გართობაკულტურა

ცხოველები არმიის სამსახურში

4745029759c6
ცხოველები არმიის სამსახურში.

ყირიმის მებრძოლი დელფინები
e0788782d07a
არის მოსაზრება, რომ დელფინები დედამიწაზე არიან ადამიანების შემდეგ ყველაზე ჭკვიანი არსებები, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ ადამიანებს შეუძლიათ ასწავლონ მათ არამხოლოდ უბრალო ტრიუკები დელფინარიუმისთვის, არამედ სევასტოპოლში უვკე ათწლეულები არსებობს სკოლა დივერსანტი დელფინებისთივს. ინსტრუქტორები დელფინებს ასწავლიან საზღვრების დაცვას. მათ შეუძლიათ ჯაშუშების აღმოჩენა, ფსკერზე ჩაძირული ტორპედოების და ნაღმების პოვნა, ისინი კატეგორიულ უარს ამბობენ მკვლელობებზე.

დივერსანტი სელაპები ამერიკის შეერთებული შტატების დასაცავად
395c9bbd44a7
ამერიკის შეერთებულ შტატებში კი მსგავს ფუნქციებს ასრულებენ არა დელფინები, არამედ სელაპები. ამერიკელები თვლიან, რომ სელაპები უფრო უკეთესად ასრულებენ დაკისრებულ მისიებს. ისინი მართლებიც არიან – სელაპებს დელფინებისგან განსხვავებით შეუძლიათ ხმელეთზეც მოძრაობა, ეს კი ნიშნავს, რომ მათთვის გახსნილია შესაძლებლობების უფრო ფართო დერეფანი. ამის გარდა სელაპები არიან “უსინდისოები”. მათ მარტივად შეუძლიათ ადამიანებს შეარჭონ მოწამლული ნემსი და მიცურონ მტრის ხომალდთან და ასაფეთქებლით თავი აიფეთქონ. სელაპების მომზადების მთავარი ცენტრი მდებარეობს სან-დიეგოს სამხედრო ბაზაზე.

HeroRAT – გამნაღმველი ვირთხები
183d9e5a1e62
აფრიკიდან ევროპელი კოლონიზატორელების წასვლის შემდეგ, შავი კონტინენტის მიწაზე დარჩა ძალიან ბევრი დანაღმული ველი. ამ პრობლემას ებრძვის ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და მათი მოულოდნელი დამხმარეები არიან ვირთხები. HeroRAT – გამნაღმველი ვირთხების მომზადების პროგრამაა. ვირთხებს ასწავლიან სიარულს დანაღმულ ველებზე სპეციალურად გაჭიმული თოკებით, რომ მათ იქ იპოვონ ნაღმები და გაანუბელყონ. ხშირად ვირთხებს ამის გაკეთება სიცოცხლის ფასად უჯდებათ.

მებრძოლი ღორები
e3602adb63b7
ღორების გამოყენება სამხედრო საქმეებში დაიწყეს ჯერ კიდევ უძველესმა რომაელებმა და ბერძნებმა – ეს ცხოველები იყვნენ იდეალური იარაღები სპილოების წინააღმედ, რომლებსაც ეშინოდათ და გარბოდნენ სხვადასხვა მხარეს, სპილოები ანადგურებდნენ არა მოწინააღმდეგეებს, არამედ საკუთარ არმიებს, მაგრამ ჩვენს დროში მათ იყენებენ სულ სხვა მიზნებში. მოსკოვში ექსპერიმენტის სახით ღორებს ასწავლიდნენ გამნაღმვით საქმეს. ღორების ყნოსვა ჩამორჩება მხოლოდ ძაღლებისას, მაგრამ მხოლოდ ცოტათი. ებრაელებმა კი ტერორიზმთან ბრძოლის ორიგინალური საშუალება გამოიგონეს. მათ ასწავლეს ღორებს, რომ თავს დაესხან ისლამისტებს, ხოლო როგორც იცით ისლამისტებში ეს ცხოველები მიიჩნევიან უწმინდურებათ და მათთან ერთი კონტაქტიც კი დიდ პანიკას იწვევს მუსულმანებში.

სამხედრო ძაღლები
5e942e58c7e2
სამხედრო ცხოველებს შორის ყველაზე პოპულარულები არიან და იქნებიან ძაღლები. მათ სამხედრო საქმეებში გამოყენებას პირველად ახსენებენ უძველესი ეგვიპტის დროინდელ ჩანაწერებში. ჩვენს დროში ძაღლებს იყენებენ უამრავი რაოდენობის სამხედრო საქმეებში და მისიებში. ძაღლებს ომში არ ეშინიათ ასაფეთქებლის გადატანა მოწინააღმდეგეების ტანკების ასაფეთქებლად, მოულოდნელად დაესხას თავს მოწინააღმდეგებს და ასევე იმსახურონ როგორც სანიტრებად და მცველებად

ბონუსი

ჰანიბალის მებრძოლი სპილოები
cd20f5aad2a1
ლეგენდარული კართაგენელი სარდლის ჰანიბალის ძირითად დამრტყმელ ძალას წარმოადგენდნენ სამხედრო სპილოები. ეფექტურობის მხრივ მათი მოქმედებები შეიძლება შევადაროთ მეოცე საუკუნის ტანკებს – ვერცერთი მოწინააღმდეგე ვერ უმკლავდებოდა ასეთ მძიმე სამხედრო დანაყოფებს, მაგრამ ჰანიბალის ზედმეტმა რწმენამ თავის სპილოებში დაღუპა. სამხედრო ცხოველები, რომელთა გამოყენებაც წარმატებულია ჩრდილოეთ აფრიკის ქვიშიან ხმელეთზე, ევროპაში გახდა ზედმეტი ტვირთი. პირინეისა და ალპებს შორის გადასვლისას მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დაიღუპა, ხოლო დარჩენილმა ნაწილმა მხოლოდ ზიანი მოიტანა, ვიდრე სარგებელი. რომაული ისრებისა და შუბების ტალღების წყალობით მათ შეწყვიტეს თავიანთი პატრონების მოსმენა და გაიქცნენ, მაგრამ გაიქცნენ თან როგორ, ისინი მობრუნდნენ და გაანადგურეს უამრავი კართაგენელი ჯარისკაცი თავიანთ გზაზე.

მებრძოლი ღამურების დესანტი
4869d104dfe9
მეორე მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატები იაპონელების წინააღმდეგ იყენებდნენ ღამურებს, რომლებიც ხალხის მცდელობების წყალობით გადაიქცნენ ცოცხალ ბომბებათ. სამხედროები იყენებდნენ იმ ფაქტს, რომ ღამურების ზოგიერთი სახეობა ტემპერატურის შემცირებისას იძინებს, ამიტომაც გადაწყდა მათი თვითმფრინავებიდან გადმოგდება იაპონურ დასახლებულ პუნქტებზე. ღამურებზე ამაგრებდნენ ასაფეთქებელს(ამ ცხოველებს შეუძლიათ თავიანთ წონაზე ორჯერ-სამჯერ მეტი ტვირთის გადატანა) და როდესაც მიწაზე ეცემოდნენ ისინი იღვიძებდნენ, ამის შემდეგ როდესაც გაიღვიძებდნენ მიფრინავდნენ ახლოს მყოფ სახლში დასამალად, მაგრამ დამალვის მაგივრად მათ იქ მიქონდათ სიკვდილი და განადგურება. ბომბები აქტიურდებოდა ნახევარ საათში.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button