესაძლებლობები, გადახაზე ის პროფესია რომელიც არ მოგწონს ან ფიქრობ რომ ვერ შეძლებ. არასოდეს აირჩიო ისეთი პროფესია რომელსაც ვერ გაუძღვები კარგად.

აირჩიე ერთერთი, ჩვეულებრივი სამსახური ან კარიერა. თუ არ იცი რა განსხვავებაა ამ ორს შორის, არ არის პრობლემა ახლავე აგიხსნით. ჩვეულებრივი სამსახური არის დროებითი, სანამ მიიღებ განათლებას და მიაღწევ კარიერას, ანუ როდესაც არ გჭირდება უმაღლესი განათლება. კარიერა არის ცხოვრების გეგმა, რისთვისაც შენ აუცილებლად სწავლა დაგჭირდება. როდესაც შენ კანონიერად გექნება მუშაობის უფლება გადახვალ კარიერის ახალ ეტაპზე ანუ მიიღებ პატარა სამუშაოს.

დახატე ორი  ღრუბელი და ერთში ჩაწერე “ჩვეულებრივი სამსახური” ხოლო მეორეში“კარიერა”.  ჩვეულებრივი სამსახურის ღუბლის ქვემოთ ჩამოწერეთ, ის სამუშაოები რომელიც შეიძლება იშოვო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ანუ კარიერის გარეშე (მიმტანი, მდივანი, დამხმარე, ხელოსანი. ა.შ.). ხოლო მეორე კარიერის ღრუბლის ქვემოთ ჩამოწერე კარიერული სამსახურები (ექიმი, მასაწვლებელი, პროეფსორი. ა.შ.). რაც მთავარია ის სამსახურები ჩამოწერე, რომელიც შენ გაინტერესებს.

გამორიცხვის მეთოდით გადახაზე არასასურველი სამსახურები. რა თქმა უნდა, შენ არ შეგიძლია იმდენი პროფესია გქონდეს რამდენიც ჩამოწერე, ამიტომ ეს სია გამორიცხვის მეთოდით დაიყვანეთ 2-3 საქმემდე. გადახაზე ის საქმეები, რომელიც არ შეგიძლია და ნაკლებად იპყრობს შენ ყურადღებას, მაგალითად ფეხბურთი, კალათბურთი, ექიმი ან სხვ. ეს შენზეა დამოკიდებული.

ის სამსახურები რომლებიც დაგრჩა გადაწერე ახალ ფურცელზე. ცოტა არ იყოს შენი ფურცელი უწესრიგოდ გამოიყურება ამიტომ თავგზა რომ არაგებნეს, ის პროფესიები რომლებიც არ გადაგიხაზია, გადაწერე ახალ ფურცელზე.

კვლევა. ჩაატარე პატარა კვლევა, შეეცადე დაადგინო რომელი პროფესია იპყრობს ყველაზე მეტად შენ ყურადღებას. ასევე გაითვალისწინე ის თუ რა განათლების ხარისხი გჭირდება, ამ პროფესიისთვის.

შენი პროფესიები დანომრე პრიორიტეტების მიხედვით. მაგალითად ყველაზე მნიშვნელოვანის გვერდით დაწერე 1, შემდეგ რომელ პროფესიას აირჩევდი რომ არა ეს პირველი პრიორიტეტი? ანუ შეარჩიე მეორე პრიორიტეტი და მიანიჭე მას რიცხვი 2. და ასე გააგრძელე. ეს უფრო გაგიმარტივებს საქმეს და შენ გონებას ადრინდელთან შედარებით უფრო დაალაგებს.

 

 

 

ცხოვრებაში მრავალი ადამიანია, ვისაც სურს, რომ იყოს “ბრბოს ერთი ჩვეულებრივი წევრი”, თუმცა თუ შენ გსურს იყო გამორჩეული, მაშინ ეს სტატია სწორედ შენთვის არის! შემოგთავაზებთ 3 ნაბიჯს, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენ ნამდვილად შეძლებთ მიაღწიოთ მიზანს.
პირველი ნაბიჯი: “შეისწავლე შენი თავი”

  • გაათვითცნობიერე, რომ ხარ უნიკალური

თქვენ, რა თქმა უნდა უკვე განსხვავებული ადამიანები ხართ. დედამიწაზე ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან. დიახ, ზოგ მათგანს შორის არის მსგავსებები, ზოგ მათგანს შორის კი რადიკალური სხვაობები, თუმცა ფაქტი ერთია, ყველა ჩვენგანს გაგვაჩნია რეალობის უნიკალური აღქმის უნარი, სხვადასხვანაირი გამოცდილება და გემოვნება. არავის აქვს შენნაირი გონება, არავინ ფიქრობს შენნაირად.

