არქივი

ევროპის რეგიონები, რომლებსაც შეუძლიათ სახელმწიფოებრივობის შეცვლა

95f3dfb4a70c
სიტუაცია ყირიმში ისე ვითარდება, რომ უახლოეს მომავალში ის შეიძლება გახდეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, დარჩეს უკრაინის შემადგენლობაში ან გახდეს რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტი, მაგრამ ყირიმი არ არის ერთადერთი სუბიექტი ევროპაში, რომელსაც შეუძლია სახელმწიფოებრივობის შეცვლა კანონის მიხედვით. ევროპაში არსებობს რამდენიმე რეგიონი, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი სახელმწიფოებრივობის შეცვლა უახლოეს რამდენიმე წელწადში.

შონტლანდია
a786d63b7eea
როგორც სხვა ქვეყნები აღიარებენ დამოუკიდებლობის ყველაზე მეტი შანსი თანამედროვე ევროპაში აქვს შოტლანდიას. ეს რეგიონი უკვე 307 წელია რაც ცხოვრობს ინგლისთან ერთად, ხოლო მისი მოსახლეობის უმეტესობამ ურთიერთობისას გადავიდა ინგლისურ ენაზე. მიუხედავად ამისა, შოტლანდია არ ივიწყებს საკუთარ კულტურას, წარმოშობას და სურვილს, რომ იყოს დამოუკიდებელი. თავისუფლების მოსაპოვებლად პირველი ნაბიჯი შოტლანდიამ გადადგა 1999 წელს, როდესაც იქ ჩამოყალიბდა საკუთარი პარლამენტი. ბოლო ორ არჩევნებზე ამ საკანონმდებლო ორგანოში გამარჯვება მოიპოვა ნაციონალურმა პარტიამ, რომელიც ითხოვს შოტლანდიის დამოუკიდებლობას და სწორედ, რომ ნაციონალური პარტიის ლიდერებმა მოახერხეს ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკება შოტლანდიის სტატუსის რეფერენდუმის შესახებ. ეს ერთშოტლანდიური პლებისციტი შედგება 2014 წლის 18 სექტემბერს, ხოლო შოტლანდიის დამოუკიდებლობის გამოცხადება დადებითი შედეგების შემთხვევაში იგეგმება 2016 წლის 24 მარტს, მაგრამ ჯერ არ უნდა ვიყოთ სრულიად დარწმუნებული იმაში, რომ ეს მოხდება. გამოკითხვებმა, რომლებიც ტარდება შოტლანდიაში ყოველთვიურად ბოლო წლების განმავლობაში აჩვენეს, რომ შოტლანდიელები ჯერ მზად არ არიან, რომ გაერთიანებული სამეფოს გამოეყონ. მოცემულ მომენტში რეგიონის მხოლოდ 35%-40% მზად არის თქვას “თანახმა ვარ”, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მაჩვენებელი ეტაპობრივად იზრდება. ხალხში ეჭვს იწვევს შოტლანდიის გაურკვევლობა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ახალი ქვეყანა ავტომატურად გამოვა მისი შემადგენლობიდან და იძულებული გახდება ევროკავშირში შესასვლელად მთელი პროცედურების ხელახლა გავლა, მაგრამ თვითონ დიდ ბრიტანეთში ყოველდღე უფრო ბევრს საუბრობენ ევროკავშირიდან გამოსვლაზე და პრემიერ-მინისტრმაც კი არაერთხელ განაცხადა ასეთ შესაძლებლობაზე. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ 18 სექტემბერს, მანამდე პროგნოზების გამოტანა საკმაოდ რთულია. მოსახლეობის 20-30 პროცენტი ჯერ ვერ გარკვეულა საკუთარ მომავალ არჩევანში. ყველაფერს რეფერენდუმი აჩვენებს.

