საკითხავიუცნაური

ქალი, რომელიც თვითმფრინავიდან გადმოვარდა და გადარჩა

Juliane Koepcke – ეს არის სახელი იმ ქალისა, რომელიც 1971 წელს თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას სასწაულებრივად გადაურჩა. ის ,თვითმფრინავის სკამში გახვეული ,3 კილომეტრი მანძილის სიმაღლიდან ჩამოვარდა და 11 დღე ჯუნგლებში გაატარა.

1971 წლის 24 დეკემბერს, შობის ღამეს, 17 წლის ჯულიანა დედასთან ერთად მიემგზავრებოდა სახლში ამ დღესასწაულის აღსანიშნავად მამამისთან. ცუდი ამინდის გამო რეისი 7 საათით გადაიდო მაგრამ არ გაუქმებულა,ამიტომაც გაფრენის შემდეგ თვითმფრინავი ქარიშხალში მოყვა. სამწუხაროდ, მას ელვამ დაარტყა, რის შედეგადაც თვითმფრინავი ამაზონის ჯუნგლების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ელვამ თვითმფრინავს ერთი ნაწილი მოაგლიჯა, სწორედ ის, სადაც ჯულიანა იჯდა. გოგონა 3 კილომეტრი სიმაღლის მანძილიდან ჩამოვარდა , თვითმფრინავის სკამში გახვეული. ის გადარჩა.

ჯულიანა იხსენებს: “შობის ღამე იყო და ყველა სახლისაკენ მიიჩქაროდა. ფრენის დროს დაიწყო ჭექა-ქუხილი, თვითმფრინავი მოიცვა სქელმა და მუქი ფერის ღრუბლებმა. ხალხი პანიკაში ჩავარდა როდესაც თვითმფრინავმა რყევა დაიწყო, ბარგი ძირს ვარდებოდა.

უცევ გაიელვა. მე ხმა ჩამივარდა, ძალიან ვნერვიულობდი. მგზავრები ტიროდნენ და ყვიროდნენ. 10 წუთის შემდეგ ძალიან ძლიერი ელვა მოხვდა თვითმფრინავს. დედაჩემმა წყნარად თქვა- “ეს დასასრულია”.  უეცრად ძლიერი ხმა გავიგონე და ვიგრძენი თუ როგორ ვვარდებოდი წყვდიადში.მე თვითმფრინავის სკამის ღვედით ვიყავი შეკრული და ერთადერთი რაც მესმოდა ქარის ხმა იყო.”

ჯულიანამ გაიტეხა ლავიწის ძვალი და ჭრილობები მიიღო ქვედა კიდურებზე, თუმცა ეს დაზიანებები არ იყო სერიოზული. ის დედამისს ეძახდა, მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ მიხვდა რომ სრულიად მარტო იყო ამაზონის ჯუნგლებში.

მან 11 დღე დაჰყო იქ. ჯულიანას ძალიან გაუმრთლა, რადგანაც მშობლები პატარაობიდანვე ასწავლიდნენ მას ველური ბუნების შესახებ. 14 წლისა კი მათთან ერთად გოგონამ სწორედ ამაზონის ჯუნგლებში გაატარა რამდენიმე დღე. ჯულიანამ კარგად იცოდა ეკოლოგია და რამდენიმე ბიოლოგიურ ექსპერიმენტშიც იღებდა მონაწილეობას. სწორედ ამ ცოდნამ გადაარჩინა ის.

ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 91 ადამიანი. ჯულიანა ერთადერთი იყო , რომელიც გადარჩა.

გვამების ნახვის შემდეგ დადგინდა რომ 14 ადამიანი გადარჩენილიყო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, თუმცა ყველა მათგანი ჯუნგლებში გარდაიცვალა. მათ შორის იყო ჯულიანას დედაც. გოგონა იხსენებს:

“მეათე დღეს ნორმალურად ვეღარ დავდიოდი. ჰალუცინაციები დამეწყო. უცებ დავინახე ნავი, მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ ხელის შეხების შემდეგ დავრწმუნდი, რომ იგი ნამდვილი იყო. უცებ გავითიშე. შემდეგ დღეს გავიგონე რამდენიმე კაცის ხმა, რომლებიც მიახლოვდებოდნენ.  მათ ძალიან გაუკვირდათ ჩემი დანახვა და წყლის ქალღმერთად მიმიჩნიეს. მე ავუხსენი ის, თუ რა შემემთხვა. მათ მაჭამეს, ჭრილობები შემიხვიეს და შემდეგ დღეს ცივილიზაციას დავუბრუნდი.”

ეს კი დოკუმენტური ფილმი  კატასტროფის შესახებ,სახელად “Wings of hope”,სადაც ჯულიანა დაწვრილებით ჰყვება თავის ისტორიას.

ამ შემთხვევაზე ფილმიც არის გადაღებული, რომელის სახელია “სასწაულები კვლავ ხდება”.

ჯულიანას ამ ტრაგედიაზე ასევე დაწერილი აქვს წიგნი, რომელის სახელია “When i fell from sky”, მისი გამოწერა შესაძლებელია ამაზონიდან.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close