  • იპოვე შენი თავი და იყავი ის, ვინც ხარ

იმისათვის, რომ იყო რაც შეიძლება განსხვავებული ადამიანი, შენ მოგიწევს შენი თავის კარგად გაცნობა. არასოდეს არ იყო სხვისი “კოპიო” და ყოველთვის იყავი ის, ვინც ხარ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგწონდეს შენი თავი, ისეთი როგორიც ხარ. თუ შენ უკმაყოფილო ხარ შენი ცხოვრების სტილით, ყოველთვის ეცდები, რომ მიბაძო სხვას, ეს კი ამ შემთხვევაში ცუდია.

  • გაატარე ცოტა დრო სრულიად მარტომ

იმისათვის, რომ კარგად გაიცნო შენი თავი, საჭიროა განმარტოება. დარჩი სრულიად მარტო, ყველასგან მოშორებით. როგორი ადამიანი ხარ მარტო ყოფნისას? დაფიქრდი ამ ყველაფერზე, იფიქრე იმაზეც, თუ რა არის ამ ცხოვრებაში შენთვის მნიშვნელოვანი. ადამიანების უმრავლესობა კარნახით ცხოვრობს: რა ჩაიცვა, რას უყურო, რა ჭამო, რა თქვა, რა წაიკითხო და ა.შ. ამ ყველაფერს ძირითადად დღევანდელი თაობა სხვისი ზეგავლენით აკეთებს. არ გააჩნიათ საკუთარი “მე”.

  • გაარკვიე რა გსურს და რა არა

კარგად დაფიქრდი, გინდა თუ არა იყო არაორდინალური და ყველასგან განსხვავებული, უჩვეულო პიროვნება. კარგად გაათვითცნობიერე “განსხვავებულის” მნიშვნელობა. რა მიგაჩნია ნორმალურად და რა განსხვავებულად? კარგად დაფიქრდი ყოველი ნაბიჯის გადადგმამდე. რა მხრივ გინდა რომ იყო განსხვავებული? გინდა რადიკალურად ცხოვრების სტილის შეცვლა, თუ პატარა დეტალების. იყო “განსხვავებული” არ არის მარტივი, შენ ყოვლეთვის მოხვდები “ჩვეულებრივი” ხალხის კრიტიკის ქვეშ.

მეორე ნაბიჯი: იპოვე შენი უნიკალურობა

  • აღწერე შენი გარემოცვა

პატარობისას ყველას გექნებოდათ “დღიურები”. სწორედ “დღიურების” მსგავსი რამ არის საჭირო ამ შემთხვევაშიც. გარემოსა და მომხდარი ფაქტების ფურცელზე გადატანით, თქვენ ამ ყველაფერს უფრო კარგად გაიაზრებთ და გაანალიზებთ თუ რისი შეცვლა გინდათ თქვენს ცხოვრებაში.

  • დაკვირვება

გადადგით რამოდენიმე ნაბიჯი ახლომყოფი ადამიანებისგან მოშორებით და დააკვირდით მათ ცოტა ხანი. როგორ იქცევა ხალხი? როგორ იქცევიან მეგობრების, შეყვარებულების, უცხო ადამიანების მიმართ? რა აცვიათ? როგორ შთაბეჭდილებას ტოვებენ ისინი? თქვენ რომ მის ადგილას ყოფილიყავით, მოიქცეოდით სხვანაირად? რას შეცვლიდით მათ ქცევებში? და კიდევ მსგავსი კითხვები დაუსვით თქვენს თავს.

  • აკეთე ის, რაც მოგწონს

როდესაც შენ გააკეთებ იმას, რაც ყველაზე მეტად მოგწონს და სხვის აზრს ამ მხრივ არ გაითვალისწინებ, შენ სრულიად უნიკალური გახდები. შეიძლება შენ მოგწონს ჯიუ-ჯიცუ, საცხობში მუშაობა, “შოფინგი” ან რაიმე სხვა… მოკლედ აკეთე ის, რაც ნამდვილად მოგწონს და არ აყვე სტერეოტიპებს (თუ გოგოხარ კარატეზე არ უნდა იარო და მსგავს სტერეოტიპებს, რომელიც საქართველოში განსაკუთრებულადაა გავრცელებული).

  • გამოცადე რაიმე ახალი

შენ ბუნებრივად ხარ გაზრდილი, როგორც რაიმე “ჯგუფის” წევრი, თითქმის ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რაც უკვე სხვამ გააკეთა და მოიწონა. რა თქმა უნდა ეს სულაც არ არის ცუდი, პირიქით კარგიც არის. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გაიზიარო ისეთი გამოცდილება, რომელიც სხვას არასოდეს მიუღია. თუ არ გამოცადე რაიმე, როგორ მიხვდები მოგწონს თუ არა ის?