კატალონია
44e27ed8ba40
შოტლანდიისგან განსხვავებით კატალონიის გამოყოფას ესპანეთიდან ემხრობა კატალონიის თითქმის მთელი ერი. კატალონიელები არიან ცალკეული ერი და ლაპარაკობენ ცალკეულ ენაზე – კატალონიურზე. კატალონიაში კატალონიელების 60% მოითხოვს, რომ კატალონია გამოეყოს ესპანეთს, ამას ემხრობიან ყველაზე ცნობილი მაცხოვრებლებიც – პოლიტიკოსები, კულტურის და სპორტის წარმომადგენლები, რელიგიური ლიდერები. გამოყოფის სურვილი გამოწვეულია არამხოლოდ კულტურით და ისტორიით, არამედ ეკონომიკური მიზანმიმართულებით. კატალონია კრიზისში ჩავარდნილი ესპანეთის ბიუჯეტში დებს იმაზე მეტს, ვიდრე იღებს მისგან და მის მოსახლეობას არ სურს თავისი ჯიბიდან “გამოკვებოს” თავიანთი გაჭირვებული არც კი ნათესავები, არამედ საერთოდ უცხო ადამიანები (კატალონიელები სამხრეთ ფრანგებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ესპანელებთან). კატალონიის პრემიერ-მინისტრმა არტურ მასმა არაერთხელ მიმართა ესპანეთის მთავრობას თხოვნით, რომ გადახედონ ქვეყანაში ფინანსების გადანაწილების პრინციპებს დონორი რეგიონის სასარგებლოდ, მაგრამ რეგულარულად მიიღო უარი. საბოლოოდ ავტონომიური რეგიონის პარლამენტმა 2013 წელს მიიღო დეკლარაცია კატალონიის სახელმწიფოებრივობის სუვერენიტეტის შესახებ, ხოლო 2014 წლის დასაწყისში მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩაეტარებინა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ 9 ნოემბერს. ამავდროულად ჯერ კიდევ 2012 წელს რეგიონის რამდენიმე ასეულ დასახლებულ პუნქტში უკვე ჩატარდა საკონსულტაციო პლებისციტი, ხოლო გამოკითხულთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა ესპანეთიდან გამოყოფას. მომავალი რეფერენდუმის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თვითონ ესპანეთი არ აღიარებს მას. ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, რეგიონის გამოყოფა ქვეყნისგან შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი ერთნაციონალური პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს. პარტიების ძალების დღევანდელი განაწილების მიხედვით ეს შეუძლებელია – საკანონმდებლო ორგანოს აკონტროლებს ეროვნული პარტია, რომელიც მხარს უჭერს ერთიან და განუყოფელ ესპანეთს.

ბასკების ქვეყანა
f577bbac8a7e
სიტუაციას კატალონიაში დიდი ინტერესით ადევნებენ თვალ-ყურს ბასკების ქვეყანაში – კიდევ ერთი ავტონომიური წარმონაქმნი ესპანეთში, რომელიც მიისწრაფვის დამოუკიდებლობისაკენ, მაგრამ ბასკების ქვეყნის ყველაზე რადიკალური მაცხოვრებლები უკვე მრავალი ათწლეულია იბრძვიან ტერორისტულ(ან ეროვნულ-განმანთავისუფლელ, გააჩნია რა მხრივ შეხედავ) ორგანიზაციებში თავიანთი მიზნის მისაღწევად. ბასკების ქვეყანას ასევე სათავეში უდგას პარტია, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებლობას. 2008 წელს რეგიონის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინათ რეფერენდუმი დამოუკიდებლობის შესახებ, მაგრამ გააუქმეს მადრიდის ზეწოლის გამო. ახლა უკვე ბასკების საკანონმდებლო ორგანო მზად არის დაუბრუნდეს თავის გადაწყვეტილებას, მაგრამ იცდის და ელოდება კატალონიელების წარმატებას. ბასკების ქვეყანაც მიიჩნევა ესპანეთის დონორ რეგიონათ, ის დებს ქვეყნის ბიუჯეტში იმაზე მეტს, ვიდრე იღებს საპირისპიროდ. ავტონომიური წარმონაქმნის მოსახლეობა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი საუბრობს ესპანურათ, თვლიან საკუთარ თავებს ბასკებათ, უნიკალურ ევროპულ ერად, რომლებიც ცხოვრობდნენ კონტინეტზე იმ ტომების მოსვლამდე, რომლებიც საუბრობდნენ ინდოევროპულ ენებზე.