  • გააფერადე საზღვრებს მიღმა

ადამიანების უმრავლესობის ცხოვრება ყუთს ჰგავს, საიდანაც გასვლა ძნელია. თითქოს ეს არის შემოსაზღვრული სივრცე, რომლის იქით “გაფერადებაც” საზოგადოების “წესებში” არ შედის. ყოველდღე ერთდაიგივე კანონზომიერების დაცვა, ხომ ცხოვრებას სრულიად უაზროს ხდის? დილას ადგე, ჭამო, წახვიდე სკოლაში/უნივერსიტეტში/სამსახურში, მოხვიდე, ჭამო, იმეცადინო, ითამაშო კომპიუტერი ან გახვიდე ეზოში/ამოხვიდე ისევ, დაიძინო. ეს ხომ უაზრობაა? თუ კი, მაშინ შეცვალე შენი ცხოვრება რამით და გადი “საზღვრებს” მიღმა.

ნაბიჯი მესამე: გადავიდეთ მოქმედებაზეც!

  • ჩამოართვი შენს მტრებს ხელი!

ეს იქნება რა თქმა უნდა ყველასათვის მოულოდნელი და უჩვეულო რამ. მიხუედავად იმისა, რომ თითქმის ყველა რელიგია გვეუბნება “გიყვარდეს მტერი შენი”, ამას არავინ აკეთებს. იყო მიმტევებელი და მეგობრული ყველა ტიპის ადამიანის მიმართ, ეს კეთილსაც და ამავდროულად არაჩვეულებრივს გაგხდის. ეს ურთულესია, თუმცა ამაზე კარგს ვერაფერს გააკეთებთ, თანაც ამისგან ბევრ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მიიღებთ.

  • ჩაიცვი შენს გემოზე

ძალიან ბევრი ადამიანი ექცევა საზოგადოების აზრის გავლენის ქვეშ, როდესაც ეს ტანსაცმელს ეხება. თუ დღევანდელ მოდის ტრენდებს თქვენი გემოვნება ემთხვევა ეგ უკეთესია, თუმცა აუცილებელია იყოთ თავიდან ბოლომდე თქვენს გემოვნებაზე დამოკიდებული. გინდათ ჩაიცვით სპორტულად და გინდათ კლასიკურად. საკუთარი აზრი გაითვალისწინეთ პირველ რიგში.

  • არ დაკარგო დრო სხვების გაოცებისთვის

თუ ამ სტატიაში აქამდე არ შეგიმჩნევიათ, გეტყვით, რომ “იყო განსხვავებული” მოითხოვს, რომ სხვის აზრზს ყურადღება არ მიაქციო. მრავალი ადამიანი იქცევა სპეციალურად ისე, რომ სხვების თვალში “მაგარი” გამოვიდეს და გააოცოს ისინი. გახსოვდეთ, როდესაც არ ცდილობთ სხვებისთვის შთაბეჭდილების მოხდენას, სწორედ მაშინ ახდენთ ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას მათზე! ეს ცოტათი წააგავას ცნობილ გამონათქვამს “როდესაც სიყვარულს არ ეძებ, სწორედ მაშინ გეწვევა იგი”.

  • ცხოვრებაში ყველაფერი პირიქით ხდება

ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს. ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს იყოს “განსხვავებული”, თუმცა მათ ეს არ გამოსდით, პირიქით უფრო ემსგავსებიან უბრალო, ჩვეულებრივ ადამიანებს. როდესაც არ ცდილობ რომ ბიჭი/გოგო მოხიბლო, სწორედ მაშინ იხიბლებიან ისინი. ასერომ, “ცდა” იყო განსხვავებული შეიძლება კრახით დასრულდეს. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. დინოზავრის ფორმით ბარში შევარდნა და ყვირილი სულაც არ გაგხვდის “განსხვავებულს”. ეს გაგვხდის “შემომხედეთ რა” ტიპის ადამიანს, ანუ იგივეს, როგორებიც არიან ძალიან მოკლე კაბაში ჩაცმული და მაღალ ქუსლებზე მდგარი გოგოები. ამიტომ როდესაც შენ ეცდები იყო განსხვავებული, დაფიქრდი, პირიქით ხომ არ გამოგდის?