გაგაუზია
0d7381758871
გაგაუზიაში კი, რომელიც არის მოლდოვეთის ავტონომიური რეგიონი უკვე ჩაატარეს რეფერენდუმი საკუთარი დამოუკიდებლობისათვის. საუბარი მიდის არა იმ შორეულ მომავალზე, როდესაც მოლდოვეთი გადაწყვეტს შეერთდეს რუმინეთთან ან შევიდეს ევროკავშირში, არამედ საქმე იმაშია, რომ გაგაუზიელები თავიანთ მომავალს ხედავენ არა გაერთიანებულ ევროპაში, არამედ რუსებთან ერთად. 1990-94 წლებში გაგაუზია იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ მას არცერთი სხვა ქვეყანა არ აღიარებდა მსოფლიოში, მაგრამ შემდეგ მოლდოვეთის მთავრობამ მოახერხა შეთანხმება გაერთიანებაზე იმ პირობით, რომ რესპუბლიკა გამოვა მოლდოვეთის შემადგენლობიდან, თუკი ის დაკარგავს დამოუკიდებლობას. მოლდოვეთის ახალ კონსტიტუციაში ასეთ შესაძლებლობა გაგაუზიისთვის არ განიხილება, ხოლო ოფიციალურმა კიშინევმა კი განაცხადა, რომ ქვეყნის განვითარების გარეპოლიტიკური ვექტორი მიმართულია ქვეყნის მომავალი შესვლისკენ ევროკავშირში, ხოლო თავდაპირველად კი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რომლის პირველი ეტაპიც შედგა 2013 წლის ნოემბერში. გაგაუზიის მაცხოვრებლებმა და რეგიონის მთავრობამ უარი განაცხადეს ევროინტეგრაციაზე და თავიანთი ერთგულების დასამკიცებლად რუსეთისადმი 2014 წლის 2 თებერვალს ჩაატარეს რეფერენდუმი. მასზე გამოტანილი იყო ორი საკითხი. პირველი ეხებოდა გარეპოლიტიკურ არჩევანს(ევროკავშირი ან ევრაზიული კავშირი). მეორე რეგიონის სტატუსს – მოლდოვეთიდან გამოყოფას იმ შემთხვევაში, თუკი ეს ქვეყანა შეწყვეტს არსებობას. რეფერენდუმში გაგაუზიის მოსახლეობის 90%-ზე მეტმა განაცხადა “თანახმა ვარ”, ხოლო 70%-მა მხარი დაუჭირეს ევრაზიულ კავშირს. მოლდოვეთმა ჩატარებული რეფერენდუმი არალეგიტიმურად ჩათვალა.

ყირიმი
09a8e656f54e
მოცემულ მომენტში გაურკვეველია ყირიმის ბედიც. ეს ავტონომიური რესუბლიკა უკრანინის შემადგენლობაში ყოფნისას სულ იხრწვოდა რუსეთისაკენ და ახლა უკვე გაჩნდა შანსი, რომ ის გახდეს რუსეთის ფედერაციის ახალი სუბიექტი, მაგრამ სავარაუდოდ ამას ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშევს. მთავრობის შეცვლის შემდეგ სიმფეროპოლშიც გაჩნდა ახალი ხელმძღვანელობა, მაგრამ ახალი ხელმძღვანელობა დანიშნულია სრულიად არალეგიტიმური გზით. ყირიმის ახალ მთავრობას მხარს უჭერენ “თავდაცვის ძალები”, რომლებშიც მარტივად იცნობთ რუს ჯარისკაცებს. ყირიმის ახალი მთავრობა რეფერენდუმის ჩატარებას თავდაპირველად აპირებდა რესპუბლიკის ავტონომიის გაფართოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ ჩაამატეს რუსეთთან მიერთების საკითხიც. თავდაპირველად ამ პლებისციტის ჩატარება იგეგმებოდა 2014 წლის 25 მაისს უკრაინის ახალი პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად, შემდეგ თარიღი გადმოიტანეს 2014 წლის 30 მარტამდე, ხოლო საბოლოოდ კი შემდეგ გადმოიტანეს 16 რიცხვში. ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება არ ესაბამება უკრაინის კანონმდებლობას. ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერო, სხვა ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვენ ყირიმის შენარჩუნებას უკრაინის შემადგენლობაში. რუსეთი კი მაინც აგრძელებს სამხედრო მოქმედებებს. ყირიმის მოსახლეობა მაინც მოითხოვს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, მაგრამ ყირიმში არსებობს ძალიან მნიშნველოვანი ფაქტორი, რომელსაც უნდა უფთხილდეს როგორც რუსეთი ასევე უფრო ყირიმის მთავრობა. ყირიმში ცხოვრობს რამდენიმე ასეული ათასი ყირიმელი თათარი, ხოლო ამ ერის წარმომადგენლები თანამედროვე რუსეთის ფედერაციას აიგივებენ საბჭოთა კავშირს, ხოლო საბჭოთა კავშირმა კი 1944 წელს მოახდინა მათი დეპორტაცია შუა აზიაში.

მსგავსი ამბები

Back to top button