  • იცოდე, რომ წინ მრავალი სირთულე გელის

საზოგადოება ყოველთვის ცუდად იღებს იმათ, ვინც ტენდეციებში არ ჯდებიან. ხალხს აფასებენ ჩაცმულობისა და სილამაზის მიხედვით. ასეთი ხალხი თქვენ ხელგაშლილები ნამდვილად არ შეგეგებებიან. მაგრამ ეს კარგია! შენ არც გჭირდება ისინი. თუ შენ “განსხვავებულობას” გადაწყვეტ, უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი უეჭველად მოხდება. არისტოტელემ თქვა: “რომ გაუძლო კრიტიკას, არ უნდა თქვა არაფერი, არაფერი არ უნდა აკეთო და უნდა იყო არარაობა.” ამაში მას ასი პროცენტით ვეთანხმები და ალბათ ბევრი თქვენთაგანიც დაეთანხმება. კრიტიკა მაშინვე გაჩნდება, როგორც კი შემოსაზღვრული ყუთიდან გახვალ. სწორედ კრიტიკის დახმარებით გახდებით თქვენ “განსხვავებულები”!

გასათვალისწინებელი დეტალები:

  1. დაიმახსოვრე, საკუთარი თავის გაცნობა, ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი, არამედ ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. 15 წლის ასაკში სხვა ადამიანი ხარ, 22 წლის ასაკში სხვა და ა.შ. ჩვენი ინტერესები იცვლება ასაკის მატებასთან ერთად. რაც დღეს არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, 10 წლის შემდეგ შეიძლება ის თქვენთვის არაფერს არ წარმოადგენდეს.
  2. იყავით გონება გახსნილი, ყოველ შემთხვევაში ეცადეთ მაინც. ისწავლეთ სამყაროს სხვა მხრიდან დანახვაც. ეცადე არ ეჩხუბო საკუთარ თავს. თუ შენ განცვიფრდები და განაწყენდები იმაზე, რომ ხალხი თქვენ “განსხვავებულობას” ცუდი თვალით შეხედავს, მაშინ შენგან ეს ძალიან ცუდი ნაბიჯი იქნება. თუ შენ აპირებ, რომ უსმინო ხალხის ნათქვამს, მაშინ მოგიწევს შენი “მე” ყოველთვის შენში ჩაამწყვდიო.
  3. ზემოდან და ცუდად არასოდეს შეხედოთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან “განსხვავებულები”. შეიძლება მათ ასეთი ცხოვრება მოწონთ.
  4. დაიმახსოვრე, რომ მოდა სულაც არ არის ცუდი რამ. რაიმე არასოდეს არ იქნება პოპულარული მიზეზის გარეშე. თუ შენ მართლა მოგწონს თანამედროვე ტენდენციები, სულაც არ არის სავალდებულო არ აყვე მათ, რადგან გინდა იყო “განსხვავებული”. თუ არ გააკეთებ იმას, რაც მართლა მოგწონს, ცუდ გავლენას მოახდენს შენს “განსხვავებულობაზე”.
  5. გაიხსენეთ, ზემოთ რა წერია, იყავი ის ვინც ხარ.

გაფრთხილებები:

  1. არ მიაქციოთ ყურადღება სტერეოტიპებს. თუ შენ თავი “განგსტერი” გგონია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება გიყვარდეს ბალეტი.
  2. ჰკითხო სხვას, თუ როგორ გახდე “განსხვავებული”, ეს უფრო გაართულებს თქვენს მიზანს. ეს სრული უაზრობაა. ეს ისევ სხვის ჭკუაზე სიარულია. მოკლედ ასე არ გააკეთოთ.
  3. იყო უცნაური, სულაც არ ნიშნავს, რომ რამით მეტი ხარ ნორმალურ ადამიანებზე. ყველას თავისი ინდივიდუალური ცხოვრება აქვს და ვისაც როგორ მოწონს ისე იცხოვრებს.

დაიმახსოვრე

არ აირჩიო პროფესია იმის მიხედვით თუ რას ირჩევენ შენი მეგობრები, გახსოვდეს შენ შესაძლოა მათთან ერთად მუშაობა ვერ შეძლო, ამიტომ მაქსიმალურად გაათავისუფლე შენი თავი და აკეთე ის რაც შენია და შენ გინდა.

კარიერით უფრო მეტ ფულს იშოვი ვიდრე ჩვეულებრივი სამსახურით.

აირჩიო სამსახური ან კარიერია არ ნიშნავს იმას, რომ იმ წუთიდანვე მიიღებ მაღალ ანაზღაურებად სამსახურს ან იმას რაც გინდა, ამისთვის საჭიროა დრო, ზოგს კვირები ჭირდება ზოგს თვეები და ზოგსაც წლები.  რაც ყველაზე მთავარია შენი ყურადღება გადაიტანე იმაზე რომ იყო მომზადებული.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button